დონალდ დაკი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ ბოტის შეცვლა: he:דונלד דאק |
მ ბოტის დამატება: fo:Dunnaldur Dunna |
||
ხაზი 32: | ხაზი 32: | ||
[[et:Piilupart Donald]] |
[[et:Piilupart Donald]] |
||
[[fi:Aku Ankka]] |
[[fi:Aku Ankka]] |
||
[[fo:Dunnaldur Dunna]] |
|||
[[fr:Donald Duck]] |
[[fr:Donald Duck]] |
||
[[fy:Donald Duck]] |
[[fy:Donald Duck]] |
01:48, 26 იანვარი 2009-ის ვერსია
დონალდ დაკი (Donald Duck - ბატი დონალდი) ანიმაციური ფილმებისა და კომიქსების პერსონაჟია უოლტ დისნეის პროდუქციებში. დონალდი თეთრი ანთროპომორფული ბატია მოყვითალო-ნარინჯისფერი ნისკართით, ფეხებითა და ტერფებით. როგორც წესი მეზღვაურის პერანგი და კეპი აქვს, თუმცა უშარვლოდ დადის (ცურვის დროს აცვია გამონაკლისის სახით).
დონალდის განთქმულ ხმას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ადვილად საცნობი ხმა იყო ანიმაციის ისტორიაში, 1985 წლამდე ახმოვანებდა კლარენს ”დაკი” ნეში. ნეში ვატონგას ერთ-ერთი მიყრუებული სოფლიდან იყო წარმოშობით, ოკლაჰომას შტატიდან, და საკუთარი ხმის წყალობით საყოველთაოდ ცნობილ ვარსკვლავად იქცა.
მულტფილმის ”დონალდს ჯარში იწვევენ” (Donald Gets Drafted, 1942) მიხედვით, დონალდის სრული სახელია დონალდ ფონტლეროი დაკი (Donald Fauntleroy Duck). მისი შუასახელი როგორც ჩანს მის მეზღვაურის ქუდზე მიუთითებს, რომელიც ფონტლეროის უნიფორმის აქსესუარი იყო. დონალდის დაბადების დღედ ოფიციალურად მიჩნეულია 1934 წლის 9 ივნისი -- დღე, როდესაც მისი სადებიუტო ფილმი გამოვიდა ეკრანებზე, თუმცა ”სამ კაბალეროში (Three Caballeros) მის დაბადების დღე მოხსენიებულია უბრალოდ ”პარასკევი 13” ("Friday the Thirteenth). მოკლე ფილმში ”დონალდის ბედნიერი დაბადების დღე” (Donald's Happy Birthday) მისი დაბადების დღეა 13 მარტი.
თუმცა ჩვეულებრივ კმაყოფილი და მხიარული ხასიათისაა, დონალდი ხშირად ხვდება გამოუვალ სიტუაციებში, რაც მის ადვილად ფეთქებად ტემპერამენტს ცეცხლს უკიდებს ხოლმე.