რომანოზ IV დიოგენე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Add image from http://toolserver.org/~emijrp/imagesforbio/
ბოტის შეცვლა: hu:IV. Rómanosz
ხაზი 24: ხაზი 24:
[[gl:Romano IV Dióxenes]]
[[gl:Romano IV Dióxenes]]
[[he:רומנוס הרביעי]]
[[he:רומנוס הרביעי]]
[[hu:IV. Romanosz]]
[[hu:IV. Rómanosz]]
[[it:Romano IV di Bisanzio]]
[[it:Romano IV di Bisanzio]]
[[ja:ロマノス4世ディオゲネス]]
[[ja:ロマノス4世ディオゲネス]]

00:56, 4 იანვარი 2009-ის ვერსია

რომანოზ IV დიოგენე (* ???, † 1071) – ბიზანტიის იმპერატორი 1068-1071 წლებში.

ბიოგრაფია

რომანოზი კონსტანტინე X დროს არმიის სარდალი იყო. იმპერატორის სიკვდილის შემდეგ მან აჯანყება მოაწყო ტახტის ხელში ჩასაგდებად, მაგრამ დამარცხდა და შეიპყრეს კიდეც. საპყრობილედან იგი იმპერატრიცა ეუდოკიას წყალობით გაათავისუფლეს, რომელზეც მან მომდევნო 1068 წელს იქორწინა და ბიზანტიის იპერატორიც გახდა.

რომანოზ IV მეფობის პირველ წლებში წარმატებით ებრძოდა თურქ-სელჯუკებს, თუმც 1071 წელს მანციკერტის ბრძოლაში სელჯუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა ბიზანტიელები სასტიკად დაამარცხა და თვით იმპერატორი ტყვედ ჩაიგდა ხელში. ზავის გარანტიით და 1.000.000 ბიზანტიური დრაჰმა გამომსასყიდი ფულის აღთქმის შემდეგ ალფ-არსლანმა რომანოზი ტყვეობიდან გაათავისუფლა. ამასობაში იმპერატორის მოწინააღმდეგეებმა ტახტზე კონსტანტინე X-ის ვაჟი მიხაელ VII დუკა აიყვანეს, რომანოზ IV ტახტის დაბრუნებისათვის ბრძოლაში დაამარცხეს, ღალატით შეიპყრეს და თვალები დათხარეს. რამოდენიმე დღის შემდეგ რომანოზ დიოგენე გარდაიცვალა.


იხილე აგრეთვე