ძველი ქართული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
(→‎ხმოვნები: დამატება)
'''ჴ''' (ხარი, ჴარი) იყო ხახისმიერი (ფარინგალური) ყრუ ფშვინვიერი ბგერა, რომელიც ზოგიერთ კილოში კიდევაა შენახული, მაგალითად ფშაურში, ხევსურულში გრემ-საბუე-ენისელში და სხვაგანაც. ყველა სიტყვაში, სადაც [[ჴ]] იხმარებოდა, სალიტერატურო ენაში შეენაცვლა [[ხ]]; გვქონდა: '''ჴ'''ელი, მუ'''ჴ'''ლი, მ'''ჴ'''არი, '''ჴ'''ა'''ჴ'''ა, '''ჴ'''ორცი, ვენა'''ჴ'''ი და სხვა, ახლა კი გვაქვს: ხელი, მუხლი, მხარი, ხახა, ხორცი, ვენახი.
 
'''ჵ''' (ოჰ, ჰოე) თავდაპირველად იყო დახურული [[ო]], დიფთონგისებრი ხასიათისა (დაახლოებით <span style="font-family: Arial Unicode MS, Lucida Sans Unicode, MS Mincho, Arial, sans-serif; text-decoration: none; font-size: 100%;">ოუ̌</span>). შემდგომში მას კითხულობდნენ როგორც ოჲ, ჰოჲ.
 
ძველი ქართულისა და ახალი ქართულის თანხმოვნების გამოთქმებს შორის მსგავსება დიდია. ენისთვის დამახასიათებელია ჰარმონიული ჯგუფების შექმნა. როდესაც ორი თანხმოვანი ხვდება ერთად, ხშირად ხდება ასიმილაცია და თანაბრდება მათი ჟღერადობა მაგალითად "'''ტეხ'''ავს ზმნის ფუძეში - '''ტეხ''', იკარგება ორ თანხმოვანს შორის მყოფი ხმოვანი და რჩება ''ტხ'', რომელიც ასიმილირდება და მიიღება '''ტყ''' (ტყდება).

სანავიგაციო მენიუ