ძველი ქართული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ხმოვნები: დამატება
ხაზი 65: ხაზი 65:
|}
|}


[[ა]], [[ე]], [[ჱ]], [[ი]], [[ო]] და [[უ]] ერთმარცვლიანი ხმოვნებია, [[ჲ|ჲოტას]] კი მარცვალი არ გააჩნია, მაგალითად სიტყვაში ''დედ'''აჲ''''', ბოლოკიდური მარცვალი არის '''აჲ''' და არა '''ჲ'''. ამიტომ [[ჲ|ჲოტას]] ზოგ შემთხვევაში ხმოვნად არც თვლიან. ძველ ქართულ ენაში [[უ]] ბგერით დაბოლოებული დიფტონგიც ხშირად ერთ მარცვლად გამოითქმოდა და [[უ]] მოკლდებოდა. მაგალითად სიტყვაში ''ჩ'''უ'''ენი'' უ მოკლეა. ასეთი უ-სათვის ანბანში ასო არ მოიპოვებოდა. მისი აღნიშვნა მხოლოდ ერეკლე მეფის დროს ანტონ კათალიკოსის გავლენით შემოიღეს — უ̌, რომელსაც „უ-ბრჯგუთი“, ან უბრალოდ „უ-ბრჯგუ“ უწოდეს. ხმოვანი [[ჱ]] (ჰე, ე-მერვე) ძველ ქართულ ენაში იხმარებოდა „ეჲ“ კომბინაციის ნაცვლად. მაგალითად:
[[ა]], [[ე]], [[ჱ]], [[ი]], [[ო]] და [[უ]] ერთმარცვლიანი ხმოვნებია, [[ჲ|ჲოტას]] კი მარცვალი არ გააჩნია, მაგალითად სიტყვაში ''დედ'''აჲ''''', ბოლოკიდური მარცვალი არის '''აჲ''' და არა '''ჲ'''. წარმოითქმის ენის შუა ნაწილის მიახლოებით შუა სასასთან. თუ ეს მიახლოება იმდენად დიდია, რომ გამომავალი ჰაერის ერთგვარ დაბრკოლებას წარმოადგენს, მაშინ მას სპირანტული ხასიათი ექნება, ამიტომ [[ჲ|ჲოტას]] ზოგ შემთხვევაში ხმოვნად არც თვლიან. ძველ ქართულ ენაში [[უ]] ბგერით დაბოლოებული დიფტონგიც ხშირად ერთ მარცვლად გამოითქმოდა და [[უ]] მოკლდებოდა. მაგალითად სიტყვაში ''ჩ'''უ'''ენი'' უ მოკლეა. ასეთი უ-სათვის ანბანში ასო არ მოიპოვებოდა. მისი აღნიშვნა მხოლოდ ერეკლე მეფის დროს ანტონ კათალიკოსის გავლენით შემოიღეს — უ̌, რომელსაც „უ-ბრჯგუთი“, ან უბრალოდ „უ-ბრჯგუ“ უწოდეს. ხმოვანი [[ჱ]] (ჰე, ე-მერვე) ძველ ქართულ ენაში იხმარებოდა „ეჲ“ კომბინაციის ნაცვლად. მაგალითად:
: ქრისტ'''ეჲ''' — ქრისტ'''ჱ'''
: ქრისტ'''ეჲ''' — ქრისტ'''ჱ'''
: მთვარ'''ეჲ''' — მთვარ'''ჱ'''
: მთვარ'''ეჲ''' — მთვარ'''ჱ'''

15:58, 1 იანვარი 2009-ის ვერსია

ძველი ქართული ენა
გავრცელებულია საქართველო
მოლაპარაკეთა რაოდენობა
ოფიციალური სტატუსი საქართველო
ლინგვისტური კლასიფიკაცია კავკასიური ენები
ქართველური ენები
დამწერლობის სისტემა ქართული დამწერლობა (ასომთავრული, ნუსხური)
ენის კოდები ISO 639-3: oge

ძველი ქართული ენა - ახალი ქართულის წინამორბედი ენა. ლაპარაკობდნენ მე-4 საუკუნიდან მე-11 საუკუნემდე. (მე-11-დან - საშუალო ქართული)

ფონოლოგია

თანხმოვნები

ძველ ქართულ ენაში 31 თანხმოვანი იყო. მათ შორის ასოები, რომლებიც მე-19 საუკუნეში ქართული ენიდან ამოიღეს: , და .

(ვიე) გამოხატავს დიფთონგს, რომლის პირველი ნაწილი უმარცვლო არის, მეორე კი - მარცვლიანი .ძველი ქართული ტექსტების დღევანდელი დღევანდელი ასოებით ბეჭვდის დროს, სხვა ნიშნის უქონლობის გამო, იგივე ასოა გამოყენებული უმარცვლო -სა და უფრო ხშირად -სა და -ს შუა მდებარე ხმოვნის გადმოსაცემად.

(ხარი, ჴარი) იყო ხახისმიერი (ფარინგალური) ყრუ ფშვინვიერი ბგერა, რომელიც ზოგიერთ კილოში კიდევაა შენახული, მაგალითად ფშაურში, ხევსურულში გრემ-საბუე-ენისელში და სხვაგანაც. ყველა სიტყვაში, სადაც იხმარებოდა, სალიტერატურო ენაში შეენაცვლა ; გვქონდა: ელი, მული, მარი, ა, ორცი, ვენაი და სხვა, ახლა კი გვაქვს: ხელი, მუხლი, მხარი, ხახა, ხორცი, ვენახი.

(ოჰ, ჰოე) თავდაპირველად იყო დახურული , დიფთონგისებრი ხასიათისა (დაახლოებით ოუ̌). შემდგომში მას კითხულობდნენ როგორც ოჲ, ჰოჲ.

ძველი ქართულისა და ახალი ქართულის თანხმოვნების გამოთქმებს შორის მსგავსება დიდია. ენისთვის დამახასიათებელია ჰარმონიული ჯგუფების შექმნა. როდესაც ორი თანხმოვანი ხვდება ერთად, ხშირად ხდება ასიმილაცია და თანაბრდება მათი ჟღერადობა მაგალითად "ტეხავს ზმნის ფუძეში - ტეხ, იკარგება ორ თანხმოვანს შორის მყოფი ხმოვანი და რჩება ტხ, რომელიც ასიმილირდება და მიიღება ტყ (ტყდება).

ხმოვნები

ძველი ქართულის ხმოვნების წარმოთქმაც თითქმის ანალოგიურია ახალისა.

წინა ცენტრალური უკანა
დახურული , , უ̌
საშუალო ,
ღია

, , , , და ერთმარცვლიანი ხმოვნებია, ჲოტას კი მარცვალი არ გააჩნია, მაგალითად სიტყვაში დედაჲ, ბოლოკიდური მარცვალი არის აჲ და არა . წარმოითქმის ენის შუა ნაწილის მიახლოებით შუა სასასთან. თუ ეს მიახლოება იმდენად დიდია, რომ გამომავალი ჰაერის ერთგვარ დაბრკოლებას წარმოადგენს, მაშინ მას სპირანტული ხასიათი ექნება, ამიტომ ჲოტას ზოგ შემთხვევაში ხმოვნად არც თვლიან. ძველ ქართულ ენაში ბგერით დაბოლოებული დიფტონგიც ხშირად ერთ მარცვლად გამოითქმოდა და მოკლდებოდა. მაგალითად სიტყვაში ენი უ მოკლეა. ასეთი უ-სათვის ანბანში ასო არ მოიპოვებოდა. მისი აღნიშვნა მხოლოდ ერეკლე მეფის დროს ანტონ კათალიკოსის გავლენით შემოიღეს — უ̌, რომელსაც „უ-ბრჯგუთი“, ან უბრალოდ „უ-ბრჯგუ“ უწოდეს. ხმოვანი (ჰე, ე-მერვე) ძველ ქართულ ენაში იხმარებოდა „ეჲ“ კომბინაციის ნაცვლად. მაგალითად:

ქრისტეჲ — ქრისტ
მთვარეჲ — მთვარ

ბრუნება

ძველ ქართულში, ისევე როგორც ახალში არ იყო გენდერული კლასები და ყველა სახელი ერთნაირად იბრუნვოდა. ენაში იყო 8 ბრუნვა: წრფელობითი, სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი ვითარებითი და წოდებითი. მრავლობითის ბრუნებას ორი ფორმა ჰქონდა — ებიანი და ნარ-თანიანი, რომელთაგანაც ნარ-თანიანი უფრო გავრცელებული და მიღებული იყო. ნართანიანის ნიშნები მხოლობითისაგან განსხვავდებოდა, ებიანს კი მხოლობითისაგან მხოლოდ რიცხვის ნიშანი განასხვავებდა:

ბრუნვა მხოლონითი ებ-იანი მრ. რ. ნარ-თანიანი
წრფელობითი  — -ებ
სახელობითი -ი / ჲ -ებ-ი -ნ-ი
მოთხრობითი -მან -ებ-მან -თ(ა)
მიცემითი -სა -ებ-სა -თ(ა)
ნათესაობითი -ისა -ებ-ისა -თ(ა)
მოქმედებითი -ითა -ებ-ითა  —
ვითარებითი -ად / დ -ებ-ად  —
წოდებითი -ო -ებ-ო -ნ-ო

იხილეთ ასევე