სამრეკლო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ილუსტრაცია
ხაზი 1: ხაზი 1:
[[File:ნიკორწმინდა Nikortsminda Bell tower.jpg|220px|thumb|ნიკორწმინდის სამრეკლო]]

'''სამრეკლო''' - ტაძარზე დაშენებული ან ცალკე აღმართული [[კოშკი]]სებური ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ზარების ჩამოსაკიდებლად. ისტორიულ წყაროებში პირველი სამრეკლო იხსენიება [[VIII საუკუნე]]ში, [[რომი|რომში]] (წმ. იოანე ლატერანელისა და წმ. პეტრეს ბაზილიკები). უძველესი სამრეკლოები შემონახულია [[ვერონა]]სა და [[რავენა]]ში. [[XI საუკუნე]]დან სამრეკლოები სწრაფად გავრცელდა დასავლეთ [[ევროპა]]ში.

07:53, 20 დეკემბერი 2008-ის ვერსია

ნიკორწმინდის სამრეკლო

სამრეკლო - ტაძარზე დაშენებული ან ცალკე აღმართული კოშკისებური ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ზარების ჩამოსაკიდებლად. ისტორიულ წყაროებში პირველი სამრეკლო იხსენიება VIII საუკუნეში, რომში (წმ. იოანე ლატერანელისა და წმ. პეტრეს ბაზილიკები). უძველესი სამრეკლოები შემონახულია ვერონასა და რავენაში. XI საუკუნედან სამრეკლოები სწრაფად გავრცელდა დასავლეთ ევროპაში.

სამრეკლოები საქართველოში

საქართველოში სამრეკლოები XIII საუკუნიდან ჩნდება. უძველესი დათარიღებული გუდარეხის სამრეკლო 1278 წელს არის აშენებული. ამ ხანის ნიმუშები წარმოადგენს გეგმით სწორკუთხა, ორსართულიან შენობას, რომლის კუბურ ქვემო სართულში გალავნის შესასვლელი იყო მოწყობილი, ხოლო მეორე სართულის მრავალწახნაგა, თაღებით გახსნილ გამჭოლ ფანჩატურში - საკუთრივ სამრეკლო. ხშირად სამრეკლო საცხოვრებელ ოთახებსაც შეიცავდა და თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა. დროთა განმავლობაში სამრეკლოები, როგორც ნაგებობის ტიპი, ევოლუციას განიცდის, იქმნება ახალი ტიპები. სამრეკლოების ცნობილი ნიმუშებია ვარძიის, იჯართის, გელათის მონასტრის, საფარის მონასტრის, ზარზმის მონასტრის, ნიკორწმინდის, ანჩისხატის, გრემისა და სხვა.