გედების ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(+კატ., commons, ინტერვიკი)
[[სურათი:Swanlake015.jpg|thumb|300px|გედების ტბა]]
'''გედების ტბა''' ({{lang-ru|Лебединое Озеро}}) არის ბალეტი, რომელიც დაწერილ იქნა რუსი კომპოზიტორის [[პეტრე ჩაიკოვსკი]]ს მიერ [[1875]]-[[1876]] წლებში. სცენარი ეკუთვნის [[ვლადიმერ ბეგიჩევი|ვლადიმერ ბეგიჩევს]] და ვასილი გელტსერს. პიესა დაფუძნებულია ძველ [[გერმანია|გერმანულ]] ლეგენდაზე, რომელიც მოგვითხრობს პრინცესა ოდეტზე, რომელიც ბოროტი ჯადოქრის წყევლის შედეგად გედად გადაიქცა. ორიგინალური პროდუქციის ქორეოგრაფი იყო ჯულიუს რეისინგერი. ბალეტის პრემიერა [[1877]] წლის [[2720 თებერვალი|2720 თებერვალს]] შედგა [[მოსკოვის დიდი თეატრი|მოსკოვის დიდ თეატრში]].
 
[[ისტორია]]
[[["გედების ტბა" - ბალეტების ბალეტი]]]
 
ბალერინა თეთრ "პაჭკაში", გედის ფრთის მსგავსად ზევით აწეული ხელით, რომლის ქვემოდანაც შემკრთალი თვალებით იცქირება - ეს სურათი წამიერად გვახსენებს "გედების ტბას", ბალეტების ბალეტს, როგორც მას ხშირად ეძახიან.
 
გედის ბალეტის ისტორიაში ყველაზე უფრო გავრცელებულ სიმბოლოდ გახდომას რამდენიმე მიზეზი აქვს, რასაც, უპირველესად, ბალერინა-გედის მომაჯადოებელი მოძრაობა განაპირობებს - ხელების გრაციოზული მიმოხვრა, ზოგჯერ მძაფრი და მღელვარე, ხან აღფრთოვანების, ხან კი მწუხარების გამომხატველი. და არის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი - [[პეტრე ჩაიკოვსკი]]ს გენიალური მუსიკა, რომელიც აჯადოებს მაყურებელს მისი ყოვლისმომცველი პოეზიით, რომლის გარეშეც ბალერინა - გედის სახე უფერული იქნებოდა.
 
მაგრამ, სრულიად გაუგებარია, რატომ არ იქნა ეს მუსიკა შეფასებული თავდაპირველად, როცა ბალეტი [[მოსკოვის დიდი თეატრი]]ს სცენაზე დაიდგა. 1877 წლის 20 თებერვლის მოსკოვურ პრემიერას წარმატება არ მოჰყოლია (ოდეტა-ოდილიას პარტიას პ. კარპაკოვა ცეკვავდა, ზიგფრიდს კი ა. გელცერი). დამდგმელმა ქორეოგრაფმა ი. რეიზენგერმა სათანადოდ ვერ გაიაზრა ჩაიკოვსკის გენიალური პარტიტურა. მაყურებლის კრიტიკის მიუხედავად, თებერვლის იმ საღამოს, ბალეტის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო - საბალეტო ჟანრმა მუსიკალურ ხელოვნებაში ისეთივე ადგილი დაიმკვიდრა, როგორც ოპერამ და სიმფონიურმა მუსიკამ. დიდ თეატრში, რამდენიმე უღიმღამო წარმოდგენის შემდეგ, ბალეტი მოიხსნა რეპერტუარიდან და მხოლოდ [[1895]] წლის [[15 იანვარი|15 იანვარს]], [[პეტერბურგი|პეტერბურგში]], მარიას თეატრის სცენაზე აღორძინდა [[მარიუს პეტიპა]]სა და [[ლევ ივანოვი]]ს გენიალური ქორეოგრაფიით. თუმცა ლევ ივანოვის „თეთრი გედების“ გენიალურმა სცენებმა პრემიერამდე იხილეს დღის სინათლე ჩაიკოვსკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე. ბალეტში პირველი და მესამე მოქმედება პეტიპას ეკუთვნოდა, მეორე და მეოთხე კი – ივანოვს. მთავარ პარტიებს პ. ლენიანი და პ. გერდტი ცეკვავდნენ. სწორედ ეს დადგმა დაედო საფუძვლად „გედების ტბის“ ყველა შემდგომ ვერსიას. აქედანაა ცნობილი ივანოვის თეთრი გედის ვარიაციები და პეტიპას ცნობილი შავი პა დე დე. მთავარ პარტიებს პეტერბურგულ სპექტაკლში პ. ლენიანი და პ. გერდტი ცეკვავდნენ. ოდეტა – ოდილიას პარტიის პირველი შემსრულებელი იტალიელი ბალერინა პერინა ლენიანი ვირტუოზულ მოცეკვავედ იქნა მიჩნეული. სწორედ მან შეასრულა სცენაზე პირველად ცნობილი 32 ფუეტე, რომელსაც დღესაც აღფთოვანებაში მოჰყავს მაყურებელი.
 
რუსეთის საიმპერატორო თეატრების სცენებზე ეს ბალეტი მრავალი რედაქციით იდგმებოდა, აღსანიშნავია [[ფიოდორ ლოპუხოვი]]ს, [[ალექსანდრე გორსკი]]ს, [[აგრიპინა ვაგანოვა]]ს, [[ასაფ მესერერი]]სა და [[კონსტანტინე სერგეევი]]ს დადგმები.
 
კ. სტანისლავსკისა და ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალურ თეატრში დღემდე იდგმება ”გედების ტბა” [[ვლადიმერ ბურმეისტერი]]ს რედაქციით. [[1969]] წლის [[25 დეკემბერი|25 დეკემბერს]] დიდი თეატრის სცენაზე შედგა ბალეტმაისტერ [[იური გრიგოროვიჩი]]სა და მხატვარ [[სოლომონ ვირსალაძე|სოლომონ ვირსალაძის]] ვერსიის პრემიერა, (ოდეტა-ოდილია _ ნატალია ბესმერტნოვა, ზიგფრიდი _ ნიკოლოზ ფადეეჩევი).
 
დღეს მსოფლიოში ძნელად მოიძებნება საბალეტო დასი, სადაც ”გედების ტბა” არ იდგმებოდეს. XX საუკუნის 70-იანი წლებიდან, კლასიკურ დადგმებთან ერთად, გვხვდება ”გედების ტბის” არატრადიციული, არაკლასიკური ვერსიები. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია [[ჯონ ნოიმაიერი]]ს ([[1976]]), [[მაც ეკი]]ს (1987), [[როლან პეტი]]ს (1995), [[მეთიუ ბერნი]]სა (1995) და [[იან ფაბრი]]ს (2002) სპექტაკლები.
 
თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე “გედების ტბა” (მეორე მოქმედება) პირველად ო. პრეობრაჟენსკაიას ბენეფისზე შესრულდა, პეტერბურგის საიმპე-რატორო თეატრის საბალეტო დასის მიერ. ოდეტა-ოდილიას პარტიას ასრულებდა ო. პრეობრაჟენსკაია, ზიგფრიდისას – ფ. კოზლოვი. [[1912]] წელს ფ. ლოპუხოვის დასმა წარმოადგინა ბალეტის მეორე და მესამე მოქმედება, რომელშიც მონაწილეობდნენ ლ. ეგოროვა და ს. ანდრიანოვი. [[1922]] წლის დასასრულს მ. მორდკინმა დაიწყო ”გედების ტბის” დადგმა, რომელიც [[1923]] წელს მისმა მოსწავლემ მ. მოისეევმა დაასრულა. [[1928]] წელს ეს ბალეტი დადგა იტალიელმა ბალეტმაისტერმა რ. ბალანოტიმ.
 
[[1945]]-[[1954]] წლებში ჩვენი თეატრის სცენაზე [[ვახტანგ ჭაბუკიანი|ვ. ჭაბუკიანის]] მიერ დადგმული „გედების ტბა“სრულდებოდა. ოდეტას პარტიას [[ირინე ალექსიძე|ი. ალექსიძე]] ასრულებდა, ოდილიას – ე. დემეტრაჟი, ზიგფრიდს – [[ვახტანგ ჭაბუკიანი|ვ. ჭაბუკიანი]]. შემდგომ წლებში ოდეტა-ოდილიას როლს ასრულებდნენ ისეთი გამოჩენილი შემსრულებლები, როგორებიც იყვნენ: მ. ბაუერი, [[ვ. წიგნაძე|ვერა წიგნაძე]], [[ელენე გვარამაძე|ე. გვარამაძე]], [[ევგენია გელოვანი|ე. გელოვანი]], ლ. ნადარეიშვილი, ი. ჯანდიერი, ნ. არობელიძე; ზიგფრიდის პარტიას – ზ. კიკალეიშვილი, თ. სანაძე, ბ. მონავარდი-საშვილი, ვ. აბულაძე.
 
[[1975]] წელს [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი]]ს სცენაზე კონსტანტინე სერგეევმა განაახლა „გედების ტბა“. ოდეტა-ოდილიას პარტიებს ასრულებდნენ: ნ. პაპინაშვილი, ა. აბესაძე, მ. ალექსიძე, ე. ბეზირგანი, ლ. კანდელაკი; ზიგფრიდს – ი. ბახტაძე, ვ. ჯულუხაძე, ო. ბერიძე, ვ. ახმეტელი.
 
[[2005]] წელს ალექსეი ფადეეჩევმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე „გედების ტბის“ ახალი რედაქცია დადგა. პრემიერა [[2005]] წლის [[11 მარტი|11 მარტს]] გაიმართა. მთავარი პარტიები ლალი კანდელაკმა (ოდეტა-ოდილია) და ირაკლი ბახტაძემ (ზიგფრიდი) იცეკვეს.
 
[[შინაარსი]]
[[[პირველი მოქმედება]]]
[[[[პირველი სურათი]]]]
 
საბალეტო დასი “გედების ტბის” პრემიერისათვის ემზადება.
კორდებალეტი ვალსის რეპეტიციას გადის. ზიგფრიდის როლის შემსრულებელი თავის ვარიაციას ამზადებს. დამდგმელი ქორეოგრაფი მსახიობებს უკანასკნელ მითითებებს აძლევს. იგი განსაკუთრებით უკმაყოფილოა სოლისტი მამაკაცის შესრულებით. თეატრის სახელოსნოებიდან მოაქვთ მზა კოსტიუმები. პა დე ტრუას შემსრულებელი სოლისტები უმალ იმოსებიან და ცეკვავენ დასის მსახიობებისათვის.
 
პოლონეზის ცეკვის შემდეგ ქორეოგრაფი მსახიობებს ნებას რთავს დატოვონ სარეპეტიციო დარბაზი, არ უშვებს მხოლოდ სოლისტ მამაკაცს, რომელსაც სთხოვს პრინცის მონოლოგის შესრულებას I მოქმედებიდან და მისი ცეკვით უკმაყოფილო ტოვებს დარბაზს.
 
დაღონებული სოლისტი კიდევ ერთხელ ცდილობს ვარიაციის შესრულებას, შემდეგ კი სარეპეტიციო დარბაზის იატაკზე ჩაეძინება.
[[[[მეორე სურათი]]]]
ზიგფრიდი აღმოჩნდება ზღაპრული ტბის ნაპირას. მოლივლივე წყლიდან ამოდიან მოჯადოებული გოგონა-გედები. ის მათგან ყველაზე მშვენიერ ოდეტას შენიშნავს და გედების დედოფლის არაჩვეულებრივი სილამაზით მოხიბლული გაშეშდება. ოდეტა უამბობს ზიგფრიდს, რომ ის და მისი მეგობრები ბოროტი ჯადოქრის როტბარტის ტყვეობაში იმყოფებიან და მხოლოდ თავდავიწყებულ სიყვარულს შეუძლია მათი ხსნა. პრინცი ოდეტას მარადიულ სიყვარულსა და ერთგულებას შეჰფიცავს; არწმუნებს, რომ ბოლოს და ბოლოს მან იპოვა თავისი ოცნების ქალიშვილი. ოდეტა აფრთხილებს ყმაწვილს, რომ ერთგულების ფიცის დარღვევის შემთხვევაში მას ვეღარავინ უშველის.
 
ზიგფრიდი ოდეტას სიყვარულსა და ერთგულებას შეჰფიცავს.
 
[[[მეორე მოქმედება]]]
[[[[მესამე სურათი]]]]
ციხე-დარბაზში სტუმრები დიდ მეჯლისზე იკრიბებიან. წარჩინებულ ქალიშვილთა შორის პრინცმა საცოლე უნდა აირჩიოს. გამოჩნდება ზიგფრიდი, რომელიც მხოლოდ ოდეტაზე ოცნებობს. ის გულგრილად უყურებს სტუმართა მგზნებარე ცეკვებს, უგულოდ ცეკვავს გოგონებთან, რომელთაგან ვერც ერთი ვერ შეედრება მის რჩეულს.
უეცრად მეჯლისზე გამოჩნდება უცნაური რაინდი (როტბარტის კიდევ ერთი იერ-სახე) თვალისმომჭრელი სილამაზის თანამგზავრთან ერთად. ეს ოდილიაა - ოდეტას ორეული. მათი მსგავსებით მოტყუებული ზიგფრიდი ოდილიასკენ მიისწრაფვის. ქალიშვილი აჯადოებს და ხიბლავს ზიგფრიდს. ბოროტი ჯადოქარი საწადელს აღწევს – პრინცი ოდილიას თავის საცოლედ აცხადებს. საბედისწერო ფიცის დროს გარშემო ყველაფერს წყვდიადი მოიცავს და უეცრად იქ მყოფთა წინაშე მშვენიერი ოდეტას სილუეტი გამოჩნდება.
ზიგფრიდი მიხვდება, რომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, ფიცი დაარღვია. ღალატის გამოსასყიდად, სასოწარკვეთილი პრინცი თეთრ გედს გაედევნება.
 
[[[[მეოთხე სურათი]]]]
გედების ტბაზე მშფოთვარე ღამეა. ოდეტამ გედებს პრინცის ღალატის შესახებ უამბო. აფორიაქებული ზიგფრიდი ოდეტასაკენ პატიების სათხოვნელად მიიჩქარის, მაგრამ გედები არ აძლევენ მასთან მიახლოების საშუალებას. ბედთან ჭიდილში დაუძლურებული ზიგფრიდი ეცემა...
 
{{Commonscat|Swan Lake}}
1,114

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ