ინტერნეტ ოქმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: lo:ອິນເຕີຣ໌ເນັຕ ໂປຣໂຕໂຄລ
ბოტის დამატება: ur:دستور شبکہ
ხაზი 99: ხაზი 99:
[[th:โพรโทคอลอินเทอร์เน็ต]]
[[th:โพรโทคอลอินเทอร์เน็ต]]
[[uk:Іnternet Protocol]]
[[uk:Іnternet Protocol]]
[[ur:دستور شبکہ]]
[[vi:IP]]
[[vi:IP]]
[[yi:אינטערנעט פראטאקאל]]
[[yi:אינטערנעט פראטאקאל]]

01:13, 20 ოქტომბერი 2008-ის ვერსია

IP (Internet Protocol— ქსელთაშორისი ოქმი) მარშრუტიზაცია ქსელური ოქმი, საფუძველი TCP/IP ოქმების სტეკი

IP ოქმი (RFC 791) გამოიყენება ქსელის ერთი ჰოსტიდან მეორეზე მონაცემთა არასანდო (პაკეტებად დაყოფილად) გადასაცემად. ეს ნიშნავს, რომ ამ ოქმის დონეზე მონაცემთა დანიშნულებამდე უცვლელად მისვლის გარანტია არ არსებობს. პაკეტები შეიძლება თავდაპირველი თანმიმდევრობით არ მივიდნენ, დაზიანდნენ ან საერთოდ დაიკარგონ. საიმედოობის გარანტიას იძლევა ისეთი სატრანსპორტო ოქმი, როგორიცაა TCP, რომელიც IP-ს ტრანსპორტად იყენებს.

ინტერნეტში გამოიყენება მეოთხე ვერსიის IP, რომელიც ასევე ცნობილია როგორც IPv4. ამ ვერსიის IP ოქმში, ქსელში არსებულ ყოველ წერტილს მიენიჭება IP მისამართი, რომელიც ოთხი ოქტეტისგან შედგება. ამგვარად ქვექსელებში კომპიუტერები ერთიანდებიან მისამართის საერთო პირველი ბიტებით. ამ პირველ ბიტებს ასევე ეწოდება ქვექსელის ნიღაბი.

IP პაკეტის სტრუქტურა

ვერსია (4 ბიტი) სიგრძე (4 ბიტი) მომსახურების ტიპი (8 ბიტი)
პაკეტის სიგრძე
იდენტიფიკატორი
0 DF MF ფრაგმენტის გადასმა
გადასვლათა რაოდენობა (TTL) ოქმი
სათაურის საკონტროლო ჯამი
გამგზავნის IP-მისამართი
(32 ბიტი)
მიმღების IP-მისამართი
(32 ბიტი)
პარამეტრები (320 ბიტამდე)
მონაცემები (სათაურის გამოკლებით 65535 ბაიტამდე)

ლოკალური ქსელების დიაპაზონები

მომხმარებლის კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის შემდეგ, IP მისამართი კომპიუტერს პროვაიდერის მიერ ენიჭება. ხოლო ლოკალური ქსელებისთვის გამოყოფილია IP მისამართთა შემდეგი დიაპაზონები:

  • 192.168.0.1 — 192.168.255.254
  • 172.16.0.1 — 172.31.255.254
  • 10.0.0.1 — 10.255.255.254

კომპიუტერებს ასეთი მისამართებით ინტერნეტთან წვდომა შეუძლიათ პროქსი სერვერების ან NAT-ის მეშვეობით.

ბმულები

  • RFC 791 — IP
  • RFC 3330 — IPv4-ში მისამართთა სპეც დიაპაზონები.