შინაარსზე გადასვლა

ზარმაცასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

დაემატა სურათი
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
(შეიცვალა ბმულები)
(დაემატა სურათი)
[[სურათი:Bradypus.jpg|thumb|ზარმაცასებრნი (Bradypus variegatus)]]
'''ზარმაცასებრნი''' (Bradypodidae), [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვრების]] ოჯახი [[არასრულკბილიანები|არასრულკბილიანების]] რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 50–64 სმ, წონა 4–7 კგ. წინა კიდურები უკანაზე გრძელი აქვთ. თითები ცელისმაგვარი ბრჭყალებით ბოლოვდება. სხვა ძუძუმწოვრებისაგან განსხვავებით, ზარმაცას კისრის 6–9 მალა და 14–24 წყვილი ნეკნი აქვთ. სხეული დაფარულია მორუხო–მურა ბერწვით და ხშირად მომწვანო ელფერი დაჰკრავს, რადგან ბეწვში ბინადრობენ ლურჯ–მწვანე მიკროსკოპული წყალმცენარეები. ზარმაცას კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და მხედველობა, უფრო ნაკლებად – სმენა. ისინი ზურგით მუდამ ქვემოთ არიან დაკიდებული ხეებზე, რის გამოც შინაგანი ორგანოები ძუძუმწოვრებისათვის უჩვეულოდ აქვთ განლაგებული: ღვიძლი ზურგისკენაა შებრუნებული და მუცლის კედელს არ ეხება; [[ელენთა]] და [[პანკრეასი]] მარჯვნივაა, [[საშარდე ბუშტი]] დიდია და თითქმის ეხება დიაფრაგმას, ტრაქეა ორ ხვეულს ქმნის და ა.შ.
ოჯახში 7 სახეობაა, რომლებიც გაერთიანებულია 2 გვარში: [[სამთითა ზარმაცასებრნი]] (Bradypus) და [[ორთითა ზარმაცასებრნი]] (Choloepus). გავრცელებული არიან სამხრ. და ცენტრ. ამერიკის ტყეებში. ცხოვრობენ ერთეულებად, იშვიათად წყვილებად. წელიწადში ერთხელ შობენ ერთ ნაშიერს. იკვებებიან ფოთლებით, ნორჩი ყლორტებით, ხილით. ნადირობის ობიექტია – იყენებენ ხორცსა და ტყავს.
 
[[de:Dreifinger-Faultiere]]
158 161

რედაქტირება