რატი I: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
რობოტი: ტექსტის ავტომატური შეცვლა (-კატეგორია:ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები +[[კატეგორია:ქ
ხაზი 2: ხაზი 2:


[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები]]
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1021]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1021]]

11:14, 20 ივლისი 2008-ის ვერსია

რატი I ბაღვაში ( † 1021), ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, კლდეკარის ერისთავი. გააფართოვა კლდეკარის საერისთავო (მიიტაცა ქართლში მტკვრის სამხრეთით მდებარე მიწა-წყალი). ებრძოდა ერთიანი საქართველოს პირველ მეფეს ბაგრატ III-ს. სავარაუდოა, რომ იგი იმ დიდგვარიან აზნაურთა შორის იყო, რომლებიც ქართლის საზღვართან მტრულად დახვდნენ აფხაზეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში გადმოსულ ბაგრატ III-ს. დაახლოებით 988 წელს რატი I-ისა და სამეფო ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო სხვა აზნაურების მცდელობით განხეთქილება ჩამოვარდა ბაგრატ III-სა და დავით კურაპალატს შორის. რატი I-მა თავისი სამფლობელო თრიალეთი კლდეკარის ციხით მეფეს გადასცა, თვითონ კი არგვეთში, მამაპაპეულ მამულში დასახლდა. შემდეგ, ჩანს, მას დაუბრუნეს საერისთავო და ისიც ერთგულად ემსახურებოდა საქართველოს სამეფო ხელისუფლებას. დაიღუპა ბიზანტიის წინააღმდეგ ბრძოლაში, შირინში. პ. ინგოროყვა რატი I-ს აიგივებს X-XI საუკუნეების ჰიმნოგრაფ რატი ორბელთან და მასვე მიაკუთვნებს ტიტე მოციქულის ერთ საგალობელს, რომლის აკროსტიქში მოხსენებულია ავტორის სახელი "რატი" (ხელნაწერთა ინსტიტუტი, ხელნაწერი H-2337).

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რატი_I&oldid=506629“-დან