დრამის თეორია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 15: ხაზი 15:
== კორნელისეული დრამა ==
== კორნელისეული დრამა ==


[[პიერ კორნელი]]მ (1606–1684) შეიმუშავა დრამის თეორია [[ბაროკოს მოწამეთა დრამა]]ზე დაყრდნობით. მოწამეთა ტრაგედიებისთვის დამახიასიათებელია მოქმედ პირთა პოლარული კონსტელაციები: ერთის მხრივ გმირები იმდენად იყვნენ დარწმუნებული თავიანთ სიწმინდეში, რომ „კატასტროფა“ არც უნდა მომხდარიყო. მეორეს მხრივ კი გმირთა მოწინააღმდეგენი იმდენად ბოროტნი იყვნენ, რომ „გმირის დაცემა“ მაყურებლისათვის წინასწარ ცხადი იყო.


[[კატეგორია:თეატრი]]
[[კატეგორია:თეატრი]]

14:26, 4 ივლისი 2008-ის ვერსია


დრამის თეორიის მთავარი საკვლევი საკითხი არის ის, თუ რამდენად შეეფერება კონკრეტულ დრამას კონკრეტული შინაარსი, სტრუქტურა და ფორმა და აქედან გამომდინარე დრამის თეორია ცდილობს შეიმუშავოს დრამის წერისა თუ რეციპიენტზე ზემოქმედების ზოგადი პრინციპები, რომლებიც თეორიებად ყალიბდება. ამგვარი დრამის თეორიები სხვადასხვა ავტორებმა, დრამატურგებმა სხვადასხვა დროს შეიმუშავეს. ამ თეორიებს შორის მრავალი განსხვავება შეინიშნება, მაგრამ ძირითადი განსხვავება კი ისაა, რომ ანტიკური და კლასიკური გუსტავ ფრაიტაგის დეფინიციის თანახმად (იხ. დრამის პირამიდალური აგება) დრამა ე.წ. დახურული დრამებს მიეკუთვნება, ხოლო კლაისტიდან მოყოლებული ბიუხნერი და ბრეხტი ღია დრამებს წერდნენ.

არისტოტელისეული დრამა

ეს თეორია არისტოტელემ (ჩვენი წელთაღრიცხვის 384–322) ანტიკური ბერძნული თეატრისთვის შეიმუშავა თავისი დროის პოეტთა ტრაგედიის გაგების მიხედვით. ეპოსისაგან განსხვავებით ტრაგედიაში მოქმედების წარმოსახვა (მიმესისი) უნდა იყოს სამეტყველო ფორმაში გადმოცემული და გამოტახული, ანუ გათამაშებული და არა უბრალოდ შეტყობინებული, ან მონათხრობი. მოქმედების სცენიურ წარმოდგენას მიმდინარეობისას უნდა ახასიათებდეს გარკვეული აღმავლობა და ვარდნა, რათა თანაგანცდა, ან ელეოსი (ბერძნულად ≈ ‛ვაება’) და ფობოსი (ბერძნულად ≈ ‛ჟრუანტელი’) გამოიწვიოს და ამ აფექტების საშუალებით შედგეს კათარზისი, ანუ ბერძნულიდან ქართულად ≈ ‛წმენდა’, ‛განწმენდა’, ‛თვითგანწმენდა’.

გარდა მისა, არისტოტელე დრამისათვის ადგილის, (მოქმედების ადგილი არ უნდა იცვლებოდეს) დროისა (მოქმედება უნდა სრულდებოდეს ერთი დღ–ღამის განმავლობაში) და მოქმედების ერთიანობას მოითხოვს. ავტორის თანახმად, (არისტოტელე) თეატრალური პიესაში მთავარ მოქმედებას დასრულებული სახე უნდა ჰქონდეს; მოქმედების დასაწყისი, მოქმედების შუა ნაწილი, ანუ ცენტრი და მოქმედების დასასრული. ყოველივეს კი გამჭოლ ხაზად უნდა გასდევდეს ერთი მთავარი ამბავი, ან მოსახდენი მთელი მოქმედების განმავლობაში. დრამატურგის მიერ მოქმედებაში შემოტანილი ყოველი ახალი ელემენტი აუცილებლად უნდა მსახურებდეს მთავარი მოქმედების განვითარებას და განავრცობდეს მას რაღაც სიახლით, ანუ ყოველი შემოტანილი სიახლე მოქმედების მდინარებას უნდა ჰმატებდეს რამეს. რადგან, რასაც ფუნქცია არ გააჩნია, არისტოტელეს აზრით, არაა ერთი მთლიანის ნაწილი და ამდენად ზედმეტი და უსარგებლოა.

მრავალი ავტორი XIX საუკუნის მიწურულამდე ცდილობდა დრამები არისტოტელისეული კრიტერიუმების თანახმად ეწერა და ცდილობდა არისტოტელესთან შესაბამისობაში გაემართლებინა, ან ლეგიტიმურ–ეყო საკუთარი ხშირად არც თუ ისე კარგი პიესა.

დღესაც კი მრავალი დრამის თეორია არისტოტელის თეორიის ანალიზს ეფუძნება .

კორნელისეული დრამა

პიერ კორნელიმ (1606–1684) შეიმუშავა დრამის თეორია ბაროკოს მოწამეთა დრამაზე დაყრდნობით. მოწამეთა ტრაგედიებისთვის დამახიასიათებელია მოქმედ პირთა პოლარული კონსტელაციები: ერთის მხრივ გმირები იმდენად იყვნენ დარწმუნებული თავიანთ სიწმინდეში, რომ „კატასტროფა“ არც უნდა მომხდარიყო. მეორეს მხრივ კი გმირთა მოწინააღმდეგენი იმდენად ბოროტნი იყვნენ, რომ „გმირის დაცემა“ მაყურებლისათვის წინასწარ ცხადი იყო.