დრამის თეორია: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
== არისტოტელისეული დრამა ==
 
ეს თეორია [[არისტოტელე]]მ (ჩვენი წელთაღრიცხვის 384–322) [[ანტიკური ბერძნული თეატრი]]სთვის შეიმუშავა თავისი დროის [[პოეტი|პოეტთა]] [[ტრაგედია|ტრაგედიის]] გაგების მიხედვით. ეპოსისაგან განსხვავებით ტრაგედიაში მოქმედების წარმოსახვა ([[მიმესისი]]) უნდა იყოს სამეტყველო ფორმაში გადმოცემული და გამოტახული, ანუ გათამაშებული და არა უბრალოდ შეტყობინებული, ან მონათხრობი. მოქმედების სცენიურ წარმოდგენას მიმდინარეობისას უნდა ახასიათებდეს გარკვეული აღმავლობა და ვარდნა, რათა თანაგანცდა, ან [[ელეოსი]] ([[ბერძნული ენა|''ბერძნულად'']] ≈ ‛ვაება’) და [[ფობოსი]] ([[ბერძნული ენა|''ბერძნულად'']] ≈ ‛ჟრუანტელი’) გამოიწვიოს და ამ [[აფექტი|აფექტების]] საშუალებით შედგეს [[კათარზისი]], ანუ [[ბერძნული ენა|''ბერძნულიდან'']] ქართულად ≈ ‛წმენდა’, ‛განწმენდა’, ‛თვითგანწმენდა’.
 
გარდა მისა, არისტოტელე დრამისათვის [[ადგილი]]ს, [[დრო]]ისა და [[მოქმედება|მოქმედების]] ერთიანობას მოითხოვს. ავტორის თანახმად, ([[არისტოტელე]]) თეატრალური პიესაში მთავარ მოქმედებას დასრულებული სახე უნდა ჰქონდეს; მოქმედების დასაწყისი, მოქმედების შუა ნაწილი, ანუ ცენტრი და მოქმედების დასასრული. ყოველივეს კი გამჭოლ ხაზად უნდა გასდევდეს ერთი მთავარი ამბავი, ან მოსახდენი მთელი მოქმედების განმავლობაში. დრამატურგის მიერ მოქმედებაში შემოტანილი ყოველი ახალი ელემენტი აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს მთავარი მოქმედების განვითარებას და განავრცობდეს მას რაღაც სიახლით, ანუ მოქმედების მდინარება ჰმატებდეს რამეს. რასაც ფუნქცია არ გააჩნია, არისტოტელეს აზრით, არაა ერთი მთლიანის ნაწილი და ამდენად ზედმეტი და უსარგებლოა.
 
[[კატეგორია:თეატრი]]

სანავიგაციო მენიუ