გრანატები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: eu:Granate (minerala)
ბოტის დამატება: zh:石榴石
ხაზი 77: ხაზი 77:
[[sv:Granater]]
[[sv:Granater]]
[[uk:Гранати]]
[[uk:Гранати]]
[[zh:石榴石]]

06:30, 14 ივნისი 2008-ის ვერსია

გრანატის უხეში კრისტალი
დამუშავებული გრანატის კრისტალი

გრანატი, (ლათ. granatus - მარცვლოვანი) ძვირფასი ქვა, რომელიც მიეკუთვნება კრისტალირებად ნეზოსილიკატების ჯგუფის მინერალებს. კლდეს, რომელიც მხოლოდ გრანატებისგან შედგება გრანატიტს უწოდებენ.


თვისებები

გრანატი შედგება მეტალურ კათიონებთან დაკავშირებული სამი სილიკატური შენაერთისგან:

სადაც X და Y არის 2 და 3 დადებითი მუხტის იონები. სტუქტურა შედგება საერთო წვერის მქონე ოქტაედრებისა და ტეტრაედრებისაგან.

კალციუმის არსებობა-არარსებობის მიხედვით განასხვავებენ გრანატების ორ ჯგუფს:

  • კალციუმის შემცველი გრანატები ანუ უგრანდიტები (OUvarovite GRossulaire ANDradite);
  • ალუმინის შემცველი გრანატები, ანუ პირალსპიტები (PYRope ALmandin SPessartite).


სერია უგრანდიტი პირალსპიტი
Y= X= Ca2+ Fe2+ Mg2+ Mn2+
Al3+ ალუმინის შემცველი გრანატები გროსულარი ალმანდინი პიროპი სპესარტიტი
Fe3+ რკინის შემცველი გრანატები ანდრადიტი - - კალდერიტი
Cr3+ ქრომის შემცველი გრანატები უვაროვიტი - ჰანლეიტი -

გრანატებს გეოლოგები სწავლობენ, როგორც გაოთერმობარომეტრებს. ისინი საშუალებას იძლევა განისაზღვროს კლდის ფორმაციის ტემპერატურა და წნევა. გეოლოგები ამ თვისებას იყენებნ რათა განსაზღვრონ არის თუ არა კლდეში ბრილიანტები ან ნავთობი.


ყველაზე მნიშვნელოვანი გრანატები

დემანტოიდი

გრანატების ოჯახის მინერალები სხვადასხვა ფერისაა:

  • პიროპი: წითელი, ყავისფერში გარდამავალი.
  • როდოლიტი: ვარდისფერი, იისფერში გარდამავალი.
  • ალმანდინი: აგურისფერი წითელი, ზოგჯერ იისფერში გარდამავალი.
  • სპესარტიტი: ნარინჯისფერი, ყავისფერ-წითელში გარდამავალი.
  • ჰესონიტი: მუქი ნარინჯისფერი.
  • ცავორიტი: მუქი მწვანე.
  • დემანტოიდი: ზურმუხტისფერი, გრანატებს შორის ყველაზე ძვირფასი.