არაბისტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7: ხაზი 7:
[[ენათმეცნიერება|ენათმეცნიერულ]] ნაწილში '''არაბული ფილოლოგია''' შეისწავლის [[ძველი არაბული ენა|ძველი არაბულის]], [[კლასიკური არაბული ენა|კლასიკური არაბულის]], [[საშუალო არაბული ენა|საშუალო არაბულის]], [[არაბული ენა|თანამედროვე არაბულისა]] და მისი [[არაბული დიალექტები|დიალექტებს]].
[[ენათმეცნიერება|ენათმეცნიერულ]] ნაწილში '''არაბული ფილოლოგია''' შეისწავლის [[ძველი არაბული ენა|ძველი არაბულის]], [[კლასიკური არაბული ენა|კლასიკური არაბულის]], [[საშუალო არაბული ენა|საშუალო არაბულის]], [[არაბული ენა|თანამედროვე არაბულისა]] და მისი [[არაბული დიალექტები|დიალექტებს]].


არაბისტიკული [[ლიტერატურათმცოდნეობა|ლიტერატურათმცოდნეობა]] იკვლევს ისლამამდელი ხანიდან დღემდე შექმნილ [[არაბულ ლიტერატურა]]ს, [[პროზა]]სა და [[პოეზია]]ს, მრავალსაუკუნოვანი [[ისლამური კულტურა|ისლამური კულტურის]] წიაღში შექმნილ სხვადასხვა რელიგიურ, [[ფილოსოფია]], [[ისტორია|ისტორიულ]] და [[გეოგრაფია|გეოგრაფიულ]] ტექსტებს, ასევე არაბულ ენაზე არსებულ [[ებრაული ენა|ებრაულ]] და [[ქრისტიანული ლიტერატურა|ქრისტიანულ ლიტერატურებს]].
არაბისტიკული [[ლიტერატურათმცოდნეობა|ლიტერატურათმცოდნეობა]] იკვლევს ისლამამდელი ხანიდან დღემდე შექმნილ [[არაბული ლიტერატურა]]ს, [[პროზა]]სა და [[პოეზია]]ს, მრავალსაუკუნოვანი [[ისლამური კულტურა|ისლამური კულტურის]] წიაღში შექმნილ სხვადასხვა რელიგიურ, [[ფილოსოფია|ფილოსოფიურ]], [[ისტორია|ისტორიულ]] და [[გეოგრაფია|გეოგრაფიულ]] ტექსტებს, ასევე არაბულ ენაზე არსებულ [[ებრაული ენა|ებრაულ]] და [[ქრისტიანული ლიტერატურა|ქრისტიანულ ლიტერატურებს]].





23:23, 27 მაისი 2008-ის ვერსია

არაბისტიკა (– არაბთმცოდნეობა) არის დარგი, რომელიც მეცნიერულად შეისწავლის და იკვლევს ვიწრო გაგებით არაბული ენისა და ლიტერატურის (არაბული ფილოლოგია) სხვადასხვა საკითხებს, ხოლო უფრო ფართო გაგებით კი არაბისტიკა მოიცავს არაბულენოვან ქვეყნებთან, მათ რელიგიასთან, კულტურასთან, საერთოდ ცალკეული არაბული ქვეყნების ცხოვრებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებს აწმყოსა და წარსულში.

არაბისტიკა საქართველოში, ისევე როგორც ევროპაში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ჩაისახა და XIX საუკუნიდან ისტორულ–კრიტიკული დისციპლინად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა ამ დარგმა მეოცე საუკუნის საქართველოში. სწორედ მეოცე საუკუნის ქართველი არაბისტიკის ერთ–ერთ თვალსაჩინო ფიგურას წარმოადგენს აკადემიკოსი გიორგი წერეთელი, რომლის შრომები თავისი მნიშვნელოვნებით სცდება საქართველოს ფარგლებს. დღეს არაბისტიკას სხვადასხვა მიმართულებით შეისწავლიან თბილისისა და ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებში, ძირითადად ორი – ფილოლოგიური და ქვეყანათმცოდნეობითი მიმართულებით.

არაბისტიკა, როგორც მეცნიერება აღმოსავლეთმცოდნეობის ნაწილს წარმოადგენს და მჭიდროდაა დაკავშირებული ისლამოლოგიასთან.

ენათმეცნიერულ ნაწილში არაბული ფილოლოგია შეისწავლის ძველი არაბულის, კლასიკური არაბულის, საშუალო არაბულის, თანამედროვე არაბულისა და მისი დიალექტებს.

არაბისტიკული ლიტერატურათმცოდნეობა იკვლევს ისლამამდელი ხანიდან დღემდე შექმნილ არაბული ლიტერატურას, პროზასა და პოეზიას, მრავალსაუკუნოვანი ისლამური კულტურის წიაღში შექმნილ სხვადასხვა რელიგიურ, ფილოსოფიურ, ისტორიულ და გეოგრაფიულ ტექსტებს, ასევე არაბულ ენაზე არსებულ ებრაულ და ქრისტიანულ ლიტერატურებს.


იხილე ასევე