მაკვისი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.; ინტერვიკები შეიცვალა
ბოტის დამატება: hu:Macchia
ხაზი 14: ხაზი 14:
[[fi:Macchia]]
[[fi:Macchia]]
[[fr:Maquis (botanique)]]
[[fr:Maquis (botanique)]]
[[hu:Macchia]]
[[it:Macchia mediterranea]]
[[it:Macchia mediterranea]]
[[nl:Maquis (vegetatievorm)]]
[[nl:Maquis (vegetatievorm)]]

00:53, 27 მაისი 2008-ის ვერსია

მაკვისი, მაკია (ფრანგ. maquis, კორსიკული macchia), ხმელთაშუაზღვისპირეთის მცენარეულობა, რომელიც შედგება სუბტროპიკული მარადმწვანე ქსეროფილური ბუჩქებისა და დაბალი ხეებისაგან. ზღვისპირა ზოლის სამხრეთ რაიონებში. მაკვისი გავრცელებულია ზღვის დონიდან 800 მ-მდე, ჩრდილოეთ რაიონებში კი 400 მ-მდე, ჭარბობს ხეშეშფოთლოვანი ან ფოთლებრედუცირებული, ხშირად ეკლიანი მცენარეები (ხემარწყვა, დანამასტაკი, ძახველი, წყავმაზა, ესპანური კურდღლისცოცხა, საკმელა, ხისებრი მანანა, წითელნაყოფა ღვია, ეთერზეთოვანი ლავანდი, როზმარინი და სხვა); აღმოსავლეთისკენ მაკვისში შერეულია ფოთოლმცვივანი მცენარეები: ტერებინთო, მაკედ. მუხა და სხვა. მაკვისი მეტწილად ვითარდება მარადმწვანე მუხნარებისა და სხვა ტყეების გაჩეხვის შედეგად. ამიტომ მასში შერეულია ხოლმე ამ ტყეების შემქმნელი ქვამუხა, კორპის მუხა, ზეთის ხე და სხვა. მაკვისში ხშირია ლიანები- ეკალღიჭი, სატაცური და სხვა, აგრეთვე ბოლქვიანი და ერთწლოვანი ბალახები. მაკვისის ფრაგმენტები დასავლეთ საქართველოშიც არის ალაგ-ალაგ მთისწინეთზე. ასეთია, მაგ., საკმელას მაკვისი, ხემარწყვას მაკვისი, ხისებრი მანანა კი იარუსის სახით, ზოგან შეფარებულია მუხნარებში. მაკვისის ფრაგმენტები სამხრეთ ყირიმშიც არის. მაკვისის ანალოგებია ჩაპარალი (ცენტრალურ ამერიკაში), ესპინალი და მატორალი (ჩილეში), სკრაბი (ცენტრალურ ავსტრალიაში), ფინბოში (სამხრეთ-დასავლეთ ავსტრალიაში და სამხრეთ აფრიკაში).

ლიტერატურა

  • სახოკია მ., ქსე, ტ. 6, გვ. 374, თბ., 1983