ლისის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტის დამატება: he:ימת ליסי
ხაზი 11: ხაზი 11:


[[en:Lisi Lake]]
[[en:Lisi Lake]]
[[he:ימת ליסי]]

05:26, 6 მაისი 2008-ის ვერსია

ლისის ტბა

ლისის ტბა — ტბა თბილისის ქვაბულში, ქალაქის ჩრდილოეთ-დასავლეთით. წყლის სარკის ფართობი 0,47 კმ2, აუზის ფართობი 16 კმ2, მაქსიმალური სიღრმე 4 მ, მოცულობა 1,22 მლნ. მ3. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს გაზაფხულზე, დაბალი - შემოდგომაზე. ზაფხულში წყალი თბილია, მაქსიმალური ტემპერატურა 28°C. ზამთრობით ტბაზე ჩნდება ყინულნაპირისი, ზოგჯერ — ყინულსაფარიც. წყალი მომლაშოა (მინერალიზაცია 2695 მგ/ლ). ტბაში მოშენებულია თევზი. საწყლოსნო სპორტისა და თევზაობის მოყვარულთა, აგრეთვე თბილისელთა დასასვენებელი ადგილია.

ლიტერატურა

  • აფხაზავა ი., ქსე, ტ. 6, გვ. 252, თბ., 1983