ერთი მსოფლიო სავაჭრო ცენტრი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: fy:Freedom Tower
ბოტის დამატება: ar:برج الحرية
ხაზი 21: ხაზი 21:
[[კატეგორია:ნიუ-იორკის არქიტექტურა]]
[[კატეგორია:ნიუ-იორკის არქიტექტურა]]


[[ar:برج الحرية]]
[[cs:Freedom Tower]]
[[cs:Freedom Tower]]
[[da:Freedom Tower]]
[[da:Freedom Tower]]

09:15, 27 აპრილი 2008-ის ვერსია

ფრიდომ ტაუერი (პროექტი)

სახელწოდება ფრიდომ ტაუერი (ინგ. Freedom Tower - თავისუფლების კოშკი) მიეცა ნიუ-იორკში ახალი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსის ადგილზე მთავარ ცათამბჯენს, რომლის წინამორბედი 2001 წლის 11 სექტემბრის შეტაკებისას დაინგრა.

ცათამბჯენის სახეცვლილი პროექტის ფორმალური პრეზენტაცია 2005 წლის 29 ივნისს მოეწყო, რომელიც უკეთ ესადაგებოდა ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2005 წლის აპრილში წამოყენებულ უსაფრთხოების მოთხოვნებს.

ცათამბჯენი ყოფილი მსოფლიო სავაჭროს ცენტრის უბნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში 65.000 მ² მიწის ნაკვეთზე განთავსდება ვესის, უესტის, ვაშინგტონისა და ფულტონის ქუჩებს შორის ქვემო მანჰენტეზე.

ნაგებობის სიმაღლე მისი ქიმის ჩათვლით გეგმით 1776 ფუტი (541 მ) უნდა იყოს, რომელიც სიმბოლურად 1776 წელს უკავშირდება - აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის თარიღს. ფრიდომ ტაუერის სიმაღლემ უნდა გადააჭარბოს სიარს ტაუერს, გახდება რა ამით ყველაზე მაღალი შენობა აშშ-ში, და ასევე მსოფლიოს უმაღლეს შენობათა რიცხვში იქნება დასრულების ჟამს. თუმცა ცათამბჯენი ფორდჰამ სპაირის პროექტი ჩიკაგოში გეგმით უფრო მაღალია და უკვე 2009 წლისთვის უნდა დასრულდეს.

იმისდა მიხედვით თუ რომელი კუთხიდან შეხედავთ, ფრიდომ ტაუერი ან მართკუთხა ფორმით (წინამორბედი ცათამბჯენების მსგავსად) ჩანს, ან მასიური ობელისკის ფორმით.

ფუნდამენტის ჩაყრა და ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციების გატადანის დაწყება დაგეგმილია 2006 წლის პირველ კვარტალში. გეგმის თანახმად შენობის ჩონჩხი მიწის ზემოთ უკვე 2007 წლის დასაწყისში უნდა გამოჩნდეს, ხოლო გადახურვა კი 2009 წლამდე უნდა მოესწროს. შენობის ჩაბარება 2010 წლისთვისაა დაგეგმილი.

პროექტი

უსაფრთხოება

იხ. აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში