ალექსანდრე II (იმერეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
რობოტი დამატება: ca:Alexandre II d'Imerètia, en:Alexander II of Imereti
ხაზი 13: ხაზი 13:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1510]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1510]]
[[კატეგორია:ბაგრატიონთა დინასტიის იმერეთის შტო]]
[[კატეგორია:ბაგრატიონთა დინასტიის იმერეთის შტო]]

[[ca:Alexandre II d'Imerètia]]
[[en:Alexander II of Imereti]]

04:49, 9 აპრილი 2006-ის ვერსია

საკუთარ სახელს "ალექსანდრე" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ალექსანდრე

ალექსანდრე II (― † 1510), იმერეთის მეფე (1484-1510). ბაგრატ VI-ის ძე. მამის გარდაცვალების (1478) შემდეგ მან ვერ შეძლო იმერეთში გამეფება ოპოზიციურად განწყობილი მთავრების (შარვაშიძე, დადიანი, გურიელი, გელოვანი) წინააღმდეგობის გამო. ამით ისარგებლა ქართლის მეფემ კონსტანტინე II-მ (1479-1505) და ხელთ იგდო იმერეთის ტახტი. 1484 ალექსანდრე II-მ შეძლო მცირე ხნით დაუფლებოდა მამისეულ ტახტს, მაგრამ ქართლის მეფე ლიხთ-იმერეთს არ თმობდა. მხოლოდ 1488 წელს სძლია ალექსანდრე II-მ საბოლოოდ კონსტანტინეს და დადიან-გურიელიც შემოირიგა, შემდეგ კი თვითონ დაიწყო ბრძოლა ქართლის შემოსაერთებლად. 1509 წელს აიღო გორი და ჩრდილოეთ-დასავლეთ ქართლში გაბატონდა. მაგრამ ქართლ-იმერეთის გაერთიანების გეგმა განუხორციელებელი დარჩა. ოსმალთა შემოსევამ აიძულა იგი ქართლისათვის თავი მიენებებინა.