ალფონსო დე ალბუკერკე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ წაიშალა კატეგორია:პორტუგალიელი მკვლევრები; დაემატა კატეგორია:პორტუგალიელი მოგზაურები გაჯეტ HotCat-ით |
მ წაიშალა კატეგორია:აზიის მკვლევარები; დაემატა კატეგორია:აზიის მკვლევრები გაჯეტ HotCat-ით |
||
ხაზი 47: | ხაზი 47: | ||
[[კატეგორია:დაბადებული 1453]] |
[[კატეგორია:დაბადებული 1453]] |
||
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1515]] |
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1515]] |
||
[[კატეგორია:აზიის |
[[კატეგორია:აზიის მკვლევრები]] |
||
[[კატეგორია:მოგზაურები ინდოეთში]] |
[[კატეგორია:მოგზაურები ინდოეთში]] |
||
[[კატეგორია:შუა საუკუნეების პორტუგალიელი მოგზაურები]] |
[[კატეგორია:შუა საუკუნეების პორტუგალიელი მოგზაურები]] |
უკანასკნელი რედაქცია 17:11, 5 აგვისტო 2022-ის მდგომარეობით
ალფონსო დე ალბუკერკე | |
---|---|
მშობლიური სახელი | Afonso de Albuquerque |
დაბადების თარიღი |
1453 ვილა-ფრანკა-დე-შირა |
გარდაცვალების თარიღი |
1515 ძველი გოა |
ეროვნება | პორტუგალიელი |
საქმიანობა | მოგზაური |
ალფონსო დე ალბუკერკე (პორტ. Afonso de Albuquerque; დ. 1453, ვილა-ფრანკა-დე-შირა — გ. 1515, ძველი გოა) — პორტუგალიელი მთავარსარდალი. მისმა ექსპედიციებმა პორტუგალია წითელი ზღვიდან და აღმოსავლეთ აფრიკიდან სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და სანელებლების (მოლუკის) კუნძულებამდე გადაჭიმულ იმპერიად აქცია. 1503 წელს ალბუკერკემ ინდოეთისკენ გაცურა და კოჩინში სიმაგრე ააგებინა. 1506-09 წლებში დაიპყრო აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე არაბული ნავსადგურები და არაბეთის ნახევარკუნძული. 1510 წელს დაიპყრო გოა, 1511 წელს მალაკის სრუტე და სპარსეთის ყურის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე ჰორმუზის სრუტე.
პირველი მოგზაურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1503 წელს ალფონსო ალბუკერკე ინდოეთის ოკეანეში პირველად შეუდგა მოგზაურობას. მას კოჩინსა და კვილონში, რომლებსაც პილპილის პორტებს უწოდებდნენ ციხესიმაგრეების აშენება ევალებოდა.
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1510 წელს ალბუკერკემ ხელთ იგდო გოა და ამით უფრო გაამყარა პორტუგალიის ექსპანსიონისტური მისწრაფებანი. მართალია, გოაში სანელებლები არ იყო, მაგრამ სამაგიეროდ ხელსაყრელი ადგილმდებარეობა ჰქონდა და მისი მეშვეობით შეიძლებოდა აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო გზის გაკონტროლება, ვიდრე ინდოეთის დასავლეთ სანაპირომდე. მან გოა თავის შტაბბინად გამოაცხადა და პორტუგალიელებს მოუწოდა, იქ დასახლებულიყვნენ. ნებადართული იყო ადგილობრივ მოსახლეობასთან ქორწინება და ცდილობდნენ კათოლიციზმი უფრო პრივილეგირებული ყოფილიყო.
იგი გარდაიცვალა 1515 წელს, ძველ გოასთან ცურვისას.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ალბუკერკე დაარქივებული 2006-05-09 საიტზე Wayback Machine.
- ალფონსო დე ალბუკერკე — ენციკლოპედია ბრიტანიკა