შინაარსზე გადასვლა

ოროგენი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
 
ოროგენი ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ათეული და მეტი მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ის ზოგადად ერთიანია, თუმცა ცალკეული სტადიებისაგან შედგება. ამ სტადიებს ოროგენეტული ფაზისები ეწოდება. ჩვეულებრივ ოროგენს თან ახლავს [[დანაოჭება]] და ფენის რღვევა, კუთხური უთანხმოების განვითარება და დანალექი კლასტური სოლის ნაფენების არსებობა. რეგიონული [[მეტამორფიზმი]] და [[მაგმა|მაგმური აქტივობა]] ხშირადაა დაკავშირებული ოროგენულ მოვლენებთან. ოროგენი შეიძლება იყოს [[სუბდუქცია|სუბდუქციის]], ტერეინული აკრეციის, კონტინენტური კოლიზიის და სხვა მიზეზების შედეგი.<ref>[https://www.britannica.com/science/orogeny Orogeny, geology | Encyclopedia Britannica] www.britannica.com</ref> ამერიკელმა გეოლოგმა [[გროვ კარლ ჯილბერტი|გროვ კარლ ჯილბერტმა]] მთათწარმოშობის პროცესები აღწერა 1890 წელს, თუმცა ტერმინი ოროგენი მანამდეც გამოიყენებოდა.<ref>Klein G.O. (ed.). (1994). Pangea: Paleoclimate, Tectonics, and Sedimentation During Accretion, Zenith, and Breakup of a Supercontinent. GSA Special Paper. Vol. 288. p. 160.</ref>
 
==იხილეთ აგრეთვე==
* [[ფილების ტექტონიკა]]
 
==სქოლიო==