ძროხა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: ხელით გაუქმება გაუქმებულია
61.8.189.34-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Cow.jpg|250პქpx|მინი|მარჯვნივ|ძროხა]]
[[ფაილი:Koe in weiland bij Gorssel.JPG|250პქpx|მინი|მარჯვნივ|ძროხა]]
'''ძროხა''', '''ფური''' — დედალი [[მსხვილი რქოსანი საქონელი]], რომელმაც მოიგო ხბო. დედალს, რომელსაც არასდროს მოუგია, უშობელი ეწოდება. ძროხებს იყენებენ მსხვილი რქოსანი საქონლის ჯოგის მოსამრავებლად, ასევე [[რძე|რძისა]] და [[ხორცი|ხორცის]] პროდუქტების მისაღებად.<ref>{{ქსე|11|281-282||არა|სტატია=ძროხა}}</ref>
'''ძროხა''', '''ფური''' — დედალი [[მსხვილი რქოსანი საქონელი]], რომელმაც მოიგო ხბო. დედალს, რომელსაც არასდროს მოუგია, უშობელი ეწოდება. ძროხებს იყენებენ მსხვილი რქოსანი საქონლის ჯოგის მოსამრავებლად, ასევე [[რძე|რძისა]] და [[ხორცი|ხორცის]] პროდუქტების მისაღებად.<ref>{{ქსე|11|281-282||არა|სტატია=ძროხა}}</ref>



07:09, 10 თებერვალი 2022-ის ვერსია

ძროხა

ძროხა, ფური — დედალი მსხვილი რქოსანი საქონელი, რომელმაც მოიგო ხბო. დედალს, რომელსაც არასდროს მოუგია, უშობელი ეწოდება. ძროხებს იყენებენ მსხვილი რქოსანი საქონლის ჯოგის მოსამრავებლად, ასევე რძისა და ხორცის პროდუქტების მისაღებად.[1]

ძროხის საზარდულის ნაწილში მდებარეობს ცური/ჯიქანი (სარძევე ჯირკვლები), რომელიც შედგება ერთმანეთისაგან გამოყოფილი 2 წინა, ანუ მუცლის, და 2 უკანა, ანუ ბარძაყის, ნაწილისგან. მერძეული ძროხის ჯიქანი ჯამისებრი ფორმისაა, წინ არის გამოწეული, სხეულზე მტკიცედაა შეერთებული, აქვს გრძელი, დაკლაკნილი, მკვეთრად გამოხატული ვენები; ჯიქნის ნაწილები თანაბარი და სიმეტრიულად განლაგებულია. ხბოს სქესობრივი სიმწიფე 7–10 თვეში დგება, შთამომავლობის მისაღებად პირველ დამაკებას (ან ხელოვნურ განაყოფიერებას) ახდენენ 16–18 თვის ასაკში. მაკეობა 250–310 დღე გრძელდება. ხბოს მოგების წინ ძროხას „აშრობენ“ (წყვეტენ წველას), რის შემდეგაც ლაქტაცია წყდება, დგება ე.წ. მშრალობის პერიოდი, რომელიც 45–60 დღე გრძელდება. ლაქტაციის პერიოდი 280–320 დღეა. პროდუქტიულობის პიკი მე-5–6 ლაქტაციაზეა. ძროხის სამეურნეო გამოყენების მაქსიმალური ვადა 9–12 ლაქტაციამდეა, სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 20 წელს შეადგენს. ხორცისა და რძის პროდუქტიულობის მაჩვენებლები დამოკიდებულია ჯიშის თვისებებზე, კვებისა და შენახვის პირობებზე.[2]

ფურს ასევე ეძახიან ზოგიერთ დედალ დიდი ზომის წყვილჩლიქოსან ცხოველს (ირემს, ლოსს და სხვ.).[2]

სქოლიო

  1. ძროხა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 281-282.
  2. 2.0 2.1 Корова // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 340.