კრიპტიები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3: ხაზი 3:
== სქოლიო ==
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
{{სქოლიო}}

[[კატეგორია:სპარტული სამხედრო აღზრდა]]

20:29, 5 თებერვალი 2022-ის ვერსია

კრიპტიები (ბერძ. ϰρυπτεία — კრიპტია, < ϰρυπτός — საიდუმლო, ფარული) — ჩვეულება (დამსჯელი ექსპედიციები) ძველ სპარტაში, რომელსაც იყენებდნენ ჰილოტების აჯანყებების თავიდან ასაცილებლად. პლუტარქეს ცნობით, სპარტის ხელისუფლება დროდადრო მხოლოდ მოკლე მახვილებით შეიარაღებულ ახალგაზრდა სპარტიატებს ავალებდა მიეკვლიათ და ჩასაფრებით თავს დასხმოდნენ ყველაზე მხნე და ძლიერ ჰილოტებს. მოცემული ჩვეულება წარმოიშვა, სავარაუდოდ, ინიციაციის ძველი წეს-ჩვეულებებიდან. კრიპტიები ახალგაზრდა სპარტიატების სამხედრო მომზადების ფორმა და ჰილოტების დაშინების მთავარი ზომა გახდა (ეს უკანასკნელნი რაოდენობით ბევრად აღემატებოდნენ სპარტის მოქალაქეებს). კრიპტიების პრაქტიკის შემოღებას არც ისე იშვიათად ლიკურგეს საკანონმდებლო მოღვაწეობას უკავშირებენ, რაც ეჭვის ქვეშ ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში დადგა.[1] კრიპტიებს აგრეთვე უწოდებდნენ სპარტელ ახალგაზრდათა რაზმებს, რომლებიც ორი წლის განმავლობაში ეწეოდნენ საპოლიციო სამსახურს.[2]

სქოლიო

  1. Стрелков А. В. Криптии // Большая российская энциклопедия. т. 16. — М., 2010. — стр. 38.
  2. კრიპტიები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 34.