შინაარსზე გადასვლა

აბაკანი (ქალაქი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
|სტატუსი = ქალაქი
}}
'''აბაკანი'''<ref>{{ქსე|1|12||არა}}</ref> ({{lang-ru|Абакан}}, {{lang-kjh|Ағбан}}) — ქალაქი [[რუსეთი|რუსეთში]], [[ხაკასეთი]]ს დედაქალაქი. 187 239 მცხოვრები (2021). მდებარეობს მინუსინსკის ღრმულში, მდინარე [[ენისეი]]ს მარცხენა ნაპირზე, შენაკად აბაკანის შეერთების ადგილზე. საავტომობილო და სარკინიგზო კვანძი, სამდინარო პორტი. აეროპორტი. ხაკასეთის სამრეწველო, კულტურული და სამეცნიერო ცენტრი.<ref name="დრე">{{დრე წიგნი |სათაური=Абакан |ტომი=1 |გვ=8 |id=660121}}</ref>
 
1780-იან წლებში წარმოიქმნა სოფელი '''უსტ-აბაკანსკოე''', რომელიც 1822 წელს სხვისტომელების მართვა-გამგეობის შესახებ წესდების შემოღების შემდეგ კაჩელების სასტეპო დუმის (Качинская степная дума) ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. 1913 წლიდან იყო [[ენისეის გუბერნია|ენისეის გუბერნიის]] მინუსინსკის მაზრის უსტ-აბაკანსკოეს ვოლოსტის ცენტრი. 1925 წელს გაიხსნა აჩინსკი – მინუსინსკის რკინიგზის სადგური „აბაკანი“. 1925 წელს უსტ-აბაკანსკოე გადაკეთდა დაბად და ეწოდა '''ხაკასკი''', რომელიც 1931 წელს ქალაქად გამოცხადდა და აბაკანი დაერქვა. 1930 წლიდან არის ხაკასეთის ცენტრი (1991 წლიდან — დედაქალაქი).
 
განვითარებულია მძიმე [[მანქანათმშენებლობა]]: „აბაკანის საცდელ-მექანიკური ქარხანა“, „აბაკანვაგონმაშ“ (სარკინიგზო ვაგონმშენებლობა და სხვ.); ქარქნები — საცდელ-მექანიკური, ფოლადსასხმელი, კონტეინერების, ექსპერიმენტულ-მექანიკური და სხვ.; ტყისა და ხის დამუშავების მრეწველობები („ხაკასლეს“, „აბაკანმებელ“), სამშენებლო მასალათა წარმოება („მსხვილპანელიანი სახლთმშენებლობის ქარხანა“, „სამშენებლო მასალათა კომბინატი“), [[მსუბუქი მრეწველობა|მსუბუქი]] (სამკერვალო, საფეიქრო, ფეხსაცმლის ფაბრიკები) და [[კვების მრეწველობა|კვების]] („აიან“ — ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოება, ყველ-კარაქის კომბინატი, ხორცკომბინატი და სხვ) მრეწველობის საწარმოები. სასოფლო-სამეურნეო რაიონის ცენტრია. ქალაქში თავმოყრილია ხაკასეთის მცირე ბიზნესის საწარმოთა დაახლოებით 60%.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|1|12}}
 
==სქოლიო==