დრასტამატ კანაიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
 
დაიბადა [[1883]] წლის [[31 მაისი|31 მაისს]] [[ერევნის გუბერნია|ერევნის გუბერნიის]] ქალაქ [[იგდირი (ქალაქი)|იგდირში]] (თანამედროვე [[თურქეთი]]). [[1902]] წელს დაასრულა სწავლა [[ერევანი|ერევნის]] რუსულ გიმნაზიაში და მოეწყო [[პიატიგორსკი]]ს სამხედრო სასწავლებელში. [[1903]] წელს გახდა [[დაშნაკცუთიუნი]]ს წევრი და ჩაერთო სომხეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. [[1905]] წლის [[11 მაისი|11 მაისს]] ააფეთქა [[ბაქო]]ს გუბერნატორი [[მიხეილ ნაკაშიძე]] და მასთან მყოფი გ. თაყაიშვილი, რომლებიც სომხებისა და აზერბაიჯანელების შერიგებას ცდილობდნენ მათ შორის ბაქოში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ.<ref>[http://www.kvirispalitra.ge/history/5643-saqarthvelo-somkhethis-omi.html საქართველო-სომხეთის ომი]. / გაზ. „[[კვირის პალიტრა]]“, 15–21 დეკემბერი, 2010, №46 (850).</ref><ref>{{en}} [http://sultanov.azeriland.com/ussr_eng/ussr_1/page_09_e.html Armenian involvement in planning sabotage in Baku in World War II] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20160306205804/http://sultanov.azeriland.com/ussr_eng/ussr_1/page_09_e.html |date=2016-03-06 }}.</ref>
 
[[პირველი მსოფლიო ომი|პირველი მსოფლიო ომში]], კავკასიის ფრონტის ბრძოლებში ხელმძღვანელობდა რუსეთის იმპერიის არმიის, სომეხ მოხალისეთა მე-2 შენაერთს. მონაწილეობა მიიღო [[ვანის ბრძოლა]]ში ([[1915]]). [[1917]] წლის ბოლოს დაინიშნა სომხური კორპუსის კომისრად. მონაწილეობდა [[1918]] წლის სომხეთ-თურქეთის ომში. 1918 წლის დეკემბერში ხელმძღვანელობდა სომხეთის დაშნაკური მთავრობის მიერ [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] წინააღმდეგ [[სომხეთ-საქართველოს ომი|წამოწყებულ ომს]]. [[1920]] წლის ნოემბერში დაინიშნა სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრად. [[რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა|რუსეთის სფსრ-სა]] და სომხეთის რესპუბლიკას შორის [[1920]] წლის 2 დეკემბერს დადებული შეთანხმების შემდეგ, რომლის ძალითაც სომხეთი [[სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|საბჭოთა რესპუბლიკად]] გამოცხადდა, „დრომ“ [[1921]] წლის თებერვალში მონაწილეობა მიიღო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებულ აჯანყებაში, რომლის ჩახშობის შემდეგაც ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა [[რუმინეთი|რუმინეთში]], შემდგომშემდეგ – [[ლიბანი|ლიბანში]].
 
[[სურათი:Dro grave.JPG|მინი|მარჯვნივ|დრასტამატ კანაიანის საფლავი (აპარანი)]]

სანავიგაციო მენიუ