დიდი დეპრესია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8.5
ხაზი 23: ხაზი 23:
* [http://docs.fdrlibrary.marist.edu/gdphotos.html Franklin D. Roosevelt Library & Museum] for copyright-free photos of the period
* [http://docs.fdrlibrary.marist.edu/gdphotos.html Franklin D. Roosevelt Library & Museum] for copyright-free photos of the period
* [http://xroads.virginia.edu/~MA03/pricola/FSA/index.html An Age of Lost Innocence: Childhood Realities and Adult Fears in the Depression] American Studies at the University of Virginia
* [http://xroads.virginia.edu/~MA03/pricola/FSA/index.html An Age of Lost Innocence: Childhood Realities and Adult Fears in the Depression] American Studies at the University of Virginia
* [http://www.georgiaencyclopedia.org/nge/Article.jsp?id=h-3540&sug=y Great Depression in the Deep South]
* [http://www.georgiaencyclopedia.org/nge/Article.jsp?id=h-3540&sug=y Great Depression in the Deep South] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20080504061425/http://www.georgiaencyclopedia.org/nge/Article.jsp?id=h-3540&sug=y |date=2008-05-04 }}
* [http://www.smithsonianchannel.com/site/smithsonian/show_soul_people.do Soul of a People documentary] on [http://www.smithsonianchannel.com/ Smithsonian Networks]
* [http://www.smithsonianchannel.com/site/smithsonian/show_soul_people.do Soul of a People documentary] on [http://www.smithsonianchannel.com/ Smithsonian Networks]
* [http://www.history.com/topics/great-depression The Great Depression] at the History Channel
* [http://www.history.com/topics/great-depression The Great Depression] at the History Channel

18:12, 26 დეკემბერი 2021-ის ვერსია

მოცემული სტატია 1930-იანი წლების მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ეხება.
დოუ ჯონსის ინდექსი, (1928-1930)

დიდი დეპრესია — მასიური გლობალური ეკონომიკური ვარდნა, რომელიც გრძელდებოდა 1929 წლიდან დაახლოებით 10 წლის განმავლობაში. მან გამოიწვია უამრავი ბანკის გაკოტრება, რეკორდული უმუშევრობა, ისევე, როგორც მთლიანი ეროვნული პროდუქტის, ინდუსტრიული წარმოების, აქციათა ბაზარზე ფასთა და ასევე პრაქტიკულად ეკონომიკის ზრდის ყველა პარამეტრის მკვეთრი ვარდნა. ვარდნის პიკი მიღწეულ იქნა უკვე 1933 წელს, თუმცა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგღა იქნა შესაძლებელი ისეთი ინდიკატორების, როგორიცაა ინდუსტრიული წარმოება, საწარმოო აქციათა ფასებისა და გლობალური ერთობლივი შიდა პროდუქტის 1929 წლის დონეზე აყვანა.

სახელწოდება „დიდი დეპრესია“ ამ მოვლენისთვის დარქმეულ იქნა იმ მიზეზის გამო, რომ ეს იყო ინდუსტრიული ქვეყნების ისტორიაში ყველაზე მასშტაბული ვარდნა წარმოებასა და პროდუქტიულობაში, და რომ მისი ეფექტი საგრძნობლად მტკივნეული იყო მთელ ინდუსტრიულ მსოფლიოსა და მათი სავაჭრო პარტნიორებისთვის განვითარებად ქვეყნებში.

ტერმინი „დიდი დეპრესია“ მიუთითებს არა მხოლოდ ეკონომიკურ მოვლენაზე, ის ასევე განსაზღვრავს ერთ მთლიან კულტურულ პერიოდს, რომელსაც მარტივად „დეპრესიას“ უწოდებენ, და პოლიტიკურ გამოძახილს ამ ეკონომიკური მოვლენებისადმი.

დიდი დეპრესიის მიზეზები

ეკონომისტები, ისტორიკოსები და პოლიტიკური მეცნიერები დიდი დეპრესიის მიზეზთა მრავალ თეორიას ასახელებენ. ამგვარად ის ეკონომიკური ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მეტად შესწავლილ მოვლენად რჩება დღემდე. საერთო მოსაზრებით დიდი დეპრესიის მიზეზი ძირითადად მთავრობის მიერ მონეტარული პოლიტიკის არასწორი მართვა გახდა.

ძირითადი კაპიტალისტური ეკონომიკის თეორიები ყურადღებას ამახვილებს წარმოებას, მოხმარებასა და კრედიტს შორის ურთიერთობაზე მაკროეკონომიკის განხრით, და პირად ინცენტივებსა და მსყიდველობით გადაწყვეტილებებზე მიკროეკონომიკის განხრით. ეს თეორიები ცდილობს დააწყოს მოვლენათა ქრონოლოგია ისე, რომ გაირკვეს რამ გამოიწვია ინდუსტრიული სამყაროს მონეტარული სისტემისა და მათი სავაჭრო ურთიერთობების ჩავარდნა. მათგან განსხვავებით მარქსისტული ეკონომიკის თეორია ყურადღებას ამახვილებს ურთიერთობაზე წარმოების კონტროლსა და სიმდიდრის კონცენტრაციას შორის. მარქსისტებისთვის დიდი დეპრესია გარდუვალია კაპიტალიზმისთვის და ეს მოვლენა საკვირველი არ უნდა იყოს.

ბოლო დროს, ეკონომისტთა უმრავლესობა ემხრობა მოსაზრებას, რომ საფონდო ბაზრის კრახი 1929 წელს არ ყოფილა დიდი დეპრესიის პირდაპირი მიზეზი, არამედ უფრო შედეგი, რომელმაც კატალიზატორის როლი შეასრულა და მოვლენების დრამატულ განვითარებამდე მიგვიყვანა. იმდროინდელი ეკონომიკური მონაცემების სტატისტიკის შესწავლით ნათელი ხდება დეპრესიის უფრო ღრმა მიზეზები, რომელსაც ასევე თან სდევდა ევროპის ეკონომიკური დაღმასვლა. დღეისთვის, ყველაზე მიღებულია პეტრე ტემინის თეორია: დიდი დეპრესია გამოწვეული იყო შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მიერ წლების განმავლობაში გატარებული კატასტროფულად მცდარი მონეტარული პოლიტიკით, რომელიც წინ უძღოდა დიდ დეპრესიას. ინფლაციის შეკავების მიზნით ფულის მიწოდების შეზღუდვის პოლიტიკამ მწვავე უკურეაქცია გამოიწვია, ვინაიდან ეკონომიკის ფაქტობრივი პრობლემა დეფლაცია იყო.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: