ალექსანდრე I (კახეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
'''ალექსანდრე I''' (დაახლოებით დ. [[1454]]-[[1456]] — გ. [[1511]]) — [[კახეთის სამეფო|კახეთის]] მეფე [[1476]]–[[1511]] წლებში, მეფე [[გიორგი VIII|გიორგი VIII-ის]] ძე. მის დროს დადგინდა ახლად ჩამოყალიბებული [[კახეთის სამეფო|კახეთის სამეფოს]] საზღვრები. ალექსანდრე I ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა [[საქართველო]]ს სხვა სამეფო-სამთავროებსა და მეზობელ ქვეყნებთან. მან საფუძველი ჩაუყარა კახეთის მეფეთა ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას — ყოველგვარი საშუალებით (მოხერხებული დიპლომატია, ზოგჯერ დათმობა, ფორმალური ყმობა, მცირე ხარკი და სხვ.) უზრუნველყოთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება.
 
[[1477]] წელს ქართლში [[უზუნ-ჰასანი]]ს შემოსევის დროს, თურქმანთა ბრძოლებმა მოარბიეს ქართლის მოსაზღვრე კახეთის რაიონებიც: [[ხერკი]], საგურამო, მარტყოფი და თიანეთი. ალექსანდრე I-მა უზუნ-ჰასანს ძღვენი მიართვა, მორჩილება აღუთქვა და კახეთი აოხრებას გადაარჩინა. [[ისმაილის]] (შემდგომში პირველი სეფიანი შაჰის) შირვანში ლაშქრობის დროსაც ([[1501]]) მან მორჩილება აღუთქვა შაჰს და ეს შემოსევაც აიცდინა. ამის შემდეგ კახეთსა და ირანს შორის მშვიდობა არ დარღვეულა XVII საუკუნის დასაწყისამდე. [[1483]] და [[1491]] ალექსანდრე I-მა ელჩები გაგზავნა [[მოსკოვი]]ს დიდი მთავრის ივანე III-ის კარზე, რითაც საფუძველი ჩაეყარა რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობის ახალ, მნიშვნელოვან ეტაპს. [[1490]] წელს, მას შემდეგ რაც ქართლის სამეფოს დარბაზმა ურჩია [[კონსტანტინე II (ქართლის მეფე)|კონსტანტინე II-ს]] დროებით ხელი აეღო საქართველოს გაერთიანებაზე, ალექსანდრე I-მა ზავი დადო [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფესთან. [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტის]] მიხედვით, ამავე დროს მომხდარა სამეფოებს შორის საზღვრების დადგენაც.
 
[[კახეთის სამეფო|კახეთის სამეფოს]] საგარეო საფრთხე თითქოს არ ემუქრებოდა, თუმცა სამაგიეროდ მეფესა და მის უფოს ვაჟს, გიორგის შორის იყო დაძაბული ურთიერთობა. [[1511]] წელს [[გიორგი II (კახეთის მეფე)|გიორგიმ]] მოკლა ალექსანდრე და თავი მეფედ გამოაცხადა.

სანავიგაციო მენიუ