ოპერაცია ნეპტუნი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 993: ხაზი 993:
{{efn
{{efn
| name = Allied strength
| name = Allied strength
| ოფიციალური ბრიტანული წყაროები გვაძლევენ ინფორმაციას 156 115 ჯარისკაციან დესანტის შესახებ რომელიც შედგებოდა: 57 500 ამარიკელების, 75 215 ბრიტანელების და კანადელებისგან ზღვიდან და 15 500 ამერიკელის და 7 900 ბრიტანელებისგან ჰაერიდან.{{harvnb|Ellis|Allen|Warhurst2004|pp=521–533}}. }}
| ოფიციალური ბრიტანული წყაროები გვაძლევენ ინფორმაციას 156 115 ჯარისკაციან დესანტის შესახებ რომელიც შედგებოდა: 57 500 ამარიკელების, 75 215 ბრიტანელების და კანადელებისგან ზღვიდან და 15 500 ამერიკელის და 7 900 ბრიტანელებისგან ჰაერიდან.{{harvnb|EllisAllenWarhurst2004|pp=521–533}}. }}


{{efn
{{efn

10:39, 20 დეკემბერი 2021-ის ვერსია

ოპერაცია ნეპტუნი
ოპერაცია ოვერლორდის და მეორე მსოფლიო ომის ნაწილი

„სიკვდილის ყბებში“, აშშ-ის პირველი ქვეითი დივიზიის, მეთექვსმეტე ქვეითი პოლკის მებრძოლები ომაჰას სანაპიროზე, 1944 წლის 6 ივნისის დილას
თარიღი 1944 წლის 6 ივნისი
მდებარეობა ნორმანდია, საფრანგეთი
შედეგი მოკავშირეების გამარჯვება[1]
მხარეები
მოკავშირეები ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია[6]
მეთაურები
ძალები
დანაკარგები
  • 10 000+ დაჭრილი
  • 4 414 მოკლული[ბ]
  • 185 განადგურებული M4 Sherman ტანკი[10]
  • 4 000 — 9 000 დაჭრილი და მოკლული[11]
ოპერაცია ნეპტუნი ვიკისაწყობში

ოპერაცია ნეპტუნი — დესანტის გადასხმის ოპერაცია, ოპერაცია ოვერლორდის ნაწილი მეორე მსოფლიო ომში, 1944 წლის 6 ივნისს. მედიაში ხშირად მოიხსენიება როგორც D-Day ან ნორმანდიის დესანტი. ისტორიაში უდიდიესი საზღვაო შეჭრა. ამ ოპერაციით დაიწყო საფრანეგეთის და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების გათავისუფლება გერმანული ოკუპაციისგან.

ოპერაციის დაგეგმვა ჯერ კიდევ 1943 წელს დაიწყო. შეტევის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მოკავშირეებმა დაიწყეს ოპერიაცია პირადი მცველი, რომლის მიზანიც იყო გერმანიას არ გაერკვია შეტევის სამიზნე და შეტევის თარიღი.

ბრძოლები 5 სანაპიროზე მიმდინარეობდა: ოქრო, ჯუნო, ომაჰა, იუტა და ხმალი. ოპერაცია ნეპტუნის შესრულებისას მოკავშირეებმა 4 414 მებრძოლი დაკარგეს. მუზეუმები, ომის მემორიალები და ჯარისკაცების სასაფლაოები ყოველწლიურად უამრავ სტუმარს მასპინძლობენ.

წინა პერიოდი

მას შემდეგ რაც ნაცისტურმა გერმანიამ ოპერაცია ბარბაროსა განახორციელა და საბჭოთა კავშირს დაესხა თავს, იოსებ სტალინმა დიდ ბრიტანეთს და აშშ_ს მეორე ფრონტის გახსნა მოითხოვა დასავლეთში.[12] 1942 წლისთვის აშშ და სსრკ შეთანხმდენ მეორე ფრონტის აუცილებლობაზე მაგრამ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა გადაადებინა ფრანკლის რუზველტს შეტევის დრო, რადგან ის შიშობდა რომ მოკავშირეები ვერ გაუმკვალავდებოდნენ ნაცისტური გერმანიის არმიას.[13]

ჩრდილოეთ საფრანგეთის ნაცვლად სამიზნედ ხმელთაშუა ზღვის სანაპირო აირჩა. 1943 წლის შუა პერიოდში მოკავშირეებმა მოიგეს ჩრდილოეთ აფრიკის კამპანია და დაიწყო ხმელთაშუა ზღვის კამპანია. 1943 წლის აგვისტოში მოკავშირეებმა აიღეს სიცილია და დაიწყეს იტალიაზე თავდასხმის დაგეგმვა. სწორედ ამ დროს აღმოსავლეთ ფრონტზე სსრკ_მ კონტრშეტევა დაიწყო და გერმანელებს უმძიმესი დარტყმა მიაყენა გერმანიას სტალინგრადის ბრძოლაში. ვაშინგტონის კონფერენციაზე[14] კი საბოლოოდ გადაწყდა ლამანშის სრუტის გავლით დიდი ბრიტანეთიდან ჩრდილოეთ საფრანგეთში დესანტის გადასხმა და შემდეგ მეორე ფრონტის გახსნა. ფრანკლი რუზველტი და ვინსტონ ჩერჩილი სტალინს მეორე ფრონტის გახსნას 1944 წლის მაისში დაპირდნენ.[15][16]

მოკავშირეთა საექსპედიციო ძალების უზენაესი შტაბბინის შეხვედრა 1944 წლის 1 თებერვალს, ლონდონი

მოკავშირეებს სამი შესაძლო სამიზნე ჰქონდათ არჩეული: ბრეტანი, ნორმანდია და პა-დე-კალე. ბრეტანი ნახევარკუნძულია, სწორედ ამიტომ გერმანელები უადვილესად შეძლებდნენ მოკავშირეთა შეჩერებას.[17] პა-დე-კალე უახლოესი ადგილი იყო დიდ ბრიტანეთსა და კონტინენტალურ ევროპას შორის, ამიტომაც ის ყველაზე დაცული პერიმეტრი იყო მთელს სანაპიროზე.[18] ნორმადიას ჰქონდა აყველაზე დიდი პოტენციალი წინსვლისთვის თავისი მდინარეებით, სწორი მინდვრებით და რაც მტავარია აქ არ იყო დიდი პორტი სწორედ ამიტონ გერმანია ამ ადგილებს ნაკლებად იცავდა და აქ შემოჭრას არ მოელოდა, სამიზნედ ნორმანდია იქნა არჩეული.[19] პორტის არარსებობას მოკავშირეები ხელოვნური მელბურის პორტით გადაჭრიდნენ.[20] ასევე ამ ოპერაციისთვის შეიქმნა გაუმჯობესებული ტანკები პერიმეტრების ნაღმებისგან გასაწმენდად, ბუნკერების და თავშესაფარების გასანადგურებლად და ასევე ჯარისკაცების მობილური გადაყვანისთვის.[21]

კვებეკის კონფერენციის შემდეგ, მოკავშირეებმა შეჭრა 1944 წლის 1 მაისისვის დაგეგმეს,[22] მოკავშირეთა საექსპედიციო ძალების უზენაესი შტაბბინის მეთაურად გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი დანიშნეს,[23] ბერნარდ მონტგომერის კი ოცდამეერთე არმია ჩააბარეს სადაც შედიოდნენ ჯარისკაცები, აშშ_დან, დიდი ბრიტანეთიდან, ახალი ზელანდიიდან, კანადიდან, პოლონეთიდან, ნორვეგიიდან, ავსტრალიდან, საფრანგეთიდან, ჩეხოსლოვაკიიდან და მოიცავდა ოპერაციაში მონაწილე ყველა ჯარისკაცს.[24] 1943 წლის 31 დეკემბერს დუაიტ ეიზენჰაუერმა და ბერნარდ მონტგომერიმ პირველად დაიწყეს გეგმების შედგენა, თავდაპირველად სანაპიროებზე სამი დივიზია უნდა გადაესხათ ორი დივიზიის მხარდაჭერით მაგრამ საბოლოოდ, მოკავშირეთა საექსპედიციო ძალების უზენაეს შტაბბინაში ხუთ დივიზიიან დესანტზე შეთანხმდენ და მათ პარაშუტისტების სამი დივიზია დაუმატეს. რათა ფრონტი გაეწელათ და ჩერბურგის აღება მოეხერხებინათ.[25] საბოლლოდ ოპერაცია ოვერლორდში (რომელიც ოპერაცია ნეპტუნით დაიწყო) 39 დივიზიამ მიიღო მონაწილეობა: 22 აშშ_დან, 12 დიდი ბრიტანეთდან, 3 კანადიდან, ერთი პოლონეთიდან და ერთც თავუსუფალო საფრანგეთდან, სულ მოკავშირეებმა ამ ოპერაციაში მონაწიკეობა 1 მილიონზე მეტმა სამხედრომ მიიღო,[26] ყველა მათგანს გენერალი მონტგომერი მეთაურობდა.[27] ოპერაცია ასეთი მაშტაბების გამო ივნისისთვის გადაიდო.[25]

მოკავშირეების თავდასმის მარშრუტები

ოპერაციები

ოპერაცია ოვერლორდი იყო ფართო მაშტაბიანის ევროპის გათავისუფლების გეგმა, რომლის პირველი ნაწილი საზღვო შეჭრა იყო ნორმანდიაში 1944 წლის 6 ივნისს (ოპერაია ნეპტუნი).[20] ჰაერში უპირატესობის მოპოვება შეჭრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, მის მოსაპოვებლდ მოკავშირეებმა შეიმიშავეს ოპერაცია ცაიელი წერტილი რომელიც გერმანული ქარხნების და აეროდრომების დაბომბვას და განადგურებას ითვალისწინებდა.[20] მოკავშირეებმა ასევე შეჭრიდან რამდენიმე თვით ადრე გემანიის არმიის გენერლების დასაბნევად დაიწყეს ოპერაცია პირადი მცველი.[28]

ოპერაციამდე შესრულდა საჰაერო სადესანტო ოპერაციები კანთან ახლოს მდინარე ორნზე ხიდების გასაკონტროლებლად. ამერიკელების დანიშნელუბა იყო ომაჰას და იუტას სანაპიროები, მათ პირველივე დღეს აიღეს სანტ-ლო და კარენტანი, გადაკეტეს კარენტინის ნახევარკუნძული და გააკონტროლეს ჩერბურგის პორტები. ბრიტანელებს ხმალის და ოქროს სანაპიროებზე და კანადელებს ჯუნოს სანაპიროზე უნდა დაეცვათ ამერიკელები და პირველივე დღეს უნდა აღოთ კანთან ახლოს მდებარე აეროდრომები.[29][30] გენერალმა მონტგომერიმ ცხრა დღიანი დროძოლა გადაიტანა მანამ სანამ ყველა დივიზიამ მდინარე სენამდე არ მიაღწიეს.[31][29][30][32]

სატყუარა გეგმა

აშშ-ის მოჩვენება არმიის ჯგუფისთვის შექმნილი სამხრე ნიშნები.

ოპერაცია პირადი მცველის მეშვეობით მოკავშირეები ცდილობდნენ გერმანელებისთვის მიეწოდებინათ მოკავშირეების შეჭრის არასწორი დრო და ადგილი,[33] კერძოდ ოპერაცია სიმაგრე ჩრდილოეთში გამოიყენეს ყალბი რადიოსიგნალი, რომლითაც გერმანელებში ნორვეგიაზე თავდასხმის მოლოდინი გამოიწვია,[34] ოპერაცია სიმაგრე სამხრეთი ითვალისწინებდა მასიურ დეზინფორმაციულ კამპანიას, აშშ-ის მოჩვენება არმიის ჯგუფის შექმნის ჩათვლით, რომლის სათავეშიც სამსახურიდან დათხოვილი გენერალ-ლეიტენანტი ჯორჯ პატონი დანიშნეს, ისინი დეზინფორმაციების მიხედვით (რომლებიც გერმანელებმა მიიღეს) დუვრთან ახლოს იყვენ განწესებული და პა-დე-კალეში შეჭრისთვის ემზადებოდნენ.[28][35] 21-ე არმიის ჯგუფმა გააგზავნა ყალბი სიგნალები, ისე რომ ის გერმანელებსაც დაეფიქსირებინათ, რათა გერმანელებს ჰგონებოდათ რომ მოკავშირეების ძირითადი ძალები დუვრთან იყვნენ გალაგებულნი.[36] ამ გეგმისთვის მოკავშირეებმა გათავისუფლებული პატონი დიდ ბრიტანეთში 1944 წლის 6 ივნისამდე დატოვეს.[37]

საფრანგეთის სანაპიროებზე ბევრი გერმანული რადარები გაანდაგურეს დესანტის გადასხმისთვის მზადებაში.[38] დამატებით, შეტევამდე წინა ღამით, სპეციალური საჰაერო სამსახურის (SAS) ოპერატორების მცირე ჯგუფმა სატყუარა პარაშუტები გადმოყარეს ჰავრში და ისიგნიში. ამ სატყუარებმა გერმანელები დააჯერა, რომ ეს დამატებითი საჰაერო შეტევა იყო. იმავე ღამეს ოპერაცია დასაბეგრში, სამეფო საჰაერო ძალების 617-ე ესკადრონმა გადმოყარა მეტალის კილიტები რომლებმაც, გერმანული რადარების ოპერატორები შეცდომაში შეიყვანა და მეტალის კილიტები საზღვაო კოლონად აღიქვეს.[39][40]

ამინდი

მოკავშირეთა საექსპედიციო ძალების უზენაესი შტაბბინაში განსაზღვრეს ამინდის იდეალური პირობები, მთვარის ფაზების და ტალღების ჩათვლით, სავსე მთვარე ყველაზე სასურველი იყო, ის წარმოადგენდა განათებას თვითმფრინავებისთვის და აქვს მაღალი ტალღები. მოკავშირეებს სურდათ დესანტი გამთენიისას გადაესხათ, ასე ისინი სანაპიროებზე მაღალ ტალღებთან ერთად მივიდოდნენ რაც თავისმხრივ შეამცირებდა გერმანელების ხილვადობას ზღვის მიმართულებით.[41] დვაიტ ეიზენჰაუერმა შეჭრა 5 ივლინისთვის დაგეგმა თუმცა მალევე გადადო დაბალი ღრუბლების და ძლიერი ქარის გამო, რომლებიც შეუძლებელს ხდიდა ჯარისკაცებისთვის სანაპიროსთან მიახლოვებას და თვითმფრინავებისთვის სამიძნეების პოვნას.[42]

ზედაპირის ამინდის ანალიზის რუკა რომელიც გვიჩვნებს დასავლეთ ფრონტის ამინდს 1944 წლის 5 ივნისს

სამეფო საჰაერო ძალების (RAF) კაპიტანი ჯეიმს სტაგი ეიზენჰაუერს 4 ივნისის საღამოს შეხვდა. მან და მისმა მეტეოროგიულმა ჯგუფმა ივარაუდეს ამინდის გაუმჯობესება ისე რომ უკვე 6 ივნისისთვის შეტევის განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა.[43] შემდეგი მისაღები ამინდი (მაგრამ სავსე მთვარის გარეშე) 18-20 ივნისამდე იქნებოდან შეტევის გადადებისთვის საჭირო იქნებოდა ხომალდებში მოთავსებული ჯარისკაცების უკან დაბრუნება, რაც შეტევის შემჩნევის შანსებს დრამატულად გაზრდიდა.[44] საბოლოოდ გენერალმა ეიზენჰაუერმა შეტევის განხორციელება 6 ივლისს გადაწყვიტა,[45] რადგან 19-22 ივნისებში შტორმი იყო ნაწინასწარმეტყველები ნორმანდიის სანაპიროსთან, რომელიც შეტევისას დესანტის გადასხმას შეუძლებელს გახდიდა.[42]

მოკავშირეების მიერ ატლანტიკის ოკეანის კონტროლი ნიშნავდა იმას რომ გერმანელ მეტეოროგოლისტებს ნაკლები ცოდნა გააჩნდათ.[46] ლუფტვაფეს მეტეოროგოლისტური ცენტრი პარიზში 2 კვირიან შტორმს წინასწარმეტყველებდა, სწორედ ამიტომ გერმანელი ოფიცრები რენში იყვნენ ომის თამაშებზე დასასწრებად.[47] ხოლო გენერალ-ფელდმარშალი ერვინ რომელი გერმანიაში დაბრუნდა ცილის დაბადებისდღეზე და თან ჰიტლერთან პანზერების შესახებ საუბარს აპირებდა.[48]

ბრძოლის გერმანული მხარე

ნაცისტურ გერმანია საფრანგეთში და ბენილუქსის ქვეყნებში სულ ორმოცდაათი დივვიზია ჰყავდათ, კიდევ თვრამეტი დანიაში და ნორვეგიაში ხოლო დამატებით თხუთმეტი გერმანიაში ფორმირების ეტაპზე იყო.[49] აღმოსავლეთ ფრონტზე ბროძოლების წაგება ნიშნავდა იმას რომ გერმანიაში პრაქტიკულად აღარ იყვნენ ჯარში გასაწვევი ახალგაზრდა მამაკაცები, სწორედ ამიტომ საშვალოდ გერმანელი ჯარისკაცები 6 წლით უფროსები იყვნენ ვიდრე მოკავშირეების ჯარისკაცები. ნორმანდიაში გერმანელი ჯარისკაცების უმეტესობა გერამანიის აღმოსავლეთ რეგიონებიდან იყვნენ. აქ ასევე იყვენ მოხალისეები ოკუპირებული საბჭოთა კავშირიდან, ისინი შეიარაღებულები იყვნენ არასანდო ხელში ჩაგდებული იარაღებით და აკლდათ გადაადგილების საშუალებები.[50][51] ბევრ გერმანულ შენაერთებს აკლდათ აღჭურვილობა.[52]

1944 წლის დასაწყისში გერმანიის დასავლეთ ძალები მნიშვნელოვნად დასუსტდა, რადგან გერმანიის უმაღლესმა სამხედრო სამართველომ საბჭოთა დნეპრ-კარპატის შეტევისას (1943-1944 წლებში) აღმოსავლეთ ფრონტზე გაგზავნა მთლიანი მეორე SS პანზერების კორპუსი, მეცხრე და მეთე SS პანზერ დივიზიები, 349-ე ქვეთი დივიზია, 507-ე მძიმე პანზერ ბატალეონი და 322-ე StuG ბატალეონი. საფრანგეთში განტავსებულ გერმანულ ძალებს გამოაკლდათ 45 827 ჯარისკაცი და 363 ტანკი, ანტი-სატანკო შეიარაღება.[53] ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი ძალების გადაყვანა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ფიურერის 51-ე დირექტივის გამოქვეყნების შემდეგ.[54][55]

მეთაურები

ვერმახტის უზენაესი მთავარსარდალი: ადოლფ ჰიტლერი

კონტენტინის ნახევარკუნძული

მოკავშირეების ძალები იუტას სანაპიროზე დაუპირისპირდნენ კონტინტინის ნახევარკუნძულზე განთავსებულ შემდეგ შენაერთებს:

დიდი ბანაკების სექტორი

გერმანელი ჯარისკაცები იყენებენ ხელში ჩაგდებულ ფრანგულ ტანკებს ნორმანდიაში, 1944 წელი

ამერიკელები ომაჰას სანაპიროზე დაუპირისპირდნენ შემდეგ შეანერთებს:

მოკავშირეების ჯარისკაცები ოქროს და ჯუნოს სანაპიროებზე დაუპირისპირდნენ 352-ე ქვეითი დივიზიის შემდეგ ელემენტებს:

    • 914-ე მეყუმბარეების პოლკი[60]
    • 915-ე მეყუმბარეების პოლკი[60]
    • 916-ე მეყუმბარეების პოლკი[60]
    • 352-ე არტილერიის პოლკი[60]

კანთან მყოფი ძალები

მოკავშირეების ძალები ოქროს ჯუნოს და ხმლის სანაპიროებზე დაუპირსპირდნენ შემდეგ გერმანულ შენაერთებს:

ატლანტიკური კედელი

ატლანტიკური კედელი, რომელიც ნაჩვენებია ყვითლად
  ღერძი და ღერძის მიერ ოკუპირებულ იქვეყნები
  ნეიტრალური ქვეყნები

წმინდა ნაზაირაზე და დიეპზე რეიდების შემდეგ 1942 წელს, ადოლფ ჰიტლერმა ფორტიფიკაციების მშენებლობის ბრძანება გასცა მთელს ატლანტის პირა რეგიონში, ესპანეთიდან ნორვეგიამდე მოკავშეირეების მხრიდან მოსალოდნელი შეტევისაგან თავის დასაცავად. ჰიტლერი მიზნად ისახავდა 15 000 სიმაგრე და 300 000 ჯარისკაცს რომლებსაც კედლის პერიმეტრი უნდა ეკონტროლებინათ, მაგრამ ცემენტის და ცოცხალი ძალის დეფიციტის გამო ყველა სიმაგრე არასოდეს აუშენებიათ.[66] როგორც შეტევისთვის ყველაზე აშკარა ადგილი პა-დე-კალე ყველაზე მყარად იყო დაცული.[66] ნორმანდიაში ყველაზე მყარად იყო გამაგრებული ჩერბურგი და სენ-მალო.[25] ნიდერლანდებიდან ჩერბურგამდე სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა და ზედამხედლობდა გენერალ-ფელმმარშალი ერვინ რომელი,[66][67] რომელსაც აფრიკაში მარცხის შემდეგ, ახლად ჰყავდა ჩაბარებული არმიის B ჯგუფი, რომელიც შედგებოდა მეშვიდე არმიისგან, მე-15 არმიისგან, ნიდერანდებში განთავსებული ძალებისგან და რეზერვებისაგან (მე-2, 21-ე და 116-ე პანზერ დივიზიებიგან).[68][69]

რომელს სჯეროდა რომ ნორმანდია იქნებოდა მოკავშირეთა შეტევის მთავარი სამიზნე სწორედ ამიტომ ნორმანდიაში მან გასცა ბრძანება მთელს სანაპიროზე განელაგებინათ მეტალის სამფეხები, მინები, ანტი-სატანკო დაბრკოლებები და ასევე დაემატებინათ დამატებითი უძარავი შეარაღებები სტრატეგიულ წერტილებში.[70] რომელი მოკავშირეთა შეტევას მაღალ ტალღებში ელოდებოდა სწორედ ამიტომ ხაფანგების ნაძილი ღრმა წყლებში განალაგეს.[41] დაფარულმს ხაფანგებმა, მავთუ ხლართებმა და ნაღმებმა დესანტის გადასხმა ქვეითი ჯარისთვისაც სახიფათათო გახადა.[70] ასევე ერვინ რომელის ბრძანებით სანაპიროზე ნაღმების რაოდენობა გაასამმაგეს.[25] საჰაერო ბრძოლებმა ლუფტვაფე ევროპაში გაანადგურა, აღმოსავლეთ ევროპაში ლუფტვაფეს მხოლოდ 815 თვითმფრინავი[71] იყო დარჩენილი ხოლო მოკავშირეების 9 543.[72] რომელმა იციდა რომ საჰაერო მხარდაჭერა არ ექნებოდა.[73] სწორედ ამიტომ მან პარაშუტისტების საწინააღმდეგო ხაფანგი რომელის ასპარაგუსი განალაგა მდელოებზე და ველებზე.[25]

6-8 ივნისს, 1944 წელს, გერმანიაში, შედგა გერმანიის არმიის უზეანაესი სამმართვეოს კონფერენცია რადაც განიხილავდნენ ჩრდილოეთ სანაპიროების პორებში და აეროპორტებში თავდაცვის მიზნით მცირე დანაყოფეფის ჩაყენებას.[74]

ვიკიციტატა
„თავად გერმანიაშიც ჩვენ არანაირი სამხედრო ძალა არ გვყავდა. თუ ბრემენის ან ჰამბურგის რომელიმე აეროპოტს პარაშუტისტები აიღებდენ, ამ ქალაქების პორტები დაუცველი იყო, მოწინააღმდეგის მთავარი არმია პორტში უპრობლემოდ შევიდოდა და მთლიან გერმანიას და ბერლინს სულ რამდენიმე დღეში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავებდნენ. “
(ნაცისტური გერამნის შეარაღების მინისტრი, ალბერტ შპეერი[75])

ჯავშანტექნიკური რეზერვები

ერვინ რომელს სჯეროდა რომ შეტევის შეჩერაბა დესანტის გადასხმისთანავე, სანაპიროებზე იყო აუცილებელი. მან მოითხოვა ჯავშანტექნიკის, განსაკუთრებით ტანკების, სანაპიროსთან რაც შეიძლება ახლოს განელაგებინათ. გერდ რუნდშტეტი და სხვა უფროსი მეთაურები მას ეწინააღმდეგებოდნენ. მათ სჯეროდათ რომ შეჭრის შეჩერება სანაპიროზე შეუძლებელი იყო. გერდს საუკეთესოდ მიაჩნდა ტანკების პარიზთან ახლოს განლაგება და მათი გამოყენება მხოლოდ მაშინ როდესაც სანაპიროზე მოკავშირეების მთავარი ბანაკის იდენტიფიცირება მოხდებოდა. ასევე მან გაიხსენა იტალიის კამპანია სადაც სანაპიროსთან ახლოს განლაგებული ტანკები საზღვაო დაბომბვებმა დააზიანა. რომელი კამათობდა რომ მოკავშირეების საჰაერო უპირატესობის გამო ტანკების მასიური გადაადგილებები შეუძლებელი გახდებოდა. ჰიტლერის საბოლოო გადაწყვეტილება იყო, ერვინ რომელის მეთაურობის ქვეშ გადაეყვანა 3 პანზერ დივიზია როგორც რეზერვები, გერდ ფონ რუნდშტეტის მეთაურობაში დაეტოვებინა ასევე 3 პანზერ დივიზია და დანარჩენი 4 დივიზიაზე პირადი მეთაურობა აიღო, ჰიტლერის პირდაპირი ბრძანების გარეშე ამ 4 დივიზიის გამოყენება კატეგორიულად აიკრძალა.[76][77][78]

ბრძოლა მოკავშირეთა მხრიდან

ნორმანდიაში შეჭრის მარშუტები

მოკავშირეთა საექსპედიციო ძალების უზენაესი შტაბბინა, მეთაური: აშშ-ის არმიის გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი

21-ე არმიის ჯგუფი, მეთაური: ფილდმარშალი ბერნანდ მონტგომერი[79]

აშშ_ის ზონები

აშშ-ის პირველი არმია, მეთაური: გენერალ-ლეიტენანტი ომარ ბრედლი[79]

პირველი კონტიგენტი სულ შეადგენდა 78 000 ჯარისკაცს, 15 600 პარაშუტისტების ჩთვლით.[80]

იუტას სანაპირო

ომაჰას სანაპირო

ბრიტანული და კანადური ზონები

მე-3 ქვეითი დივიზიის სამეფო საზღვაო ძალების ქვეთები ხმლის სანაპიროზე, 1944 წლის 6 ივნისი

კანადისა და ბრიტანეთის მეორე არმია, მეთაური: გენერალ-ლეიტენატი მაილს დემფსი

საერთო ჯამში მეორე არმიაში 83 115 ჯარისკაცი იყო, აქედან 61 715 ბრიტანელი. ბრიტანეთის საზღვაო და საჰაერო ძალებში ირიცხებოდნენ დიდი რაოდენობის ჯარისკაცები ბრიტანეთის ზღვისგადაღმა კოლონიებიდან. მაგალითად, მისიებში მიიღეს მონაწილეობა რეგულარული სამეფო ავსტრალიური საჰაერო ძალების (RAAF) ესკადრონმა, 9 მუხლი XV-ეს ესკადრონმა და ასობით ეკიპაჟის წევრმა სხვა კოლონიებიდან, რომლებიც სამეფო საჰაერო ძალები (RAF) და სამეფო საზღვაო ძალების ხომალები (RN) ხომალდებზე იყვნენ განწესებულნი.[84] შეჭრისას გამოყენებული თვითმფრინავების ორი-მესამედი სამეფო საჰაერო ძალები (RAF) ეკუთნოდა.[85]

ოქროს სანაპირო

ჯუნოს სანაპირო

ხმლის სანაპირო

79-ე დაჯავშნული დივზიია: გენერალ-მაიორი პერსი ჰობარტის მეთაურობით.[89] შედგებოდა სპეციალური დაჯავშნული ტრანსპორტით რომლებმაც ხელი შეუწყვეს დესანტის გადასხმას მეორე არმიის სექტორის ყველა სანაპიროზე.

ფრანგულ წინააღმდეგობების მოძრაობებთან კომუნიკაცია

საფრენგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის და აშშ-ის 82-ე პარაშუტისტთა დივიზიის წევრები განიხილავენ სიტუაციას ნორმანდიის ბრძოლისას

ლონდონში განთავსებული საფრანგეთის შინაგან საქმეთა ძალების დახმარებით, ბრიტანეთმა გამართა საბოტაჟების კამპანია რომლებიც საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობებს უნდა შეესრულებინათ. მოკავშირეებმა შეიმუშავეს 4 გეგმა რომლებიც წინააღმდეგობის მოძრაობებს უნდა შეესრულებინათ დესანტის გადასხმის დროს და დესანტის შემდეგ დღეებში[90][91][92][93]:

  • გეგმა Vert (ქართ. მწვანე) — 15 დღიანი საბოტაჟების ოპერაცია რომლის სამიზნეს რკინიგზების სისტემები წარმოადგენდა.
  • გეგმა Bleu (ქართ. ცისფერი) — ელექტრო ობიექტების განადგურების ოპერაცია.
  • გეგმა Tortue (ქართ. კუ) — ოპერაცია რომლის მიხედვითაც საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობებს უნდა შეეჩერებინათ ან შეენელებინათ გერმანიის ნებისმიერი დამხმარე ძალები.
  • გეგმა Violet (ქართ. იისფერი) — ტელეკომუნიკაციების ხაზების დაგაჭრის ოპერაცია.[94]

საზღვაო აქტივობები

დესანტის გადასხმის დაგეგმვისას გამოყენებული რუკა საუთვიკის სახლში, პორტსმუთთან ახლოს
დიდი სადესანტო ხომალდების კოლონა კვეთავს ლა-მანშის სრუტეს 1944 წლის 6 ივნისს

შეჭრის საზღვაო ოპერაციები ისტორიკოსმა კორნელი ბარნეტმა დაახასიათა როგორც: „არასდროს გადაუჭარბებია შედევრული დაგეგმვისთვის“.[95] საზღვაო ეპერაციების საერთო მეთაური იყო ადმირალი სერ ბერტჰამ რემსი, რომელმაც ფლაგმანად იმსახურა დუვრში დანკირკის ეაკუაციისას, ის ასევე იყო პასუხისმგეებელი ჩრდილოეთ აფრიკაში შეჭრის დაგეგმვაზე 1942 წელს, და ორიდან ერთი ფლოტის მეთაური რომელმაც სიცილიაში შეჭრაში მიიღო მონაწილეობა 1943 წელს.[96]

შეჭრის ფლოტი რომელიც სხვა სხვადასხვა საძღვაო ძალებისგან შეიქმნა სულ მოიცავდა 6 939 გემს, აქედან 1 213 საბრძოლო ხომალდი, 4 126 სადესანტო ხომალდი, 736 დამხმარე ხომალდი და 864 მომარაგებელი გემი.[80] ფლოტის უმეტესობან ბრიტანული გემები შეადგენდა, ბრიტანული იყო 892 საბრძოლო ხომალდი და 3 261 სადესანტო ხომალდი.[85] საერთო ჯამში ფლოტში მსახურობდა 195 711 ეკიპაჭის წევრი, აქდან 137 824 ბრიტანელი, 52 889 ამერიკელი და 4 998 სხვა მოკავშირეებიდან.[80][7] შეჭრისთვის ფლოტი 2 ნაწილად გაიყო, დასავლეთ ოპერაციათა საზღვაო ძალა ადმირალი ალან კირკის მეთაურობით რომელიც აშშ-ის ზონებში მსახურობდა და აღმოსავლეთ ოპერაციათა საზღვაო ძალა ადმირალი სერ ფილიპ ვიანის მეთაურობით რომელიც კანადის და დიდი ბრიტანეთის ძალებს უწევდა დახმარებას.[97][96] ფლოტებისთვის ხელმისაწვდომი იყო 5 საბრძოლო ხომალდი, 20 კრეისერი, 65 გამანადგურებელი და ორი მონიტორი.[98] ნორმანდიის წყლებში გერმანიის საძღვაო ძალები მოიცავდა: 3 ტორპედო კატარღას, 29 სწრაფ თავდამსხმელ ნავს, 36 R-ნავს და 36 განმნაღველს. გერმანულ მხარეს ასევე ჰყავდა გაურკვეველი რაოდენობის წყალქვეშანავი (U-boat).[99][41]

საზღვაო დანაკარგები

05:10 საათზე, ოთხმამა გერმანულმა ტორპედო კატარღებმა გაისროლეს 15 ტორპედო აღმოსავლეთ ოპერაციათა საზღვაო ძალების ხომალდების წინააღმდეგ. ტორპედოებით ჩაიძირა ნორვეგიული გამანადგურებელი HNoMS Svenner-ი ხმლის სანპიროსთან ახლოს, მაგრამ HMS Warspite-ი და HMS Ramillies-ი გადარჩნენ. თავდასხმის შემდეგ კატარღები აღმოსავლეთით RAF-ის მიერ შექმნილ კვამლში გაუჩინარდნენ.[100] გერმანულმა ნაღმებმა დაძირეს USS Corry და წყალქვეშა მდევარი USS PC-1261.[101] მოკავშირეებმა ასევე დაკარგეს დაუდგენელი რაოდენობის სადესანტო ხომალდები.[102]

დაბომბვა

რუკაზე ასახულია შეჭრის არეაში ნაღმებისაგან გათავისუფლებული არხები, დაბომბვაში ჩართული გემების და სანაპიროზე განლაგებული სამიზნეების ადგილმდებარეობებს

ნორმანდიის დაბომბვა დაიწყო შუაღამისას როდესაც 2 200-ზე მეტმა ბრიტანულმა, კანადურმა და ამერიკულმა ბომბდამშენებმა სანაპიროზე და ხმელეთის შიგნით პირველ სამიზნეებს შეუტიეს.[41] სანაპიროების დაბომბვა მეტწილად წარუმატებელი აღმოჩნდა ომაჰას სანაპიროზე, რადგან დაბალმა ღრუბლებმა მონიშნული სამიზნეების დანახვა შეუძლებელი გახადა. ბევრმა ბომბდამშენმა კი თავიანთი შეტევები გადადეს და შესაბამისად სანაპირო დაცვების განადგურება ვერ მოახერხეს.[103] გერმანელებს ნორმანდიაში თავდასხმის დროს 570 თვითმფრინავი ყავდათ, ხოლო უშუალოდ გერმანიაში კი 964.[41]

გამნამღველებმა სრუტის გაწმინდვა შეჭრისთვის შუაღამისას დაიწყეს და გამთენიისას დაასრულეს ისე რომ წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ.[104] დასავლეთ ოპერაციათა საზღვაო ძალა მოიცავდა საბრძოლო ხომალდ USS Arkansas, USS Nevada და USS Texas-ს, რვა კრუიზერს და 28 გამანადგურებელს.[105] ხოლო დასავლეთ ოპერაციათა საზღვაო ძალა მოიცავდა საბრძოლო ხომალდ HMS Warspite და HMS Ramilles, მონიტორ HMS Roberts, ოც კრუიზერს და 37 გამანდაგურებელს.[106] საზღვაო დაბომბვა დაიწყო 5 საათსა და 50 წუთზე (თავდაპირველ დაგეგმვაში დაბომბვა 5 საათზა და 45 წუთზე უნდა დაწყებულიყო მაგრამ სიბნელის გამო გადაიდო 5 წუთით).[107] რადგანაც ომაჰას და იუტას სანაპიროებზე დესანტი 6 საათსა და 30 წუთზე უნდა გადასხმულიყო (ერთი საათით ადრე ვიდრე ხმლის, ჯუნოს და ოქროს სანაპიროებზე), სწორედ ამიტომ ომაჰას და იუტას სანაპიროებზე საძღვაო დაბომბა მხოლოდ 40 წუთს გაგრძელდა.[108]

საჰაერო ოპერაციები

საზღვაო დესანტის წარმატება დამოკიდებული იყო მყარი სათავის ჩამოყალიბებაზე, რომლიდანაც შესაძლებელი იქნებოდა კარგად მომარაგებული, მოწინააღმდეგის წინა ხაზების გარღვევის შესაძლებლობის მქონე ძალის ჩამოყალიბება. სადესანტო ძალები განსაკუთრებით დაუცველები იყვნენ ძლიერი კონტრშეტევების წინააღმდეგ მთავარი ძალების სანაპიროეზე გამოჩენამდე, მსგავს კრიტიკულ სიტუაციებში მოწინააღმდეგის კონტრშეტევების განხორციელების უნარის შესანელებლად ან გასანადგურებლად, გამოყენებული იქნენ პარაშუტისტების დივიზიები ხიდების, გზების და რელიეფური მახასიათებლების აღებებისათვის სადესანტო სანაპიროების დასავლეთ და აღმოსავლეთ ფლანგებზე. სადესანტო სანაპიეობთან მპშორებით განხორციელებულ საჰაერო დესანტებს ასევე ჰქონდათ გერმანული წინააღმდეგობის შემცირების და ზოგ შემთხვევაში გერმანული სანაპირო დაცვების სრული განადგურების მიზნები.[109][110]

აშშ-ის 82-ე და 101-ე საჰაერო დივიზიები დანიშნული იქნენ სამიზნეებზე ომაჰას სანაპიროზე, სადაც მათ ხელში უნდა ჩაეგდოთ რელიეფის რამდენიმე ბუნებრივი ვიწრო გასასვლელი, რომლებიც გერმანელებმა სპეციალურად დატბორეს. მაისის თვეში მიღებული მოკავშირეების სადაზვერვო ანგარიშის მიხედვით რეგიონში დამატებით იქნა განთავსებული ვერმახტის 91-ე ქვეითი დივიზია, რაც ნიშნავდა რომ თავდაპირველად შერჩეული პარაშუტისტების დაჯდომის წერტილები შედარებით უფრო სამხრეთით და აღმოსავლეთით გადაიტანეს.[111] დიდი ბრიტანეთის მე-6 საჰაერო დივიზიას, აღმოსავლეთ ფლანგზე, ხელში უნდა ჩაეგდო კანის არხზე და მდინარე ორნზე გადებული ხიდები და ასევე უნდა გაენადგურებინათ ხუთი ხიდი მდინარე დივსზე და მერვილის საარტილერიო დანადგარების გამაგრებული პოზიციები ხმლის სანაპიროზე.[112][113][114]

სანაპირო დესანტები

სანაპიორების რუკა და პირველი დღის წინსვლა

ტანკები

ზოგი სადესანტო ხომალდი მოდიფიცირებული იყო რათა ქვეითებისათვის მხარდაჭერი ცეცხლი გაეხსნათ და თვითმავალი საზღვაო დუპლექსური ტანკები სპეციალურად ნორმნანდიის დესანტისათვის შეიქმნა.[115][116]

იუტა

ამერიკელი სამხედროები იუტას სანაპიროზე. სადესანტო ხომალდეი უკანა ფონზე.

იუტას სანაპირო იყო არეაში, რომელსაც იცავდნენ ვერმახტის 919-ე მეყუმბარეების პოლკის ორი ბატალეონი.[117] აშშ-ის მეოთხე ქვეითი დივიზიის მერვე ქვეითი პოლკის წევრები სანაპიროზე 06:30 საათზე გამოჩნდნენ. მათი სადესანტო ხომალდი, ძლიერი ტალღების დამსახურებით, სანაპიროზე დანიშნულების ადგილიდან 1.8 კილომეტრის მოშორებით, სამხრეთით, აღმოჩნდა.[118][119]

თავდაპირველი თავდასხმის ბატალეონებს სწრაფათ მოჰყვნენ 28 DD ტანკები, ინჭინრების რამოდენიმე ტალღა გასუფთავების გუნდები რათა სანაპიროები გაეწმინდათ დაბრკოლებებისა და ნაღმებისგან. ზღვის კედლებში გასასვლელები ააფეთქეს რათა სამხედროებსა და ტანკებს სწრაფად შეძლოდათ სანაპიროზე პოზიციების დაკავება. საბრძოლო დანაყოფებმა სანაპირო დაახლოებით 09:00 საათზე დატოვეს. პატარა შეტაკებეი 919-ე მეყუმბარეთა პოლკის ნაწილებთან მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, რომლებიც შეიარაღებილნი ივნენ ანტი-სატანკო არტილერიითა და ანტი-სატანკო ცეცხსასროლი იარაღებით. გერმანელების მთავარი გამაფრებული წერტილი 1.2 კმ-ით სამხრეთში განადგურებული იქნა შუადღისთვის.[120] აშშ-ის მე-4 ქვეითი დივიზიამ ვერ შეასრულა მათზე გაცემული ყველა დავალება, რადგან ისინი თავდაპირველი დანიშნული ადგილიდან ზედმეტად სამხრეთით აღმოჩნდნენ, თუმცა მათ 21 000 სამხედროსაგან მხოლოდ 197 დანაკარგი განიცადეს.[121][122]

წერტილი დან ჰოკი

ამერიკელი რეინჯერები ადიან კლდეზე, წერტილი დან ჰოკი

წერტილი დან ჰოკი, მნიშვნელოვა სადესანტო წერტილი ომაჰასა და იუტას სანაპიროებს შორის, დანიშნული იყო როგორც აშშ-ის რეინჯერების მეორე ბატალეონის ასეულის სამიზნედ, რომელსაც მეთაურობდა პოლკოვნიკ-ლეიტენანტი ჯეიმზ რუდერი. მათი დავალება იყო, ასულიყვნენ 30 მეტრის სიმაღლის კლდეებზე თოკებით ან კიბეებით და გაენადგურებინათ სანაპირო საარტილერიო დანადგარები კლდის თავზე. კლდეებს იცავდნენ ვერმახტის 352-ე ქვეითი დივიზია და ფრანგი კოლაბოტარორები. [123] მოკავშირეების გამანადგურებლები USS Satterlee და HMS Talybont ქვეით ნაწილებს დამხმარე ცეცხლით უჭერდნენ მხარს. კლდეზე ასვლის შემდეგ, რეინჯერებმა აღმოაჩინეს რომ საბრძოლო დანადგარები გადატანილი იყო უცხო ლოკაციაზე. რეინჯერებმა საბოლოოდ დანადგარები წერტილიდან 550 მეტრის მოშორებით, სამხრეთით იპოვეს და ასაფეთქებლებით გაანადგურეს.[123]

ომაჰა

ამერიკელი სამხედროები ომაჰას სანაპიროსკენ მიმავალ LCVP სადესანტო ხომალდზე, 1944 წლის 6 ივნისი.

ომაჰა, ყველაზე მყარად დაცული სანაპირო, დანიშნული იქნა აშშ-ის პირველი და 29-ე ქვეითი დივიზიების სამიზნედ.[124] ამერიკელები ელოდნენ მხოლოდ ერთ პოლკთან ბრძოლას, თუმცა სანაპიროზე დაცვის ხაზებში მათ ვერმახტის 352-ე სრული დივიზია დახვდათ.[125] ძლიერმა ქარმა და ტალღებმა ბევრ სადესანტო ხომალდს აიძულა თავდაპირველად არჩეული პოზიციებიდან აღმოსავლეთითი გაგზავნა და შეანელა მათი წინსვლა.[126] სახმელეთო ხომალდების დაბომბვის შიშით, აშშ-ის ბომბდამშენებმა გადადეს სანაპიროს დაბომბვის დრო, რამაც ომაჰას სანაპიროზე დატოვა დაუზიანებელი წინააღმდეგობები იმ დროისათვის, როდესაც დესანტები უკვე დანიშნულების ადგილებზე იყვნენ.[127] სადესანტო ხომალდების დიდი ნაწილი ქვიშის ზოლებში გაიჭედა, და სამხედროებს 100-50 მეტრი ყელამდე წყალში სიარული მოუწიათ სანაპიროებამდე მისაღწევად, როდესაც პარალელურად მათ მიმართ ვერმახტის ძალებს ჰქონდათ გახსნილი ცეცხლი.[116] უხეში ტალღების ფონზე, აშშ-ის 741-ე სატანკო ბატალეონის ორი კომპანიის DD ტანკები გაშვებულნი იქნენ სანაპიროდან 4 600 მეტრში; თუმცა 32 ტანკიდან 27 დაიტბორა და ჩაიძირა რასაც 33 ეკიპაჭის წევრის გარდაცვალება მოჰყვა.[128] ტანკები ნაწილი, რომლებმაც გადაადგილების საშუალება სანაპიროზე დაკარგეს, განაგრძნობდა დამხმარე ცეცხლის გახსნან მანამ, სანამ არ გაუთავდათ ამუნიციები.[129]

კლდების მწვერვალებიდან წამოსულმა ცეცხლმა 2000-მდე სამხედრო შეიწირა.[130] სანაპიროს წმენდისას აღმოცენებულმა პრობემებმა სანაპიროს მეთაური აიძულა შეეჩერებინა ტექნიკის წინსვლა 08:30 საათზე. დაახლოებით ამავე დროს სანაპიროსთან გამოჩნდა გამანადგურებლების ჯგუფი რათა ეწარმოათ მხარდამჭერი ცეცხლი და დესანტის გადასხმის გაგრძელება შესაძლებელი გამხდარიყო.[131] სანაპიროდან გასვლა მხოლოდ მყარად დაცული ხუთი ხეობების გავლით შეიძლებოდა.[132] შუადღისას, როდესაც საარტილერიო დაბომბვის შედეგებმა თავი იჩინა და გერმანელებსაც საბრძოლო მასალა გაუთავდათ, ამერიკელებმა შეძლეს სანაპიროზე ზოგი სათავდაცვო ხაზების გაწმენდა. ასევე ამ დროს ამერიკელებმა დაიწყეს მოწინააღმდეგის ხეობების გათავისუფლება რათა მძიმე ტექნიკას დაეტოვა სანაპირო.[132] მოკავშირეების მიერ სანაპიროს დაძაბული გაფართეობა მომდევნო რამოდენიმე დღეზე გაიწელა და ომაჰას სანაპიროზე დანიშნული დავალებები, დესანტის გადასხმიდან სამ დღეში შესრულდა.[133]

ოქრო

ბრიტანელი სამხედროები მწვამნე სექტორზე, ოქროს სანაპიროზე

ოქროს სანაპიროზე დესანტის გადასხმა ჩანიშნული იყო 07:25 საათზე.[134] ძლიერმა ქარმა სადესანტო ხომალდებისათვის სიტუაცია გაართულა და DD ტანკები სანაპროსთან ან პირდაპირ სანაპიროზე გამოვიდნენ ღრმა წყლების ნაცვლად.[135] ოთხიდან სამი საარტელერიო დანადგარი განადგურებული იქნა კრუიზერების HMS Ajax და HMS Argonaut პირდაპირი ცეხლით 06:20 საათზე. მეოთხე დანადგარმა განაგრძო მუშაობა და მისი გარნიზონი 7 იანვარს დანებდა.[136] საჰაერო თავდასხმებმა ვერ შეძლეს ლე ჰამელის სიმაგრის დაზიანება.[137][138][139][140]

ამავდროულად, ქვეთებმა განაგრძეს გამაგრებული სახლების გათავისუფლება სანაპიროზე და მეტად წაიწიეს წინ.[141] The No. 47 (სამეფო საზღვაო ქვეითი) კომანდო მიუახლოვდა ენ ბისინის პორტს და პორტი დაიკავა ენ ბესინის პორტის ბრძოლის შედეგად, ერთი დღის შემდეგ.[142] კომპანიის სერჟანტ მაიორმა სტენლი ჰოლისმა მიიღო ოპერაცია ნეპტუნისათვის გაცემული ერთადერთი ვიქტორიის ჯვარი, მისი ქმედებებისათვის ფლეურის მაღალ წერტილზე შეტევისას.[143] დასავლეთ ფლანკზე, პირველი ბატალეონის ჰამპშაიერის პოლკმა აიღო არომანჩესი (მოსამალში მულბერი „B“-ს პოზიცია), და შეუერთდნენ კანადურ დანაყოფებს ჯუნოს სანაპიროზე.[144] ბაიეუოს აღება ვერ მოხერხდა 352-ე ქვეითი დივზიის მყარი წინააღმდეგობის დამსახურებით.[141] მოკავშირეებმა ოქროს სანაპიროზე 1 000 სამხედრო დაკარგეს.[11]

ჯუნო

სამეფო კანადიური საზღვაო კომანდო „W“, დესანტის გადასხმისას ჯუნოს სანაპიროზე, 1944 წლის 8 ივლისი

დესანტი ჯუნოზე დაგვიანდა და ქვეითები სანაპიროზე მხარდაჭერის გარეშე გამოჩდნენ, შედეგად ქვეითმა ძალებმა ხომალდების დატოვებისას დიდი დანაკარგები განიცადეს. დაბომბვების უმეტესობა კი აცდა გერმანელების გამაგრებულ პოზიციებს.[145] სანაპიროს დასატოველბად შეიქმნა რამოდენიმე გასასვლელი. დასავლეთ ფლანგზე, დიდი ორმო ამოსვსებული იქნა მიტოვებული ტანკების მეშვეობით, რომლებიც ადგილზე 1972 წლამდე დარჩნენ.[146][147]

მთავრი გერმანული სიმაგრეები 75 მილიმეტრიანი საარტილერიო დანადგარებით, ტყვიამფქვევებით, მავთუხლართებით და ნაღმებით მდებარეობდნენ კოლსულ სიუღ მეა, სეინტ უბან სიუღ მეა და ბეღნიეღ სიუღ მეაში.[148] თავად დასახლებებიც კი სახლიდან სახლამდე ბრძოლების მეშვეობით იქნა გათავისუფლებული.[149] სამხედროებმა ბენი სიუღ მეასაკენ სვლისას აღმოაჩინეს ტყვიამფრქვევების პოზიცია, რომლებისათბის გვერდი უნდა აეარათ წინსვლის გასაგრძელებლად.[150] კანადის მე-9 ქვეითი ბრიგადის ელემენტებმა, შუადღის მიწურულს მიაღწიეს პოზიციებს, საიდანაც კანის კარპიკეს აეროპორტის დანახვა იყო შესაძლებელი, თუმცა ამ დროს დამხმარე ჯავშანტექნიკას საბრძოლო მასალა აკლდა და შედეგად კანადელებს დამატებით წინ აღარ წაუწევიათ. აეროპორტის აღება შესაძლებელი მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გახდა და ეს ახლო არეალი სასტიკი ბრძოლის ველად გადაიქცა.[151] დაღამებისას, ჯუნოს და ოქროს სანაპიროები ერთიანად ფარავდნენ 19 კილომეტრის სიგანის და 10 კილომეტრის სიღრმის ტერიტორიას.[152] მოკავშირეებმა ჯუნოზე 961 სამხედრო დაკარგეს.[153]

ხმალი

ბრიტანელი სამხედროები თავს აფარებენ ხმლის სანაპიროზე დესანტის გადასხმის შემდეგ.

ხმლის სანაპიროზე DD ტანკების გადასხმა 07:30 საათზე დაიწყო, 25 ტანკსაგან 21 წარმატებულად გადავიდა სანაპიროზე ქვეითი სამხედროების დასაზღცევად.[154] სანაპირო მყარად იყო დაცული ნაღმებითა და სხვადასხვა დაბრკოლებებით, რამაც სანაპიროს გამწმენდი ჯგუფების დავალება რთული და საშიში გახადა.[155] ქარშიან ამინდში, ტალღები იმაზე სწრაფად მოძრაობდნენ ვიდრე მოსალოდნელი იყო, და ბრონირებული ტექნიკით მანევრირება რთული გახდა. სანაპირო სწრაფად გადაიქცა სასტიკ ბრძოლის ველად.[156] ბრიგადერი სიმონ ფრეიზერი (ლოვატოს მეთხუთმეტე ლორდი) და მისი სპეციალური სამსახურის პირველი ბრიგადა სანაპიროზე მეორე ტალღისას ჩავიდნენ.[157] ნომერ მეოთხე კომანდოს წევრები ოუისტრეჰამიში გაიარეს რათა გერმანული საარტილერიო დანადგარებისათვის უკნიდან შეეტიათ. მოკავშრეებს აქ არსებული სადაზვერვო კოშკისათვის გვერდის ავლა მოუწიათ და იგი რამოდენიმე დღის შემდეგ აიღეს.[158] ფრანგული ძალებმა, ფილიპ კიფერის მეთაურობით, შეუტიაეს და იაიღეს მძიმედ გამაგრებული წერტილი კაზინოზე, რივა ბელაში, ერთ-ერთი DD ტანკის დახმარებით.[158]

'მორისის' სიმაგრე კოლოვილე სიუღ მერთან ახლოს დაახლოებით ერთ საათიანი ბრძოლოს შემდეგ აიღეს.[156] ახლოსმდებარე 'ჰილმან' სიმგადრე, 736-ე ქვეითი ქოლკის შტაბ-ბინა, იყო დიდი სათავდაცვო კომპლექსი, რომელიც დილის დაბომბვებს უვნებლად გადაურჩა. 'ჰილმანი' მოკავშირეებმა 20:15 საათზე აიღეს.[159] მეორე ბატალეონის მეფის შოპშაიერის მჩატე ქვეითმა პოლკმა კანისაკენ სვლა ფეხით განაგრძო, ქალაქთან რამოდენიმე კილომეტრით მიახლოვების შემდეგ მათ უკან დახევა მოუწიათ, ჯავშანტექნიკის მხარდაჭერის არქონის მიზეზით.[160] 16:00 საათზე, 21-ე პანზერ დივიზიამ დაიწყო კონტრშეტევა ხმალსა და ჯუნოს შორის და თითქმის წარმატებით მიაღწიეს ლა-მანშის სრუტის სანაპიროს. მათ დაუპირისპირდათ ბრიტანეთის მესამე დივიზია და მალე უკან დაიხიეს კანის და ბაიოუს დასაცავად.[161][162] მოკავშირეებმა ხმლის სანაპიროზე დაახლოებით 1 000 სამხედრო დაკარგეს.[11]

შედეგი

სიტუაციის რუკა 1944 წლის 6 ივნისს, 24:00 საათისათვის

ოპერაცია ნეპტუნი იყო ყველაზე დიდი საზღვაო შეჭრა ისტორიაში, თითქმის 5 000 საესანტო ხომალდით, 289 საესკორტო ხომალდით და 277 განმნაღველი ნავი.[163] შეჭრის დღეს ლა-მანშის სრუტე 156 000-მა სამხედრომ გადაკვეთა, [27] რომლებსაც ივნისის დასასრულისათვის 875 000 სამხედრო დაემატათ [164] მოკავშირეებს პირველ დღეს სულ მცირე 10 000 სამხედრო ჰყავდათ ნორმანდიაში, 4 414 დაზუსტებული გარდაცვლილით.[165] გერმანელებმა 1 000 სამხედრო დაკარგეს.[166] მოკავშირეების გეგმა მიზნად ისახავდა კარებთან საინტ ლოს, კანის და ბაიუეს აღებას პირველივე დღეს, ყველა სანაპიროს (იუტას გარდა) ერთმანეთთან დაკავშირებასთან ერთად; დასახული მინებისგამ ვერცერთის შესრულება მოხერხდა.[167] სანაპიროები ერთმანეთს 12 ივნისამდე ვერ დაუკავშირდნენ, რა დროისთვისაც მოკავშირეებს 97 კილომეტრის სიგრის და 24 კილომეტრის სიღრმის ფრონტი ეკავათ.[168] კანი, მნიშვნელოვანი სამიზნე, კვლავ გერმანელების ხელში იყო დესანტის დღეს და მოკავშირეების ხელში სრულიად 21 ივლისს გადავიდა.[169] გერმანელებმა ფრანგ მშიდობიან მოქალაქეებს პოტენციური ბრძოლის ველების დატოვება უბრძანეს ნორმანდიაში.[170] სამოქალაქო დანაკარგები დესანტის გადასხმიდან მეორე დღისათვის სავარაუდოდ 3 000 იყო.[171]

ნორმანდიაში მოკავშირეების გამარჯვება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ატლანტიკური კედელი არ იყო სრულ მზადყოფნაში; დესანტის გადასხმამდე ცოტა ხნით ადრე რომელმა ანგარიში დაწერა, რომლის მიხედვითაც ატლანტიკური კედელი ზოგ ადგილას მხოლოდ 18%-ით იყო მზად, რადგან რესურსების სხვა ადგილებში გადაანაწილეს.[172] ოპერაცია სიმაგრის მატყუარა ტაქტიკები წარმატებული იყო, გერმანელები იძულებელნი იყვნენ დაეცვათ სანაპიროს უზარმაზარი ნაწილი.[173] მოკავშირეებმე დაამყარეს და შეინარჩუნეს საჰაერო უპირატესობა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გერმანელებს არ შეეძლოთ განეხორციელებინათ დაკვირვებები ბრიტანეთში მიმდინარე მომზადებით სამუშაოებზე და არ შეეძლოთ ბომბამშენებით ბრძოლაში ჩართვა.[174] სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა საფრანგეთში მძიმედ დააზიანეს დაბომბვებმა და ფრანგულმა წინააღმდეგობამ, რამაც გაართულა გერმანელებისთვის მომარაგებისა და დამხმარე ძალების სანაპირომდე მიტანა.[175] ზოგიერთი საწყისი დაბომბვა აცდა სამიზნეს ან არ იყო საკმარესად კონცენტრირებული,[127] მაგრამ სპეციაურმა ბრონირებულმა ტრანსპორტებმა ყველგან კარგად იმუშავეს ომაჰას გარდა, ისინი სამხედროებს ახლო საარტილერიო მხადრაჭერას აძლევდნენ სანაპიროებზე გადასვლისას.[176] გაუკვერვლობამ და რთულმა სამმართველო სტრუქტურამ ვერმახტის მაღალ სამმართველოში ასევე ხელი შეუწყო მოკავშრეების წარმატებას.[177]

ოპერაციები დესანტის გადასხმის შემდეგ

მემორიალები და ტურიზმი

ომაჰას სანაპიროზე მულბერის ნავსადგურის ნაწილების ხილვა დღემდე შესაძლებელია, და რამდენიმე სანაპირო დაპრკოლება კვლავ არსებობს. აშშ-ის ეროვნული გვარდიის მემორიალი განთავსებულია ყოფილი გერმანული გამაგრების ადგილას. წერტილი დან ჰოკი შეიცვალა 1944 წლის შემდეგ, რელიეფი დაფარულია აფეთქებების კრატერებით და ზოგიერთი ცემენტის ბუნკერი კვლავ ადგილზეა. ახლოსაა ნორმანდიის ამერიკული სასაფლაო და მემორიალი, კოლოვილე სიუღ მერში.[178] იუტას სანაპიროს მუზეუმუ მდებარეობს სეინტ მერი დუ მონტზე. ახლოსვეა განთავსებული ორი გერმანული სამხედრო სასაფლაო[179]

პეგასუსის ხიდი, ბრიტანეთის მე-6 საჰაერო დივიზიის სამიზნე, იყო ადგილი, სადაც ნორმანდიის დესანტის პირველი ბრძოლები გაიმართა. 1994 წელს ხიდი მხგავსი სხვა ხიდით ცაანაცვლეს, და ორიგინალი ახლა ახლოსმდებარე მუზეუმში ინახება.[180] მელბურის ნავასდგური B-ის სექციები კვლავ წყლის ზედაპირზეა არომანჩეში, და ახლოსაა კარგად შემონახული ლონგეს სიუღ მერის საარტილერიო დანადგარი.[181] ჯუნოს სანაპიროს ცენტრი, გაიხსნმა 2003 წელს, დააფუძნეს კანადის ფედერალურმა და პროვინციალურმა მთავრობებმა, საფრანგეთმა და კანადელმა ვეტერანებმა.[182]

პოპ კულტურაში

წიგნები

ფილმები

ვიდეო თამაშები

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

  • Boire, Michael (2003). „Lest We Forget: A Review of Books Marking the 60th Anniversary of D-Day“. Canadian Military Journal. 5 (2).
  • The Normandy Invasion დაარქივებული 2010-11-08 საიტზე Wayback Machine. at the US Army Center of Military History
  • Neptune Operations Plan დაარქივებული 2014-05-03 საიტზე Wayback Machine.
  • Naval details for Overlord at Naval-History.Net
  • Documents on World War II: D-Day, The Invasion of Normandy at the Dwight D. Eisenhower Presidential Library, Museum and Boyhood Home
  • Lt. General Omar Bradley FUSAG 12TH AG: June 6, 1944 D-Day Maps Omar Bradley D-Day Maps restored, preserved and Displayed at Historical Registry

სქოლიო

კომენტარი

  1. ოფიციალური ბრიტანული წყაროები გვაძლევენ ინფორმაციას 156 115 ჯარისკაციან დესანტის შესახებ რომელიც შედგებოდა: 57 500 ამარიკელების, 75 215 ბრიტანელების და კანადელებისგან ზღვიდან და 15 500 ამერიკელის და 7 900 ბრიტანელებისგან ჰაერიდან.EllisAllenWarhurst2004, p. 521–533.
  2. თავდაპირველი გამოთვლებით მოკავშირეებს ყავდათ 7 500 დაჭრილი და 2 500 მოკლული. ნაციონალური D-Day მემორიალის მიერ წარმოებულმა კვლევამ დაადასტურა 4 414 გარდაცვლილი ჯარისკაცი მოკავშირეების მხარეს რომლის: 2 499 ამერიკელი და 1 915 ყველა სხვა მონაწილე ქვეყანას ერთად.Whitmarsh 2009, p. 87.

ციტატები

  1. Ford & Zaloga 2009, p. 342.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Ford & Zaloga 2009, p. 25.
  3. 3.0 3.1 3.2 Beevor 2009, p. 82.
  4. Beevor 2009, p. 76.
  5. Beevor 2009, p. 492.
  6. Ford & Zaloga 2009, p. 7.
  7. 7.0 7.1 Morison, 1962, გვ. 67
  8. Ford & Zaloga 2009, pp. 60, 63, 118–120.
  9. Zaloga & Johnson 2005, p. 29.
  10. Napier 2015, p. 72.
  11. 11.0 11.1 11.2 Portsmouth Museum Services.
  12. Ford & Zaloga 2009, pp. 8–9.
  13. Ford & Zaloga 2009, p. 10.
  14. Ford & Zaloga 2009, pp. 10–11.
  15. Wilmot 1997, pp. 177–178, chart p. 180.
  16. Churchill, 1951, გვ. 404
  17. Ford & Zaloga 2009, pp. 13–14.
  18. Beevor, 2009, გვ. 33–34
  19. Ambrose, 1994, გვ. 73–74
  20. 20.0 20.1 20.2 Ford & Zaloga 2009, p. 14.
  21. Wilmot, 1997, გვ. 182
  22. Wilmot, 1997, გვ. 170
  23. Gilbert, 1989, გვ. 491
  24. Whitmarsh, 2009, გვ. 12–13
  25. 25.0 25.1 25.2 25.3 25.4 Whitmarsh, 2009, გვ. 13
  26. Weinberg, 1995, გვ. 684
  27. 27.0 27.1 EllisAllenWarhurst2004, pp. 521–533. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "FOOTNOTEEllisAllenWarhurst2004521–533" defined multiple times with different content; $2
  28. 28.0 28.1 Beevor, 2009, გვ. 3
  29. 29.0 29.1 Churchill, 1951, გვ. 592–593
  30. 30.0 30.1 Beevor, 2009, Map, inside front cover
  31. Caddick-Adams, 2019, გვ. 136
  32. Weinberg, 1995, გვ. 698
  33. Weinberg, 1995, გვ. 680
  34. Brown, 2007, გვ. 465
  35. Zuehlke, 2004, გვ. 71–72
  36. Whitmarsh, 2009, გვ. 27
  37. Beevor, 2009, გვ. 282
  38. Whitmarsh, 2009, გვ. 34
  39. Bickers, 1994, გვ. 19–21
  40. Beevor, 2009, გვ. 76
  41. 41.0 41.1 41.2 41.3 41.4 Whitmarsh, 2009, გვ. 31
  42. 42.0 42.1 Whitmarsh, 2009, გვ. 33
  43. Beevor, 2009, გვ. 21
  44. Wilmot, 1997, გვ. 224
  45. Wilmot, 1997, გვ. 224–226
  46. Whitmarsh 2009, p. 34.
  47. Ford & Zaloga 2009, p. 131.
  48. Beevor, 2009, გვ. 42–43
  49. Wilmot, 1997, გვ. 144
  50. Francois, 2013, გვ. 118
  51. Goldstein, Dillon & Wenger 1994, pp. 16–19.
  52. Ford & Zaloga 2009, p. 37.
  53. Liedtke, 2015, გვ. 227–228, 235
  54. Liedtke, 2015, გვ. 225
  55. Liedtke, 2015, გვ. 224–225
  56. Ford, Zaloga, გვ. 118
  57. 57.0 57.1 57.2 Ford, Zaloga, გვ. 122
  58. Ford, Zaloga, გვ. 60, 63
  59. 59.0 59.1 59.2 59.3 59.4 Ford, Zaloga, გვ. 63
  60. 60.0 60.1 60.2 60.3 60.4 60.5 60.6 60.7 Ford, Zaloga, გვ. 275
  61. Ford, Zaloga, გვ. 60
  62. 62.0 62.1 Ford, Zaloga, გვ. 206
  63. Whitmarsh, 2009, გვ. 73
  64. Margaritis, 2019, გვ. 414–418
  65. Margaritis, 2019, გვ. 321
  66. 66.0 66.1 66.2 Ford, Zaloga, გვ. 30
  67. Beevor, 2009, გვ. 33
  68. Goldstein, Dillon, გვ. 12
  69. Whitmarsh, 2009, გვ. 12
  70. 70.0 70.1 Ford, Zaloga, გვ. 54–56
  71. Murray, 1983, გვ. 280
  72. Hooton, 1999, გვ. 283
  73. Murray, 1983, გვ. 263
  74. Speer, 1971, გვ. 483–484
  75. Speer, 1971, გვ. 482
  76. Ford, Zaloga, გვ. 31
  77. Whitmarsh, 2009, გვ. 15
  78. Wilmot, 1997, გვ. 192
  79. 79.0 79.1 Whitmarsh, 2009, Map, p. 12
  80. 80.0 80.1 80.2 Portsmouth Museum Services
  81. 81.0 81.1 81.2 81.3 81.4 Ford, Zaloga, გვ. 125
  82. Whitmarsh, 2009, გვ. 53
  83. 83.0 83.1 Ford, Zaloga, გვ. 66
  84. Stanley 2004.
  85. 85.0 85.1 Holland, 2014
  86. 86.0 86.1 Ford, Zaloga, გვ. 271
  87. 87.0 87.1 87.2 Ford, Zaloga, გვ. 270
  88. 88.0 88.1 Ford, Zaloga, გვ. 200
  89. Ford, Zaloga, გვ. 201
  90. Escott, 2010, გვ. 138
  91. Beevor, 2009, გვ. 43
  92. Wilmot, 1997, გვ. 229
  93. Special Operations Research Office 1965, pp. 51–52.
  94. Douthit, 1988, გვ. 23
  95. Yung, 2006, გვ. 133
  96. 96.0 96.1 Goldstein, Dillon, გვ. 6
  97. Churchill, 1951, გვ. 594
  98. Whitmarsh, 2009, გვ. 30
  99. Ford, Zaloga, გვ. 205
  100. Ford, Zaloga, გვ. 233
  101. Weigley, 1981, გვ. 136–137
  102. Wilmot, 1997, გვ. 275
  103. Wilmot, 1997, გვ. 255
  104. Goldstein, Dillon, გვ. 82
  105. Beevor, 2009, გვ. 81, 117
  106. Beevor, 2009, გვ. 82
  107. Ford, Zaloga, გვ. 69
  108. Whitmarsh, 2009, გვ. 51–52, 69
  109. Ford, Zaloga, გვ. 114
  110. Wilmot, 1997, გვ. 175
  111. Ford & Zaloga 2009, pp. 125, 128–129.
  112. Wilmot 1997, p. 234.
  113. Corta 1952, p. 159.
  114. Corta 1997, pp. 65–78.
  115. Goldstein, Dillon & Wenger 1994, p. 84.
  116. 116.0 116.1 Ford & Zaloga 2009, p. 73.
  117. Ford & Zaloga 2009, p. 130.
  118. Ford & Zaloga 2009, pp. 131, 160–161.
  119. Whitmarsh 2009, pp. 50–51.
  120. Ford & Zaloga 2009, pp. 158–159, 164.
  121. Whitmarsh 2009, p. 51.
  122. Ford & Zaloga 2009, p. 165.
  123. 123.0 123.1 Beevor 2009, p. 102.
  124. Ford & Zaloga 2009, pp. 64–65, 334.
  125. Ford & Zaloga 2009, p. 45.
  126. Ford & Zaloga 2009, pp. 76–77.
  127. 127.0 127.1 Beevor 2009, p. 91.
  128. Beevor 2009, p. 90.
  129. Beevor 2009, p. 99.
  130. Ford & Zaloga 2009, pp. 333–334.
  131. Ford & Zaloga 2009, pp. 90–91.
  132. 132.0 132.1 Ford & Zaloga 2009, pp. 56, 83.
  133. Ford & Zaloga 2009, p. 337.
  134. Ford & Zaloga 2009, pp. 276–277.
  135. Ford & Zaloga 2009, pp. 281–282.
  136. Ford & Zaloga 2009, p. 299.
  137. Ford & Zaloga 2009, p. 286.
  138. Ford & Zaloga 2009, pp. 298–299.
  139. Wilmot 1997, p. 272.
  140. Ford & Zaloga 2009, p. 292.
  141. 141.0 141.1 Whitmarsh 2009, p. 70.
  142. Ford & Zaloga 2009, pp. 289–290.
  143. Beevor 2009, p. 129.
  144. Wilmot 1997, pp. 272–273.
  145. Wilmot 1997, pp. 274–275.
  146. Ford & Zaloga 2009, pp. 312–313.
  147. Wilmot 1997, p. 275.
  148. Ford & Zaloga 2009, Map, pp. 314–315.
  149. Ford & Zaloga 2009, p. 317.
  150. Beevor 2009, pp. 133–135.
  151. Beevor 2009, p. 135.
  152. Wilmot 1997, p. 276.
  153. Beevor 2009, p. 131.
  154. Wilmot 1997, p. 277.
  155. Ford & Zaloga 2009, pp. 239–240.
  156. 156.0 156.1 Beevor 2009, p. 143.
  157. Beevor 2009, p. 138.
  158. 158.0 158.1 Ford & Zaloga 2009, pp. 244–245.
  159. Ford & Zaloga 2009, pp. 248–249.
  160. Beevor 2009, pp. 143, 148.
  161. Ford & Zaloga 2009, pp. 326–327.
  162. Wilmot 1997, p. 283.
  163. Beevor 2009, p. 74.
  164. Whitmarsh 2009, p. 104.
  165. Whitmarsh 2009, p. 87.
  166. Ford & Zaloga 2009, p. 335.
  167. Beevor 2009, Map, inside front cover.
  168. Horn 2010, p. 13.
  169. Wilmot 1997, p. 360.
  170. Flint 2009, p. 102.
  171. Flint 2009, p. 336.
  172. Wilmot 1997, p. 290.
  173. Ford & Zaloga 2009, p. 343.
  174. Wilmot 1997, p. 289.
  175. Ford & Zaloga 2009, p. 36.
  176. Wilmot 1997, p. 291.
  177. Wilmot 1997, p. 292.
  178. Ford & Zaloga 2009, p. 346.
  179. Ford & Zaloga 2009, pp. 346–348.
  180. Mémorial Pegasus.
  181. Ford & Zaloga 2009, p. 352.
  182. Zuehlke 2004, pp. 349–350.