მარიველესი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 115: ხაზი 115:


==ტურიზმი==
==ტურიზმი==
[[File:Mariveles,Bataanjf_01.jpg|thumb|200px|მარიველესის თავისუფალი საპორტო სივრცე]]
მარიველესის ტურისტული დანიშნულების ადგილებს, ღონისძიებებსა და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა: მარიველესის ხუთი თითი ― ხუთი უბე, რომელიც ზემოდან ადამიანის ხუთ თითს წააგავს; ბატაანის თავისუფალი საპორტო სივრცე ― 1700 ჰექტარის ფართობის მქონე თავისუფალი პორტი მარიველესში. იგი ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი თავისუფალი პორტია, რომელიც 10.9 მილიონი კუბური მეტრი ტევადობის კაშხალსაც მოიცავს. კაშხალი ყოველდღიურად 14 მილიონ გალონ წყალს ანაწილებს; მარიველესის გეოთერმული სივრცე ― გეოთერმული ტერიტორია დასავლეთ ლუსონის ვულკანურ თაღში მდებარეობს; მარიველესის მთაჩამქრალი [[სტრატოვულკანი]] ბატაანში; მარიველესის ლაზარეთი ― საკარანტინო სადგური, რომელიც 1850-იან წლებში ესპანელებმა ააშენეს მანილაში შემოტანილი ტვირთისა და შემოსულ მგზავრთა შესამოწმებლად. ფილიპინებში ამერიკელთა მმართველობის დამყარების შემდეგ, ამერიკელები პორტებისთვის ამავე სისტემას იყენებდნენ. ძველი ნაგებობების ნაშთების ნახვა მარიველესის საავადმყოფოს შიგნითაა შესაძლებელი; წმინდა ნიკოლას ტოლენტინის ტაძარი ― 1729 წელს აგებული ტაძარი, რომელიც ბალანგის რომის კათოლიკური ეკლესიის ეპარქიას მიეკუთვნება. წმინდა ნიკოლას ტოლენტინის სამრევლო იმავე წელს დაარსდა. 2020 წლისთვის სამრევლოს მღვდელი რუპერტო კრუს სანტოსია, ბალანგის ეპისკოპოსი.
მარიველესის ტურისტული დანიშნულების ადგილებს, ღონისძიებებსა და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა: მარიველესის ხუთი თითი ― ხუთი უბე, რომელიც ზემოდან ადამიანის ხუთ თითს წააგავს; ბატაანის თავისუფალი საპორტო სივრცე ― 1700 ჰექტარის ფართობის მქონე თავისუფალი პორტი მარიველესში. იგი ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი თავისუფალი პორტია, რომელიც 10.9 მილიონი კუბური მეტრი ტევადობის კაშხალსაც მოიცავს. კაშხალი ყოველდღიურად 14 მილიონ გალონ წყალს ანაწილებს; მარიველესის გეოთერმული სივრცე ― გეოთერმული ტერიტორია დასავლეთ ლუსონის ვულკანურ თაღში მდებარეობს; მარიველესის ნახშირის სადგური600 მეგავატიანი სადგური, რომელიც [[ლუსონი]]ს ელექტრო ქსელს უერთდება.<ref>{{cite news|last=Dela |first=Zinnia B. |url=http://www.philstar.com/business/2012/12/18/887152/ayala-buys-mariveles-power-plant |title=Ayala buys into Mariveles power plant |work=The Philippine Star|date=2012-12-18 |access-date=2016-11-21}}</ref>

მარიველესის მთა ― ჩამქრალი [[სტრატოვულკანი]] ბატაანში; მარიველესის ლაზარეთი ― საკარანტინო სადგური, რომელიც 1850-იან წლებში ესპანელებმა ააშენეს მანილაში შემოტანილი ტვირთისა და შემოსულ მგზავრთა შესამოწმებლად.<ref name="Manila Times">{{cite news|title=100 SIgnificant Events in Philippine History|url=https://news.google.com/newspapers?nid=2518&dat=20060918&id=I0xaAAAAIBAJ&sjid=ESgMAAAAIBAJ&pg=1198,12888360|access-date=21 December 2014|agency=The Manila Times|date=September 18, 2006}}</ref><ref name="Black Officer">{{cite book|last1=Shellum|first1=Brian|title=Black Officer in a Buffalo Soldier Regiment: The Military Career of Charles Young|date=February 1, 2010|publisher=Bison Books|isbn=0803213859|page=134|edition=1st}}</ref> ფილიპინებში ამერიკელთა მმართველობის დამყარების შემდეგ, ამერიკელები პორტებისთვის ამავე სისტემას იყენებდნენ. ძველი ნაგებობების ნაშთების ნახვა მარიველესის საავადმყოფოს შიგნითაა შესაძლებელი; წმინდა ნიკოლას ტოლენტინის ტაძარი ― 1729 წელს აგებული ტაძარი, რომელიც ბალანგის რომის კათოლიკური ეკლესიის ეპარქიას მიეკუთვნება.<ref>{{cite web |url=http://www.church.nfo.ph/list-of-parishes-of-the-roman-catholic-diocese-of-balanga/ |title=List of Parishes of the Roman Catholic Diocese of Balanga &#124; Philippine Churches |website=Church.nfo.ph |date=2012-06-27 |access-date=2016-11-21 |url-status=dead |archive-url=https://web.archive.org/web/20160303222406/http://www.church.nfo.ph/list-of-parishes-of-the-roman-catholic-diocese-of-balanga/ |archive-date=2016-03-03 }}</ref><ref>{{cite web|url=http://www.ucanews.com/diocesan-directory/html/dps-pr_balanga_parish.html |title=Archived copy |access-date=2013-01-27 |url-status=dead |archive-url=https://web.archive.org/web/20120906022914/http://www.ucanews.com/diocesan-directory/html/dps-pr_balanga_parish.html |archive-date=2012-09-06 }}</ref><ref>{{cite web |url=http://www.cbcponline.net/balanga/html/parishes.html |title=Parishes |website=Cbcponline.net |access-date=2016-11-21 |archive-url=https://web.archive.org/web/20131020233232/http://www.cbcponline.net/balanga/html/parishes.html |archive-date=2013-10-20 |url-status=dead }}</ref><ref>{{cite web|url=http://www.balangadiocese.com/Frontpagers2/newassignsjune6.html |title=NewAssignsJune6 |website=Balangadiocese.com |date=2011-06-06 |access-date=2016-11-21}}</ref><ref>{{cite web|url=http://claretianpublications.com/index.php/diocese/13-diocese-of-balanga |title=Archived copy |access-date=2013-02-03 |url-status=dead |archive-url=https://web.archive.org/web/20150610212538/http://claretianpublications.com/index.php/diocese/13-diocese-of-balanga |archive-date=2015-06-10 }}</ref> წმინდა ნიკოლას ტოლენტინის სამრევლო იმავე წელს დაარსდა. 2020 წლისთვის სამრევლოს მღვდელი რუპერტო კრუს სანტოსია, ბალანგის ეპისკოპოსი.


==განათლება==
==განათლება==

16:34, 26 ნოემბერი 2021-ის ვერსია

მარიველესი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 14°26′00″ ჩ. გ. 120°29′00″ ა. გ. / 14.43333° ჩ. გ. 120.48333° ა. გ. / 14.43333; 120.48333
დაარსდა 1754
ფართობი 153.90 კმ²
ცენტრის სიმაღლე 96 მეტრი
მოსახლეობა 149 879 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 47
საფოსტო ინდექსი 2105
ოფიციალური საიტი http://marivelesbataan.gov.ph/
მარიველესი — ფილიპინები
მარიველესი

მარიველესი (ოფიციალურად, მარიველესის მუნიციპალიტეტი; ტაგალ. Bayan ng Mariveles; კაპ: Balen ning Mariveles) ― პირველი კლასის მუნიციპალიტეტი ბატაანის პროვინციაში, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 149 879 ადამიანს შეადგენს.

ისტორია

მარიველესი 1578 წელს ფრანცისკანელმა ბერმა დააარსა. კამაიას სოფელი მარიველესის კორეგიმიენტოს ნაწილი იყო, რომელიც ასევე მოიცავდა ბაგაკს, მორონგს, კორეგიდორსა და მარაგონდონსაც მოიცავდა.

1754 წლის ივლისში მარიველესმა პამპანგისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. XIX საუკუნეში ამერიკელებმა კუნძულზე პირველი საკარანტინო სადგური განათავსეს.

გეოგრაფია

მარიველესი მარიველესის ყურის გასწვრივ მდებარეობს. მარიველესის ყურე დიდი უბეა ბატაანის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. აღმოსავლეთით მანილის ყურე მდებარეობს, ხოლო დასავლეთით ― სამხრეთ ჩინეთის ზღვა. მარიველესის ყურეში აშშ-ის აზიური ფლოტისთვის მარიველესის საზღვაო სამხედრო ბაზა 1941 წლის 22 ივლისს აიგო. 1942 წლის 9 აპრილს ბაზა იაპონიის საიმპერატორო ძალებმა დაიკავეს.

მარიველესი ქვეყნის დედაქალაქიდან 164 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მუნიციპალიტეტის დასავლეთითა და ჩრდილო-დასავლეთით ბაგაკი მდებარეობს, ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით ― ლიმაი, ხოლო აღმოსავლეთით ― მანილის ყურე.

ფილიპინების სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, მარიველესის საერთო ფართობი 153.9 კმ²-ს შეადგენს, რაც ბატაანის საერთო ფართობის (1 372.98 კმ²) 11.21%-ია.[2] მუნიციპალიტეტის 69% საძოვრებს უკავია, 19% ― ტყეებს, 6% ― სასოფლო-სამეურნეო მიწებს და დარჩენილი 6% ― საცხოვრებელ და ინდუსტრიული დანიშნულების მიწებს.

მარიველესი 18 ბარანგაიდ იყოფა.[3]

კლიმატი

ჰავის მონაცემები — მარიველესი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 31 32 34 35 33 31 29 29 29 29 30 31 31
საშუალო დაბალი °C 19 19 20 23 25 25 24 25 25 24 23 20 23
საშუალო ნალექი (მმ) 7 8 14 26 127 210 263 272 218 114 46 21 1 326
წვიმიანი დღეები საშუალოდ 4.0 4.0 6.9 11.2 21.0 24.5 27.4 26.9 25.9 21.9 13.4 6.3 193.4
წყარო: Meteoblue [4]

დემოგრაფია

2020 წლის აღწერით, მარიველესის მოსახლეობა 149 879 ადამიანს უდრის.[5] მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 970 ადამიანი 1 კმ²-ზე. მარიველესის ტერიტორიაზე ძირითადად აეტას თემის წარმომადგენლები ცხოვრობენ. ისინი სამბალურ ენაზე საუბრობენ, რომელსაც მარიველენიოს უწოდებენ.

ადგილობრივი მმართველობა

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური მერია. საკანონმდებლო ორგანოს მუნიციპალური საბჭო (Sangguniang Bayan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-მერი ხელმძღვანელობს და მერის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. 2021 წლისთვის მუნიციპალიტეტის მერია ხოსელინ პ. კასტანიედაა, ხოლო ვიცე-მერი ― ანგელიტო ს. რუბია. ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში მუნიციპალიტეტსოსე ენრიკე ს. გარსია III წარადგენს.

ტურიზმი

ფაილი:Mariveles,Bataanjf 01.jpg
მარიველესის თავისუფალი საპორტო სივრცე

მარიველესის ტურისტული დანიშნულების ადგილებს, ღონისძიებებსა და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა: მარიველესის ხუთი თითი ― ხუთი უბე, რომელიც ზემოდან ადამიანის ხუთ თითს წააგავს; ბატაანის თავისუფალი საპორტო სივრცე ― 1700 ჰექტარის ფართობის მქონე თავისუფალი პორტი მარიველესში. იგი ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი თავისუფალი პორტია, რომელიც 10.9 მილიონი კუბური მეტრი ტევადობის კაშხალსაც მოიცავს. კაშხალი ყოველდღიურად 14 მილიონ გალონ წყალს ანაწილებს; მარიველესის გეოთერმული სივრცე ― გეოთერმული ტერიტორია დასავლეთ ლუსონის ვულკანურ თაღში მდებარეობს; მარიველესის ნახშირის სადგური ― 600 მეგავატიანი სადგური, რომელიც ლუსონის ელექტრო ქსელს უერთდება.[6]

მარიველესის მთა ― ჩამქრალი სტრატოვულკანი ბატაანში; მარიველესის ლაზარეთი ― საკარანტინო სადგური, რომელიც 1850-იან წლებში ესპანელებმა ააშენეს მანილაში შემოტანილი ტვირთისა და შემოსულ მგზავრთა შესამოწმებლად.[7][8] ფილიპინებში ამერიკელთა მმართველობის დამყარების შემდეგ, ამერიკელები პორტებისთვის ამავე სისტემას იყენებდნენ. ძველი ნაგებობების ნაშთების ნახვა მარიველესის საავადმყოფოს შიგნითაა შესაძლებელი; წმინდა ნიკოლას ტოლენტინის ტაძარი ― 1729 წელს აგებული ტაძარი, რომელიც ბალანგის რომის კათოლიკური ეკლესიის ეპარქიას მიეკუთვნება.[9][10][11][12][13] წმინდა ნიკოლას ტოლენტინის სამრევლო იმავე წელს დაარსდა. 2020 წლისთვის სამრევლოს მღვდელი რუპერტო კრუს სანტოსია, ბალანგის ეპისკოპოსი.

განათლება

მარიველესის ტერიტორიაზე მდებარეობს: ფილიპინების ბატაანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი ― სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც 1976 წელს დაარსდა. კამპსუი მალაიას ბარანგაიში, ბატაანის თავისუფალი პორტის სივრცეში მდებარეობს; აზიისა და წყნარი ოკეანის საზღაო აკადემია ― მდებარეობს კამაია-პოინტში, ალას-ასინის ბარანგაიში. აკადემიაში საზღვაო ინდუსტრიის კურსები ფუნქციონირებს; ტექნიკური განათლებისა და უნარ-ჩვევების განვითარების სააგენტო ― მარიველესის განყოფილება, მდებარეობს კამაიას ბარანგაიში, რომელშიც ტექნიკური და პროფესიული კურსები ფუნქციონირებს და სხვ.

გალერეა

სქოლიო

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Province: Bataan". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 12 November 2016.
  3. Municipal: Mariveles". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 8 January 2016.
  4. Mariveles: Average Temperatures and Rainfall. Meteoblue. ციტირების თარიღი: 26 April 2020
  5. Census of Population (2020). "Region III (Central Luzon)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 8 July 2021.
  6. Dela, Zinnia B. (2012-12-18). „Ayala buys into Mariveles power plant“. The Philippine Star. ციტირების თარიღი: 2016-11-21.
  7. „100 SIgnificant Events in Philippine History“. The Manila Times. September 18, 2006. ციტირების თარიღი: 21 December 2014.
  8. Shellum, Brian (February 1, 2010) Black Officer in a Buffalo Soldier Regiment: The Military Career of Charles Young, 1st, Bison Books, გვ. 134. ISBN 0803213859. 
  9. List of Parishes of the Roman Catholic Diocese of Balanga | Philippine Churches (2012-06-27). ციტირების თარიღი: 2016-11-21
  10. Archived copy. ციტირების თარიღი: 2013-01-27
  11. Parishes. ციტირების თარიღი: 2016-11-21
  12. NewAssignsJune6 (2011-06-06). ციტირების თარიღი: 2016-11-21
  13. Archived copy. ციტირების თარიღი: 2013-02-03

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: