მაიონი (ვულკანი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 41: ხაზი 41:
| title = The Mayon eruption of 1814 | work=Philippine Daily Inquirer | access-date = May 7, 2013}}</ref><ref name=gvp-erup>{{cite gvp|name=Mayon: Eruptive History|vtab=Eruptions|vn=273030|access-date=2021-06-25}}</ref>
| title = The Mayon eruption of 1814 | work=Philippine Daily Inquirer | access-date = May 7, 2013}}</ref><ref name=gvp-erup>{{cite gvp|name=Mayon: Eruptive History|vtab=Eruptions|vn=273030|access-date=2021-06-25}}</ref>


მაიონი ყველაზე მასშტაბურად [[1814]] წლის 1-ელ თებერვალს ამოიფრქვა. ამოფრქვევის დროს [[ვულკანური ექსპლუზიურობის ინდექსი]] 4-ს გაუტოლდა.<ref name=":02"/><ref name=":0" /> ვულკანიდან ამოფრქვეულმა მუქმა ფერფლმა ქალაქი კაგსავა მთლიანად დაფარა. ქალაქის 1 200 მკვიდრი დაიღუპა. ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის შეფასებით, ეს იყო მაიონის ისტორიაში ყველაზე ლეტალური ამოფრქვევა.<ref name=":02" /><ref name=":0" />
მაიონი ყველაზე მასშტაბურად [[1814]] წლის 1-ელ თებერვალს ამოიფრქვა. ამოფრქვევის დროს [[ვულკანური ექსპლუზიურობის ინდექსი]] 4-ს გაუტოლდა.<ref name=":02"/><ref name=":0">{{Cite news|url=https://www.gmanetwork.com/news/news/nation/12548/mayon-eruption-first-in-5-years-last-episode-occurred-in-2001/story/|title=Mayon eruption first in 5 years; last episode occurred in 2001|date=August 7, 2006|work=GMA News|access-date=August 5, 2019}}</ref> ვულკანიდან ამოფრქვეულმა მუქმა ფერფლმა ქალაქი კაგსავა მთლიანად დაფარა. ქალაქის 1 200 მკვიდრი დაიღუპა. ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის შეფასებით, ეს იყო მაიონის ისტორიაში ყველაზე ლეტალური ამოფრქვევა.<ref name=":02" /><ref name=":0" />


[[1881]] წლის 6 ივლისიდან [[1882]] წლის აგვისტომდე პერიოდში მაიონი კიდევ ერთხელ ამოიფრქვა. ვულკანური ექსპლოზიურობის ინდექსი 3-ს გაუტოლდა. [[1881]] წლის 25 დეკემბერს ვულკანის აქტივობას ბუნებისმეტყველი, პროფესორი და გეოლოგი, სემიუელ კნილენდი დააკვირდა.
[[1881]] წლის 6 ივლისიდან [[1882]] წლის აგვისტომდე პერიოდში მაიონი კიდევ ერთხელ ამოიფრქვა. ვულკანური ექსპლოზიურობის ინდექსი 3-ს გაუტოლდა. [[1881]] წლის 25 დეკემბერს ვულკანის აქტივობას ბუნებისმეტყველი, პროფესორი და გეოლოგი, სემიუელ კნილენდი დააკვირდა.

15:02, 24 ნოემბერი 2021-ის ვერსია

მაიონი
მაიონი 2020 წელს
მაიონი 2020 წელს
კოორდინატები: 13°15′24″ ჩ. გ. 123°41′06″ ა. გ. / 13.25667° ჩ. გ. 123.68500° ა. გ. / 13.25667; 123.68500
ქვეყანა ფილიპინები
ტერიტორიული ერთეული ბიკოლის რეგიონი
ალბაი
სიმაღლე 2 463 
ასაკი >20 000 წ.
მაიონი (ვულკანი) — ფილიპინები
მაიონი (ვულკანი)

'მაიონი (ტაგალ. Bulkang Mayon; ასევე ცნობილი როგორც მაიონის მთა და მაიონის ვულკანი; ესპ. Monte Mayón, Volcán Mayón) ― აქტიური სტრატოვულკანი ალბაის პროვინციაში, ბიკოლის რეგიონში, ფილიპინებში. პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილი „სრულყოფილი კონუსითაა“ ცნობილი, რადგანაც ვულკანს სიმეტრიული კონუსის ფორმა აქვს და ფილიპინურ მითოლოგიაში წმინდა ადგილად ითვლება.

1938 წლის 20 იანვარს მაიონის ვულკანი და მიმდებარე ტერიტორიები ფილიპინების მასშტაბით პირველ ეროვნულ პარკად გამოცხადდა. 2000 წელს პარკი ხელახლა კლასიფიცირდა ბუნების პარკად და ვულკან მაიონის ბუნების პარკი ეწოდა. ვულკანი ალბაის ბიოსფერული ნაკრძალის ცენტრალური ობიექტია, რომელიც 2016 წელს იუნესკოს ეგიდით შეიქმნა და დღეისთვის მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესატანადაა ნომინირებული.

მაიონი ფილიპინების ყველაზე აქტიური ვულკანია და მის აქტივობას რეგულარულად აკვირდება ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტი, რომლის პროვინციული შტაბ-ბინა მწვერვალიდან 12 კმ-ის დაშორებით, ლიგნიონ-ჰილში მდებარეობს.

გეოგრაფია

მაიონი ალბაის პროვინციისა და ბიკოლის რეგიონის უმაღლესი წერტილი და მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ვულკანის სიმაღლე 2 463 მეტრია და ალბაის ყურედან 10 კმ-ითაა დაშორებული.[1][2] გეოგრაფიულად, ვულკანი რვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიას მოიცავს: ლეგასპის, დარაგის, კამალიგის, გინობატანის, ლიგაოს, ტაბაკოს, მალილიპოტის და სანტო-დომინგოს.

გეოლოგია

მაიონი კლასიკური სტრატოვულკანია პატარა ვულკანური კრატერით. კონუსის სიმეტრიულობის გამო იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ვულკანადაა მიჩნეული.[2]

წყნარი ოკეანის ირგვლივ არსებული სხვა ვულკანების მსგავსად, მაიონიც ცეცხლოვან სარტყელს მიეკუთვნება. ვულკანი ლუსონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ბიკოლის თაღი ერთ-ერთია ღრმა ზღვის 7 ღარს შორის. ბიკოლის თაღის ვულკანიზმი ფილიპინების ღრმულის გასწვრივ ფილიპინების ფილის დასავლეთ სუბდუქციასთანაა დაკავშირებული. თაღი 12 აქტიურ და მიძინებულ ვულკანს მოიცავს. მაიონთან ერთად თაღის შემადგენლობაშია: ისაროგის, ირიგას, მალინაოსა და მასარაგის მთებიც, რომლებიც ძირითადად ბაზალტის, ანდეზიტისა და ბაზალტური ანდეზიტისგანაა აგებული.[3]

2021 წლის აგვისტოში მაიონის ნიადაგში ანტიბიოტიკებისა და კიბოს საწინააღმდეგო ბაქტერიების სახეობები აღმოაჩინეს.[4]

ამოფრქვევები

მაიონი ფილიპინების ყველაზე აქტიური ვულკანია, რომელიც ბოლო 500 წლის მანძილზე 47-ჯერ ამოიფრქვა. ვულკანის ამოფრქვევის შესახებ პირველი ჩანაწერები 1616 წლით თარიღდება.[5] პირველი ამოფრქვევა, რომლის შესახებაც ვრცელი ჩანაწერები არსებობს, 1766 წლის 20 ივლისითაა დათარიღებული და ექვს დღეს გაგრძელდა.[6][7]

მაიონი ყველაზე მასშტაბურად 1814 წლის 1-ელ თებერვალს ამოიფრქვა. ამოფრქვევის დროს ვულკანური ექსპლუზიურობის ინდექსი 4-ს გაუტოლდა.[5][8] ვულკანიდან ამოფრქვეულმა მუქმა ფერფლმა ქალაქი კაგსავა მთლიანად დაფარა. ქალაქის 1 200 მკვიდრი დაიღუპა. ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის შეფასებით, ეს იყო მაიონის ისტორიაში ყველაზე ლეტალური ამოფრქვევა.[5][8]

1881 წლის 6 ივლისიდან 1882 წლის აგვისტომდე პერიოდში მაიონი კიდევ ერთხელ ამოიფრქვა. ვულკანური ექსპლოზიურობის ინდექსი 3-ს გაუტოლდა. 1881 წლის 25 დეკემბერს ვულკანის აქტივობას ბუნებისმეტყველი, პროფესორი და გეოლოგი, სემიუელ კნილენდი დააკვირდა.

მითოლოგია

გადმოცემების თანახმად, ვულკანი შეყვარებულების: მაგაიონისა და პანგანორონის საფლავზე ამოიზარდა. ანტიკურ ხანაში ბიკოლანოებმა ვულკანს ლეგენდარული გმირი პრინცესას, დარაგანგ მაგაიონის („მშვენიერი ქალბატონი“) სახელი უწოდეს. დროთა განმავლობაში ბიკოლანოებმა ვულკანი უზენაესი ღმერთის, გუგურანგის სამყოფელად მიიჩნიეს.[9] ვულკანთან და მის ლანდშაფტთან არაერთი ფესტივალი და რიტუალია დაკავშირებული.[10]

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Mayon Volcano, Philippines. Philippines Department of Tourism. Volcano.und.edu. ციტირების თარიღი: November 20, 2007
  2. 2.0 2.1 David, Lee (2008). "Natural Disasters", pp. 416–417. Infobase Publishing.
  3. Van Westen, Cees; Dayao, Arlene; Voskuil, Robert (1994). „Geomorphology of the Mayon Volcano and its Relation to Hazards“: 1–30m. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  4. „Potentially antibiotic bacterial species found in Mt. Mayon soils“. ABS-CBN News (ინგლისური). August 3, 2021. ციტირების თარიღი: August 4, 2021.
  5. 5.0 5.1 5.2 "Mayon Volcano" Retrieved May 8, 2019.
  6. Ocampo, Ambeth R. (May 7, 2013). „The Mayon eruption of 1814“. Philippine Daily Inquirer. ციტირების თარიღი: May 7, 2013.
  7. 8.0 8.1 „Mayon eruption first in 5 years; last episode occurred in 2001“. GMA News. August 7, 2006. ციტირების თარიღი: August 5, 2019.
  8. Ancient Bicolano Pantheon of Deities and Creatures – Philippine Mythology (February 8, 2016). ციტირების თარიღი: August 28, 2019
  9. England, Vaudine (December 14, 2009). „Mount Mayon: a tale of love and destruction“. BBC News. ციტირების თარიღი: December 25, 2009.