თურქული ენები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 96: ხაზი 96:
== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==


* [https://www.youtube.com/watch?v=DG3uHX5Ofik თურქული ენების ისტორია]
* [https://www.youtube.com/watch?v=DG3uHX5Ofik თურქული ენების ისტორია (ნაწილი I)]
* [https://www.youtube.com/watch?v=TM4IBwWolVE თურქული ენების ისტორია (ნაწილი II)]


[[კატეგორია:თურქული ენები| ]]
[[კატეგორია:თურქული ენები| ]]

20:12, 7 ნოემბერი 2021-ის ვერსია

მოცემული ფერით (   ) აღნიშნულია თურქული ენები მსოფლიოს სხვა ენათა ოჯახებისაგან უკეთ გამოსარჩევად

თურქული ენებიალთაურ ენათა ოჯახის ენათა ჯგუფი. ფართოდაა გავრცელებული ევრაზიაში და თავისი 40 ერთმანეთთან საკმაოდ ახლო მონათესავე ენით მოითვლის 150 მლნ. მოლაპარაკეს. გარდა ამისა, 180 მილიონამდე კაცი მეორე ენად მიიჩნევს თურქულ ენებს.

თურქულ ენათა წარმოშობა და დღევანდელი გავრცელების სივრცე არის საუკუნეთა განმავლობაში ხალხთა მრავალჯერადი გადაადგილების შედეგი.

სავარაუდოდ, თურქულ ენათა ჯგუფი, თავის მხრივ, ალთაურ ენებს უნდა მიეკუთვნებოდეს. ამ ჰიპოთეზას თურქული და ალთაური ენების (ამ ჯგუფში ძირითადად მონღოლური და ტუნგუსური ენები შედიან) ურთიერთნათესაობის შესახებ დღეს უკვე აღარ იზიარებს ბევრი ენათმეცნიერი, თუმცა ის საბოლოოდ მაინც არ უარუყვიათ ერთხმად.

თურქული ენები და თურქული ენა: განსხვავება

სახელწოდებით „თურქული ენები“ გრამატიკული სტრუქტურითა და ლექსიკურად ურთიერთმონათესავე ენათა ჯგუფს მოიაზრებენ, ხოლო „თურქული ენა“ და „თურქი“ კი თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ენა და ამ ენაზე მომეტყველე ადამიანს იგულისხმება. თურქეთის დღევანდელ ტერიტორიას „თურქეთი“, ხოლო ამ ტერიტორიაზე მოსახლე მრავალეთნიკურ შემდგენლობას „თურქები“ მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში ეწოდა.

დღესდღეობით თურქულ ენად მოიაზრება თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ენა. უწინ ამ ტერიტორიაზე გავრცელებულ ენას ოსმალური (თურქ. Osmanlıca) ეწოდებოდა.

ოსმალური ენის ოფიციალურ სფეროში გამოყენება პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ შეწყდა 1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის დაარსებასთან ერთად.

ფართო პოლიტიკური რეფორმების ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ე.წ „სუფთა თურქულის“ (თურქ. öz Türkçe) შექმნა, 1923 წელს პრეზიდენტ მუსტაფა ქემალ ათათურქის (1881-1938) ინიციატივით ფაქტობრივად ენის გადაახლება ორი ძირეული ჩანაცვლების შედეგად:

  1. 1923 წლამდე გამოყენებაში არსებული არაბული ანბანი ჩაანაცვლეს ლათინური ანბანით.
  2. მრავალრიცხოვანი არაბული და სპარსული ნასესხობები ახალ-ახალი თურქული ეკვივალენტებით განაახლეს.

ამ ღონისძიებებს ხელი უნდა შეეწყო ახალი თურქული ენის ჩამოყალიბებაზე, რომელიც სასაუბრო ენას, - ანუ ერთი მხრივ საშუალო თურქულს (თურქ. Orta Türkçe), რომელიც ვაჭრებისა და ზედა ფენების მეტყველებას წარმოადგენდა, ხოლო მეორე მხრივ ვულგარულ თურქულს (თურქ. Kaba Türkçe), რომელიც დაბალი ფენების მეტყველებას უნდა დაფუძნებოდა.

ყოველივე კი შექმნიდა ერთგვარ დემონსტრატიულ ზღვარს ახალ თურქულ სახელმწიფოსა და ოსმალურ ტრადიციას შორის.

თურქულ ენათა შიდა კლასიფიკაცია

თურქული ენები დაიყოფიან შემდეგ ჯგუფებად;

თურქულ ენათა ოჯახი

ცალკეულ თურქულ ენათა განაწილების დიაგრამა

ალათაურ ენათა სამი დიდი ჯგუფიდან თურქულ ენათა ოჯახი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში და 40-მდე ენას მოიცავს. მოლაპარაკეთა რაოდენობის მხრივ 155 მლნ. კაცისთვის ერთ-ერთი თურქული ენა მშობლიურს წარმოადგენს, ხოლო 180 მილიონისთვის – მეორე ენას.

თურქული ენებს რიცხობრივად მე–7 ადგილი უჭირავს ინდოევროპული, ჩინურ-ტიბეტური, ნიგერ-კონგოს, სემიტურ-ქამიტური, ავსტრონეზიული და დრავიდული ენების შემდეგ. თურქულ ენებზე მოლაპარაკე ხალხებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი დემოგრაფიული ზრდის პოტენციალი მიმდინარე XXI საუკუნეში .

თურქულ ენათა უმეტესობა საკმაოდ დიდ მსგავსებას ავლენს ფონოლოგიაში, მორფოლოგიასა და სინტაქსში. ენათა ეს მსგავსება ართულებს ენათა შორის საზღვრების დადგენას, განსაკუთრებით ეს ეხება ერთმანეთის მეზობლად განლაგებულ თურქულენოვან ქვეყნებს, რომელთაც ხშირად სახელმწიფოებს შორის მდებარე ორივე მხარეს გარდამავალ დიალექტებზე მოსაუბრე მოსახლეობა ჰყავს. არადა, განცხადება იმის შესახებ, რომ საზღვრები ამ ხალხებს შორის ხელოვნურადაა გავლებული პოლიტიკურ ჟღერადობას შეიძენდა, რადგან საფუძველში არღვევს თურქულენოვან სახელმწიფოთა შორის ჩამოყალიბებულ თანხმობას.

თურქულ ენათა გეოგრაფიული გავრცელების არეალი

რეგიონები, სადაც ერთ თურქულ ენას მაინც აქვს სახელმწიფო ენის სტატუსი.

თურქულ ენებზე მოლაპარაკე ხალხებს უჭირავთ უზარმაზარი ტერიტორიები აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში და დასავლეთ, შუა და ჩრდილოეთ აზიაში. ეს ტერიტორიები გადაჭიმულია ბალკანეთიდან ჩინეთამდე, ცენტრალური სპარსეთიდან ჩრდილოეთის ზღვამდე. ევრაზიის 30 ქვეყანას ჰყავს ერთ-ერთ თურქულ ენაზე (თურქეთის თურქული) მოლაპარაკეთა საკმაოდ დიდი რიცხვი.

მნიშვნელოვანია დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი გერმანიაში თურქულენოვანი მოსახლეობის (იხ. გერმანიის თურქობა) რაოდენობა, რომლის ზრდა მიგრაციის გამო განსაკუთრებით თვალშისაცემია XX საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული.

ისე და ისევ დიდი მსგავსებისა და ინტენსიური ურთიერთგავლენების გამო გართულებულია თურქული ენების შიდა გენეტიკური ნიშნით დაყოფა. დღემდე ყოველი მსგავსი მცდელობა მხოლოდ ახალი საკლასიფიკაციო ჰიპოთეზის შექმნით დასრულებულა.

მნიშვნელოვანი თურქული ენები

რიცხობრივად მნიშვნელოვანი თურქული ენებია:

სხვა თურქული ენები, რომელზე მოლაპარაკეთა რიცხვი 1 მილიონზე მეტს შეადგენს:

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში