ანაპა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
— დიდი საბჭოთა ენციკლოპედია |
|||
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
|დროშა = Flag of Anapa (Krasnodar krai).png |
|დროშა = Flag of Anapa (Krasnodar krai).png |
||
|დროშწარწ = |
|დროშწარწ = |
||
|გერბი =Coat of Arms of Anapa (Krasnodar krai). |
|გერბი =Coat of Arms of Anapa (Krasnodar krai).svg |
||
|გერბწარწ = |
|გერბწარწ = |
||
|გერბის სიგანე = |
|გერბის სიგანე = |
08:31, 16 ოქტომბერი 2021-ის ვერსია
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ანაპა რუს. Анапа | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
კოორდინატები | 44°52′00″ ჩ. გ. 37°22′00″ ა. გ. / 44.86667° ჩ. გ. 37.36667° ა. გ. | ||||
მმართველი | Q56310610? | ||||
დაარსდა | 1781 | ||||
ფართობი | 40 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 20 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 81 447 (2019)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | 86133 | ||||
საფოსტო ინდექსი | 353440—353458 | ||||
საავტომობილო კოდი | 23, 91 | ||||
ოფიციალური საიტი | anapa-official.ru | ||||
ანაპა (რუს. Анапа) — ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, კლიმატური და ტალახის კურორტი. გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე, რკინიგზის სადგური. ტონელნაიადან 33 კმ. 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 66 776 ადამიანი. ქალაქის ტერიტორიაზე ჩამოედინება ტოტი ანაპკა.
ისტორია
ანაპის ტერიტორიაზე ძველად სინდების დასახლება იყო. ბოსფორის სახელმწიფოსთან შეერთების შემდეგ ანაპას გორგიპია ეწოდებოდა. 1475 წელს დაიპყრეს ოსმალებმა, მათ აქ 1784 წელს მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე ააგეს. რუსეთ-ოსმალეთის ომების დროს რუსები ხშირად იღებდნენ ანაპის ციხეს, მაგრამ ბოლოს მაინც ოსმალებს უბრუნებდნენ. საბოლოოდ ანაპა 1829 წელს შეუერთდა რუსეთს ადრიანოპოლის ხელშეკრულების საფუძველზე. მეორე მსოფლიო ომის დროს ანაპა გერმანელ დამპყრობთაგან საბჭოთა არმიის სხვა ნაწილებთან ერთად გაათავისუფლა 414-ე წითელდროშოვანმა ქართულმა მსროლელმა დივიზიამ, რომელსაც შემდგომ ანაპის დივიზია ეწოდა.
კურორტი
დამახასიათებელია ზომიერად ტენიანი თბილი ჰავა, რბილი ზამთარი და მზიანი ზაფხული. მზით მკურნალობა, ზღვაში ბანაობა ივნისიდან ოქტომბრამდე, მინერალური შლამის ტალახი, მინერალური წყაროები. წმინდა ქვიშის, განიერი და გრძელი პლაჟი. ჩვენებები: სასუნთქი გზების არატუბერკულოზური დაავადებანი, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებანი, გინეკოლოგიური დაავადებანი, სისხლნაკლებობა და სხვა. არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები. სეზონი მთელი წელი.
არის აეროპორტი და რკინიგზის სადგური, საზღვაო პორტი, ავტოვაგზალი, განვითარებული გზატკეცილების ქსელი. ანაპის მახლობლადაა 414-ე ქართული დივიზის დაღუპულ მებრძოლთა ძმათა სასაფლაო.
რესურსები ინტერნეტში
- ანაპა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)