კულტურული ქამა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28: ხაზი 28:


[[ჰიმენოფორი]] — ფირფიტებიანი, ფირფიტები ხშირი, თავისუფალი, ნორჩი ეგზემპლარების ფირფიტები ვარდისფერია, ზრდასრულების — მუქი-ყავისფერი იისფერი ელფერით.
[[ჰიმენოფორი]] — ფირფიტებიანი, ფირფიტები ხშირი, თავისუფალი, ნორჩი ეგზემპლარების ფირფიტები ვარდისფერია, ზრდასრულების — მუქი-ყავისფერი იისფერი ელფერით.

[[სპორა|სპორები]] – წაგრძელებული კვერცხისებრია, მეწამულ-ყავისფერი. 4-7,5X4-5,5 [[მიკრომეტრი|მკმ]].{{Sfn-2|ნახუცრიშვილი|2006|გვ=159}}

==კვებითი ღირებულება==
კარგ და ძვირფას საჭმელ სოკოდ ითვლება, იხმარება ახალი, შემწვარი, მოხარშული, დაკონსერვებული, დამარინადებული, ასევე ხმარობენ სალათების მოსამზადებლად.

გამხმარი სოკო და ფხვნილი გამოიყენება ღვეზელებისა და სუპების მოსამზადებლად.

06:53, 7 სექტემბერი 2021-ის ვერსია

კულტურული ქამა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ფირფიტოსანნი
გვარი:  ქამასოკო
სახეობა:  კულტურული ქამა
ლათინური სახელი
Agaricus bisporus (J.E.Lange) Imbach, 1946

კულტურული ქამა, აგრეთვე ცნობილია როგორც ორსპორიანი ქამა (ლათ. Agaricus bisporus) — სოკოს სახეობა ქამასოკოს გვარისა. ბუნებრივ გარემოში გავრცელებულია ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, ავსტრალიასა და სხვადასხვა კუნძულებზე.

კარგ და ძვირფას საჭმელ სოკოდ ითვლება, იზრდება ნიადაგზე, საძოვრებზე, ბაღ-ბოსტნებში, პარკებში, გადამწვარ ნაკელიან გროვებზე, გაზაფხულიდან შემოდგომამდე. ბევრ ქვეყანაში მისდევენ მის ხელოვნურად მოშენებას.

სოკო პირველად აღწერა ინგლისელმა მიკოლოგმა მორდეკაი კუბიტ კუკმა 1871 წელს.[1][2] მიმდინარე ბინომინალური სახელი მიანიჭა ემილ იმბახმა 1946 წელს.[3]

აღწერა

ქუდის დიამეტრი — 3-8 სმ, მომრგვალო, შეკეცილი კიდეებით, შემდგომში გაშლილი. ზედაპირი პრიალა ან რადიალურ-ბოჭკოვანია. ზოგჯერ ქერცლიანი, ჭუჭყისფერ-თეთრი, ნაცრისფერი ყავისფერ-მურამდე.

რბილობი — მკვრივი, წვნიანი, ხელის დაჭერისას მოვარდისფრო ან მოწითალო ფერს იღებს, სოკოს დამახასიათებელი სუნითა და გემოთი.

ფეხის სიგრძე — 3-10 სმ, სისქე — 3-4, გლუვი, სწორი, თანაბარი სისქის, ზოგჯერ ძირში გამსხვილებული, თეთრი, კარგად გამოხატული საყელოთი, რომელიც ადვილად სცილდება, მოთეთროა, საყელოს ქვემოთ ბოჭკოვანია.[4]

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ხშირი, თავისუფალი, ნორჩი ეგზემპლარების ფირფიტები ვარდისფერია, ზრდასრულების — მუქი-ყავისფერი იისფერი ელფერით.

სპორები – წაგრძელებული კვერცხისებრია, მეწამულ-ყავისფერი. 4-7,5X4-5,5 მკმ.[5]

კვებითი ღირებულება

კარგ და ძვირფას საჭმელ სოკოდ ითვლება, იხმარება ახალი, შემწვარი, მოხარშული, დაკონსერვებული, დამარინადებული, ასევე ხმარობენ სალათების მოსამზადებლად.

გამხმარი სოკო და ფხვნილი გამოიყენება ღვეზელებისა და სუპების მოსამზადებლად.

  1. Cooke MC (1871). Handbook of British Fungi. London: Macmillan and Co., გვ. 138. 
  2. Species Fungorum – Species synonymy. Index Fungorum. CAB International. ციტირების თარიღი: 21 January 2010
  3. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Cappelli84 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  4. М. В. Горленко, М. А. Бондарева, Л. В. Гарибова, И. И. Сидорова, Т. П. Сизова. Грибы СССР. Москва, изд. Мысль, 1980
  5. ნახუცრიშვილი, 2006, გვ. 159