საბაზრო ეკონომიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(+ 6 კატეგორიები გაჯეტ HotCat-ით)
No edit summary
[[რობინ ჰანელი]] და [[მაიკლ ალბერტი]] ამტკიცებენ, რომ ბაზრები თავისი არსით იწვევენ [[კლასობრივი დაყოფა|კლასობრივ დაყოფას]]. ალბერტის აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა ადამიანი [[დაბალანსებული სამუშაო კომპლექსი|დაბალანსებული სამუშაო კომპლექსით]] (კრეატიულობის, პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების მხრივ სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შესრულება) დაიწყებს, საბაზრო ეკონომიკაში კლასობრივი განსხვავება მაინც წარმოიშობა. მისი მტკიცებით:
 
მსჯელობა შორს რომ არ წავიდეს, ცალსახაა, რომ საბაზრო სისტემაში სხვადასხვა უფლებამოსილების მქონე სამსახურების არათანაბარი გადანაწილება, ისე როგორც ეკონომიკურ დემოკრატიაში, აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ ზოგიერთი დასაქმებული სხვაზე მეტად შეძლებს ეკონომიკური ბენეფიტების მიღებას. მაგალითად, თუ ერთი თანამსრომელითანამშრომელი ქმნის მანქანის დიზაინს, ხოლო მეორე აშენებს, დიზაინერი თავის კოგნიტურ შესაძლებლობებს უფრო ხშირად გამოიყენებს ვიდრე მშენებელი. შორეულ პერსპექტივაში, დიზაინერი უფრო მეტად გაიწაფება კონცეპტუალურ სამუშაოში ვიდრე მშენებელი, რაც პირველს მისცემს ფირმასთან უპირატესობას, რომ შემოსავლებიდან მეორეზე მეტი წილი მოითხოვოს. მომუშავეს, რომელიც გამოცდილია კონცეპტუალურ სამუშაოებში და არ არის კმაყოფილი თავისი ხელფასით, აქვს საშუალება, რომ დამსაქმებელს ისეთ კომპანიაში გადასვლით დაემუქროს, სადაც მეტს გადაუხდიან. ამის ეფექტი არის კლასობრივი დაყოფა კონცეპტუალურ და ხელით მომუშავეებს, საბოლოო ჯამში კი მენეჯერებსა და დასაქმებულებს შორის. ასევე, დე ფაქტო სამუშაო ბაზარი კონცეპტუალური მუშაკებისათვის.
 
[[დევიდ მაკნელი (პროფესორი)|დევიდ მაკნელი]] [[მარქსიზმი|მარქსისტულ]] ტრადიციაში ამტკიცებს, რომ ბაზრის ლოგიკა არსებითად აწარმოებს არათანაბარ შედეგებს და უთანასწორო გაცვლებს. მეტიც, მისი მტკიცებით, [[ადამ სმიტი|ადამ სმიტის]] მორალური განზრახვა და ფილოსოფია, რომლებიც თანასწორ გაცვლას ემსახურებოდნენ შეარყია მის მიერ მხარდაჭერილმა თავისუფალი ბაზრების პრაქტიკამ. საბაზრო ეკონომიკის განვითარებას თან ახლდა იძულება, ექსპლუატაცია და ძალადობა, რასთან თანხვედრაშიც სმიტის მორალური ფილოსოფია არ მოდიოდა. მაკნელი ასევე აკრიტიკებს საბაზრო სოციალისტებს იმის რწმენის გამო, რომ თანასწორ გაცვლებზე დამყარებული სამართლიანი ბაზრების მიღწევა შეიძლება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პარაზიტული ელემენტების, მათ შორის, საწარამოო საშუალებების კერძო საკუთრებაში არსებობის უფლების აკრძალვით.

სანავიგაციო მენიუ