938
რედაქტირება
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება რედაქტირება iOS-აპლიკაციიდან |
No edit summary იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება რედაქტირება iOS-აპლიკაციიდან |
||
}}
'''სასტუმრო „თბილისი მარიოტი“''', ყოფილი სასტუმრო „მაჟესტიკი“ — [[რუსთაველის გამზირი (თბილისი)|შოთა რუსთაველის გამზირზე]] N13-ში მდებარე სომეხი ვაჭრისა და მეცენატის [[მიხეილ არამიანცი]]ს დაკვეთით აშენებული სასტუმრო.
==ისტორია==
მშენებლობა 1911 წელს დაიწყო [[თბილისი|თბილისში]] მოღვაწე რუსი არქიტექტორის [[ალექსანდრ ოზეროვი]]ს პროექტით. შენობის საბოლოო ვარიანტი თბილისელმა არქიტექტორმა [[გაბრიელ ტერ-მიქელოვი|გაბრიელ ტერ-მიქელოვმა]] შექმნა 1915 წელს. სწორედ ტერ-მიქელოვისეულია ნაგებობის „შეზნექილი“ ფასადი და გიორგი ჭანტურიას ქუჩის კუთხისკენ მიმართული სიმრგვალე, რომელიც დღესაც განსაზღვრავს რუსთაველის გამზირის ამ მონაკვეთის პლასტიკურ ხასიათს.
==არქიტექტურა==
ხუთსართულიანი ნაგებობის ფასადთა მორთულობის საფუძველს [[რენესანსი|რენესანსულ]]-[[ბაროკო|ბაროკული]] ფორმები წარმოადგენს (რუსტიკა, კორინთულკაპიტელიანი, ნახევრადწრიული და ბრტყელი გიგანტური პილასტრები, ქვის კრონშტეინებზე დაყრდნობილი სამკუთხა და რკალური ფრონტონები და სხვ.). გამზირისპირა ფასადის განაპირა ნაწილში მსხვილი კოლონებით აქცენტირებული მთავარი შესასვლელია მოთავსებული. შენობას ასრულებს მეოთხე სართულის მძლავრი ანტაბლემენტი და ატიკის სართული, რომელსაც ნაძერწრიკულებიანი პარაპეტი აგვირგვინებს.
==რესტავრაცია==
ნაგებობა მნიშვნელოვნად დაზიანდა 1991-92 წლების [[საქართველოს სამოქალაქო ომი|თბილისის ომის]] დროს. ომის დროსვე განადგურდა მისი არქივი. 2002 წელს მოხდა შენობის რესტავრაცია. მასში განთავსდა [[Marriott
== ლიტერატურა ==
|
რედაქტირება