გიგა ჯაფარიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 16: ხაზი 16:
| საქმიანობა= მსახიობი
| საქმიანობა= მსახიობი
| მამა =
| მამა =
| საცხოვრებელი ადგილი= [[საქართველო]]
| საცხოვრებელი ადგილი=
| საიტი=
| საიტი=
| გამორჩეული როლები =
| გამორჩეული როლები =

17:37, 24 ივნისი 2021-ის ვერსია

გიგა ჯაფარიძე
დაბადების თარიღი 29 მაისი, 1924
ონი
გარდაცვალების თარიღი ნოემბერი, 2003
საქმიანობა მსახიობი

გიგა შალვას ძე ჯაფარიძე (დ. 29 მაისი, 1924, ონი — გ. ნოემბერი, 2003) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980). 1959 წელს მისი ინიციატივით გაიხსნა სახალხო თეატრი ამბროლაურში.

ბიოგრაფია

1961 წლიდან იყო ონის სახალხო თეატრის დამაარსებელი, რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მისთვის დამახასიათებელი იყო უშუალობა, სცენური სიმართლე, მკაფიო მეტყველება, გარდასახვის უნარი. შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სვიმონ ლიონიძე (დ. ერისთავის „სამშობლო“), ბახა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), ბესიკი (ლ. გოთუას „მეფე ერეკლე“), ვ. კიკვიძე (ვ. დარასელის „კიკვიძე“), ჰამლეტი (უ. შექსპირის „ჰამლეტი“), ოიდიპოსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), ლირი (უ. შექსპირის „მეფე ლირი“), ესოპე (გ. ფიგეირედუს „მელა და ყურძენი“), და სხვა. ამბროლაურისა და ონის სახალხო თეატრების სცენაზე დადგა მრავალი პიესა. ააღორძინა მივიწყებული ქართული ხალხური საკრავი გუდასტვირი, რომლის საუკეთესო შემსრულებელი თვითონვე იყო. ავტორია პიესებისა „ნაძვნარის საიდუმლო“, „ღატაკი მილიონერი“, „ხიბლი წუხილისა“, „ოი, დედა ენა!“, „კლდებოძალის ვარსკვლავი“. გადაღებულია ფილმში „ერთ პატარა ქალაქში“ (მოხუცი, 1986). არის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალის (1958) დიპლომანტი, საკავშირო და რესპუბლიკური ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში