სერგო ვარდოსანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3: ხაზი 3:


== ბიოგრაფია ==
== ბიოგრაფია ==
დაიბადა [[1955]] წლის 3 დეკემბერს [[ზესტაფონის რაიონი|ზესტაფონის რაიონის]] სოფელ [[ზოვრეთი|ზოვრეთში]]. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ [[1974]]-[[1979]] წწ. სწავლობდა [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე. [[1986]]-[[1989]] წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში საქართველოს ისტორიის სპეციალობით.
დაიბადა [[1955]] წლის 3 დეკემბერს [[ზესტაფონის რაიონი|ზესტაფონის რაიონის]] სოფელ [[ზოვრეთი|ზოვრეთში]]. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ [[1974]]-[[1979]] წწ. სწავლობდა [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე. [[1986]]-[[1989]] წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში საქართველოს ისტორიის სპეციალობით. სამეცნიერო ხარისხი და წოდება: ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ([[1988]]), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ([[2002]]), პროფესორი ([[2004]]), თეოლოგიის დოქტორი ([[2013]]).

სამეცნიერო ხარისხი და წოდება: ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ([[1988]]), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ([[2002]]), პროფესორი ([[2004]]), თეოლოგიის დოქტორი ([[2013]]).


== კარიერა ==
== კარიერა ==

10:31, 23 ივნისი 2021-ის ვერსია

სერგო ვარდოსანიძე
დაბ. თარიღი 3 დეკემბერი, 1955(1955-12-03) (68 წლის)
დაბ. ადგილი ზოვრეთი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ისტორიკოსი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და თეოლოგიის დოქტორი
ჯილდოები წმიდა გიორგის ოქროს ორდენი

სერგო ვარდოსანიძე (დ. 3 დეკემბერი, 1955, ზესტაფონის რაიონი, სოფელი ზოვრეთი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი. საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი.

ბიოგრაფია

დაიბადა 1955 წლის 3 დეკემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ ზოვრეთში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1974-1979 წწ. სწავლობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე. 1986-1989 წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში საქართველოს ისტორიის სპეციალობით. სამეცნიერო ხარისხი და წოდება: ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1988), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2004), თეოლოგიის დოქტორი (2013).

კარიერა

1979-1990 წლებში მუშაობდა თბილისის კ.დ. უშინსკის სახელობის #1 რესპუბლიკურ ექსპერიმენტულ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, 1983-1985 წწ. დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში. 1988 წლიდან დღემდე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საქართველოს ისტორიის ლექტორად, 1994 წლიდან საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ. 1990 წლიდან 1993 წლამდე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტად, 1993-2003 წლებში ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანად და საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 2003-2004 წლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრორექტორად სამეცნიერო მუშაობის დარგში. 2005-2007 კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორი. 2008 წლიდან ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში მოწვეულ პროფესორად.

2010 წლიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარედ, რექტორად.

2018 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორად.

საზოგადოებრივი საქმიანობა

1989-1990 წლებში უყო ახალგაზრდა პედაგოგთა რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე. ორჯერ არჩეულ იქნა წლის საუკეთესო მასწავლებლად. მონაწილეობდა 7 რესპუბლიკურ და 8 საერთაშორისო კონფერენციაში, სასულიერო აკადემიის შრომების, ჟურნალ „ჯვარი ვაზისას“ რედკოლეგიის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ „მაცნეს“ რედკოლეგიის წევრი. 2013 წლის 6 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ბრძანებით დაჯილდოვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

პუბლიკაციები

გამოქვეყნებული აქვს 37 მონოგრაფია და სახელმძღვანელო, 120 პუბლიკაცია, მათ შორის ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში 30, უცხოეთში 15.

მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები

ა) ეკლესიის ისტორია

  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II. საბერძნეთი, გამომცემლობა „ორთოდოქს-კიპრელი“, 1993, 30 გვ.
  • კირიონ II. უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი (1917-1918). ცხოვრება და მოღვაწეობა. ოზურგეთი, 1994, 32 გვ.
  • საქართველოს ეკლესია (ინგლისურ ენაზე). თბილისი, 1999, 14 გვ.
  • საქართველოს ეკლესია (გერმანულ ენაზე). თბილისი, 1999, 15 გვ.
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917-1927 წლებში. გამომცემლობა „ქრონოგრაფი“, თბილისი, 2000. 152 გვ.
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II (1960-72 წ.წ.). გამომცემლობა “ქრონოგრაფი“, თბილისი, 2000. 28 გვ.
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდი (1918-1921 წ.წ.). თბილისი, 2000. 46 გვ.
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1927-1952 წლებში. გამომცემლობა „ქრონოგრაფი“, თბილისი, 2001. 214 გვ.
  • საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში. გამომცემლობა “მეცნიერება”, თბილისი, 2001. 323 გვ.
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (1932-1952 წ.წ.). თბილისი, 2004. 121 გვ.
  • ქრისტიანობის ოცი საუკუნე საქართველოში (გზამკვლევი ქართულ და ინგლისურ ენებზე). თბილისი, 2004. 18 გვ.
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი (1921-1927 წ.წ.). თბილისი, 2005. 112 გვ.
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II (1960-72 წ.წ.). თბილისი, 2007. 144 გვ.
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II. გამომცემლობა “ნათლისმცემელი”, თბილისი, 2008. 488 გვ.
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე (1932-1952 წ.წ.). გამომცემლობა “ნათლისმცემელი”, თბილისი, 2009. 208 გვ.
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი (1921-1927 წ.წ.). გამომცემლობა “ნათლისმცემელი”, თბილისი, 2009. 226 გვ.
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ქრისტეფორე. თბილისი, 2009. 200 გვ.
  • ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეებში). გამომცემლობა “ნათლისმცემელი”, თბილისი, 2010. 514 გვ.
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე (1932-1952 წლები). თბილისი, 2010. 166 გვ.
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი (1861-1927). თბილისი, 2011. 190 გვ.
  • XX საუკუნის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელნი და მათი ოპონენტები. თბილისი, 2011. 220 გვ.
  • პატრიარქი კალისტრატე. პატრიარქი მელქისედეკ III. თბილისი, 2013. 214 გვ.
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტრესი ილია II. თბილისი, 2013. 283 გვ.
  • უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (1917-1918 წ.წ.). გამომცემლობა “ნათლისმცემელი”, თბილისი, 2014. 287 გვ.
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდი (1861-1921). გამომცემლობა “ნათლისმცემელი”, თბილისი, 2014. 174 გვ.
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. მოსკოვი, 2014. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015. 185 გვ.
  • უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ცხოვრება და მოღვაწეობა. ტომი II. გამომცემლობა “სეზანი”. თბილისი, 2017. 185 გვ.
  • „საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)“ 2017 წ. გვ.648

ბ) საქართველოს ისტორია

  • ქართული ეროვნული ცნობიერების პრობლემები (წერილები). თბილისი, 2004. 125 გვ.
  • საქართველოს საზღვრები (1917-1938). ნარკვევი. დოკუმენტები და მასალები. თბილისი, 2014. 190 გვ. (თანაავტორები: ვახტანგ გურული, კობა ხარაძე, ლევან ჯიქია).
  • გიორგი წერეთელი და საქართველოს ისტორიის პრობლემები. თბილისი, 2015. 184 გვ.
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ისტორია (1917-1957). გამოკვლევა. დოკუმენტები და მასალები. თბილისი, 2015. 308 გვ. (თანაავტორები: ვახტანგ გურული, კობა ხარაძე, ლევან ჯიქია, მაკა კვარაცხელია).

გ) პედაგოგიკა

  • ტესტები პედაგოგთა ატესტაციისთვის. საქართველოს ისტორია. შემდგენლები სერგო ვარდოსანიძე და მედეა კეშელავა. თბილისი, 1996, 65 გვ.
  • სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტი საქართველოს ისტორიაში. თბილისი, 1997, 48 გვ.
  • საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო რ. მეტრეველისა და ი. ანთელავას თანაავტორობით, თბილისი, 1999.
  • ისტორიის სწავლების მეთოდიკა (ლექციების კურსი ზ. ჩიმაკაძისა და ე. ცქიტიშვილის თანაავტორობით). 1999.
  • ზესტაფონის რაიონის სოფ. ზოვრეთის საშუალო სკოლა. თბილისი, 2002, 31 გვ.


წიგნები და სტატიები უცხო ენებზე

  • Внешняя политика Грузинской православной церкви. Журнал «Азия Африка сегодня» Москва 2001, გვ. 74-75.
  • Отношения Грузинской православной и Армянской апостольской церквей в 1917-1922 гг. ჟურნ. «Иран-наме» ტ. 37. 2001. გვ. 36-37, თეირანი.
  • Взаимоотношения между Грузинской православной церковью и государством в 1921-1924 г.г. ჟურნ. «Церковный вестник» #4. 2001. გვ.50-56. ვარშავა.
  • Управление Грузинской церкви и история епархий в 20-30 годы ХХ века» იხ. ჟურნ. “The WORLD of the Orient”. #1. 2002. კიევი.
  • საქართველოს ეკლესია 1917-1952 წწ., იხ. ჟურნ. "გეორგიკა". #25. 2002. გვ.83-91. გერმანია.
  • "განახლების და რეფორმების" მცდელობანი 1922-1927 წლებში". იხ. ჟურნ. ივერია 2001/2002. ტ. VII. გვ. 61-74. საფრანგეთი.
  • Православная энциклопедия, ტ. XII, მოსკოვი 2007 წ. გვ. 218-229.
  • A History of the Orthdox Church of Georgia, 1811 to the Present (ინგლისურ ენაზე, შვეიცარია. 2006 წ. თანაავტორი. (1917-2002წ.წ)
  • Патриарх Грузии. - Книга ,,Раб Божий", Москва, 2015.

სტატიები:

რესურსები ინტერნეტში