თბილისი მარიოტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება რედაქტირება iOS-აპლიკაციიდან
ხაზი 12: ხაზი 12:
| მდებარეობა = [[თბილისი]], [[საქართველო]]
| მდებარეობა = [[თბილისი]], [[საქართველო]]
| მისამართი = [[რუსთაველის გამზირი (თბილისი)|რუსთაველის გამზირი]] N13
| მისამართი = [[რუსთაველის გამზირი (თბილისი)|რუსთაველის გამზირი]] N13
| ქსელი = Marriott
| ქსელი =
[[File:Marriott hotels logo14.svg | 30x20px ]] Marriott
| latd = |latm = |lats = |latNS =
| latd = |latm = |lats = |latNS =
| longd= |longm= |longs= |longEW=
| longd= |longm= |longs= |longEW=

18:13, 16 ივნისი 2021-ის ვერსია

ტერმინს „თბილისი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ თბილისი (მრავალმნიშვნელოვანი).
თბილისი მარიოტი (5)
სასტუმროს ქსელი Marriott
მდებარეობა თბილისი, საქართველო
მისამართი რუსთაველის გამზირი N13
ისტორია
არქიტექტორ(ებ)ი ალექსანდრ ოზეროვი
გაბრიელ ტერ-მიქელოვი
სტატისტიკა
ნომრების რაოდენობა 127
სართულების რაოდენობა 5
ოფიციალური ვებ-გვერდი

სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, ყოფილი სასტუმრო „მაჟესტიკი“ — შოთა რუსთაველის გამზირზე N13-ში მდებარე სომეხი ვაჭრისა და მეცენატის მიხეილ არამიანცის დაკვეთით აშენებული სასტუმრო.

მშენებლობა 1911 წელს დაიწყო თბილისში მოღვაწე რუსი არქიტექტორის ალექსანდრ ოზეროვის პროექტით. შენობის საბოლოო ვარიანტი თბილისელმა არქიტექტორმა გაბრიელ ტერ-მიქელოვმა შექმნა 1915 წელს. სწორედ ტერ-მიქელოვისეულია ნაგებობის „შეზნექილი“ ფასადი და გიორგი ჭანტურიას ქუჩის კუთხისკენ მიმართული სიმრგვალე, რომელიც დღესაც განსაზღვრავს რუსთაველის გამზირის ამ მონაკვეთის პლასტიკურ ხასიათს.

ხუთსართულიანი ნაგებობის ფასადთა მორთულობის საფუძველს რენესანსულ-ბაროკული ფორმები წარმოადგენს (რუსტიკა, კორინთულკაპიტელიანი, ნახევრადწრიული და ბრტყელი გიგანტური პილასტრები, ქვის კრონშტეინებზე დაყრდნობილი სამკუთხა და რკალური ფრონტონები და სხვ.). გამზირისპირა ფასადის განაპირა ნაწილში მსხვილი კოლონებით აქცენტირებული მთავარი შესასვლელია მოთავსებული. შენობას ასრულებს მეოთხე სართულის მძლავრი ანტაბლემენტი და ატიკის სართული, რომელსაც ნაძერწრიკულებიანი პარაპეტი აგვირგვინებს.

ნაგებობა მნიშვნელოვნად დაზიანდა 1991-92 წლების თბილისის ომის დროს. ომის დროსვე განადგურდა მისი არქივი. 2002 წელს მოხდა შენობის რესტავრაცია. მასში განთავსდა Marriott-ის ქსელის სასტუმრო „თბილისი მარიოტი“.

ლიტერატურა

  • „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0

რესურსები ინტერნეტში