ნაჯახავოს ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''ნაჯახავოს ეკლესია''' — [[ეკლესია]] [[სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე|სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის]] [[მარტვილის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ნაჯახავო]]ში. ეკლესია [[არქეოლოგია|არქეოლოგიური]] გათხრების შედეგად აღმოჩნდა. თარიღდება [[X საუკუნე|X საუკუნით]].
 
ნაჯახავოს ეკლესია [[კუპელჰალე]]ს ტიპის ნაგებობა იყო. მისი გეგმა წარმოადგენს მცირედ წაგრძელებულ, [[აღმოსავლეთი]]თ [[აფსიდა|აფსიდური]] შვერილით დაბოლოვებულ ცალნავიან სწორკუთხედს (8,3X 11,8 მ.). მისი გრძივი კედლები ერთმანეთს არ უტოლდება: [[ჩრდილოეთი]] მხარე შესამჩნევად გრძელია სამხრეთისაზე. შიდა სივრცეში ორი წყვილი [[გუმბათი (არქიტექტურა)|გუმბათქვეშა]] შვერილია - აღმოსავლეთისა უშუალოდ აფსიდს ესაზღვრება. ამის გამო, დარბაზის სივრცე ორნაწილიანია (დასავლეთი მონაკვეთი და გუმბათქვეშა); არ არის საკურთხევლისწინა, აღმოსავლეთი მონაკვეთი, რაც შვერილთა ორი წყვილის შემთხვევაში გვაქვს ხოლმე ასეთი ტიპის ტაძრებში. თვით საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდი უჩვეულოდ განიერია, ნავის თითქმის მთელი სიგანის მომცველი.
 
==ლიტერატურა==
* გენგიური ნ., „კუპელჰალე“, თბ., 2005
* ელიავა გ., აბაშისა და ტეხურის ხეობების ისტორიული ღისშესანიშნაობანი, თბ., 1971
* კაპანაძე თ., ნაჯახავოს "გუმბათოვანი დარბაზის" ტიპის ეკლესია, ძეგლის მეგობარი, კრ.76, 1987
 
{{მარტვილის მუნიციპალიტეტის ტაძრები}}

სანავიგაციო მენიუ