კურაპალატი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''კურაპალატი''' ([[ბიზანტ.]] [[ბერძნ.]] kuropalates < [[ლათ.]] cura Palatiae — სასახლის დაცვა) — IV-V საუკუნეების [[ბიზანტია|ბიზანტიის]] კარის მოხელე, სასახლის დაცვის უფროსი. ითვლებოდა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმაღლეს პირად ([[იმპერატორი]]ს შემდეგ) [[კეისარი|კეისარსა]] და [[ნოველისიმოსი|ნოველისიმოსთან]] ერთად. კურაპალატობას თავდაპირველად ანიჭებდნენ იმპერატორის ოჯახის წევრებს, ხშირად — ტახტის მემკვიდრეებს. ამ დროს კურაპალატი ჯერ კიდევ რეალურ სამოხელეო მოვალეობას ასრულებდა. VIII საუკუნეში საპატიო ტიტული გახდა, რომელსაც უმაღლესიუმაღლეს არისტოკრატიულიარისტოკრატიულ წარმომადგენლებს ანიჭებდნენ. IX საუკუნიდან უცხოელი ხელისუფლებიც და ბიზანტიელებიც კურაპალატობას გარკვეული დამსახურებისათვის იღებდნენ. XI-XII საუკუნეებში თანდათან დაკარგა მნიშვნელობა. XIII-XIV საუკუნეებში მეორეხარისხოვან ტიტულად იქცა, XV საუკუნეში საერთოდ აღარ მოიხსენიებოდა.
 
კურაპალატის ტიტული IX საუკუნიდან ენიჭებოდათ იბერიის (თავდაპირველად [[ტაო-კლარჯეთი]]ს, შემდეგ გაერთიანებული საქართველოს) მეფე-მთავრებს. პირველი კურაპალატი მათ შორის იყვნენ [[აშოტ I დიდი|აშოტ I]] (IX ს.), შემდეგ კურაპალატობა მუდმივად ეძლეოდათ ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლებს, XI საუკუნიდან — [[საქართველო]]ს მეფეებს ([[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ III]], [[გიორგი I (საქართველოს მეფე)|გიორგი I]], [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV]], [[გიორგი II (საქართველოს მეფე)|გიორგი II]]). [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] უარყო ბიზანტიის ტიტული და მას შემდეგ ისინი ქართველ მეფეებს აღარ უტარებიათ.
ანონიმური მომხმარებელი

სანავიგაციო მენიუ