ზმნიზედა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 15: ხაზი 15:
==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==
* [https://www.ice.ge/web/41/__3.html ზმნიზედა — ice.ge]
* [https://www.ice.ge/web/41/__3.html ზმნიზედა — ice.ge]

[[კატეგორია:მეტყველების ნაწილები]]

19:15, 28 აპრილი 2021-ის ვერსია

ზმნიზედა, ზმნისართი — სრული მნიშვნელობის მქონე უცვლელი მეტყველების ნაწილი, რომელიც ჩვეულებრივ ზმნას ახლავს და გვიჩვენებს, თუ სად, როდის, როგორ, რატომ ან რისთვის ხდება მოქმედება.

წინადადებაში ზმნიზედა ძირითადად ზმნას ახლავს, მაგალითად, სამი ზმნიზედა ახლავს ზმნას ამ წინადადებაში: გუშინ იქ ძალიან ცხელოდა. პირველი ზმნიზედა აღნიშნავს, თუ როდის ცხელოდა, მეორე - სად ცხელოდა, მესამე - როგორ ცხელოდა. იშვიათად ზმნიზედა შეიძლება ახლდეს ზედსართავ სახელსა და თვით ზმნიზედასაც: ოდნავ წითელი, ძალიან თეთრი, ძალიან შორს.

შინაარსის მიხედვით ზმნიზედების რამდენიმე ჯგუფი გამოიყოფა. დროის ზმნიზედებია: დღეს, ხვალ, ზეგ,მაზეგ, გუშინ; ახლა, მაშინ, შარშან, წელს, გაისად...

დროის ზმნიზედას დაესმის კითხვა როდის? (აგრეთვე: როდიდან? / რა დროიდან? როდემდე? / რა დრომდე?).

როდის? – ხვალ

როდიდან? – ხვალიდან

როდემდე? – ხვალამდე...

რესურსები ინტერნეტში