ვიკიპედია:Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 Unported ლიცენზიის ტექსტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 102: ხაზი 102:
*საქართველოს კანონმდებლობასთან ლიცენზიის შესაბამისობის შესახებ იხ. [[ვიკიპედია:Creative Commons ლიცენზიის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან]].
*საქართველოს კანონმდებლობასთან ლიცენზიის შესაბამისობის შესახებ იხ. [[ვიკიპედია:Creative Commons ლიცენზიის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან]].


<div style="border-top:5px solid #429b70; background:#f0fff8; padding-right:25px;padding-left:25px;padding-bottom:25px;"><center>[[File:Wikimedia User Group Georgia Logo Black (Official).svg|90px|center]]გვერდის თარგმანი შესრულებულია ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ინიციატივითა და მხარდაჭერით.<center><div/>
<div style="border-top:5px solid #429b70; background:#f0fff8; padding-right:25px;padding-left:25px;padding-bottom:25px;"><center>[[File:Wikimedia User Group Georgia Logo Black (Official).svg|90px|center|link|WMGE:ვიკიმედია:ჩვენ შესახებ]]გვერდის თარგმანი შესრულებულია ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ინიციატივითა და მხარდაჭერით.<center><div/>

11:34, 27 აპრილი 2021-ის ვერსია

ლიცენზია

ნაწარმოები (როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული) წარმოდგენილია Creative Commons-ის საჯარო ლიცენზიის (შემდეგში “CCPL” ან „ლიცენზია“) პირობების შესაბამისად. ნაწარმოები დაცულია საავტორო უფლებით ან/და სხვა მოქმედი კანონმდებლობით. ნაწარმოების ნებისმიერი გამოყენება, გარდა ამ ლიცენზიის ან საავტორო უფლებათა შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა, დაუშვებელია. წინამდებარე ნაწარმოებთან დაკავშირებული ნებისმიერი უფლებით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ იზიარებთ და ეთანხმებით ლიცენზიაში წარმოდგენილ პირობებს. იმ შემთხვევაში, თუკი წინამდებარე ლიცენზია ხელშეკრულებად იქნება მიჩნეული, ლიცენზიარი აქ ჩამოთვლილ უფლებებს განიჭებთ ქვევით მოყვანილ წესებსა და პირობებზე თანხმობის შესაბამისად.

1. განმარტებები

  1. „ადაპტაცია“ - ნაწარმოები, რომელიც დაფუძნებულია ნაწარმოებზე ან ნაწარმოებსა და მანამდე არსებულ ნაწარმოებზე, როგორიცაა თარგმანი, ადაპტაცია, გადამუშავებული ნაწარმოები, მუსიკალური არანჟირება ან ლიტერატურული ან სახელოვნებო ნაწარმოების სხვაგვარი ცვლილება, ან ფონოგრამა ან შესრულება და რომელიც მოიცავს კინომატოგრაფიულ ადაპტაციებს ან ნებისმიერი სხვა ფორმას, რომლითაც ნაწარმოები შეიძლება გადამუშავდეს, გადაკეთდეს ან ადაპტირდეს, ნებისმიერი ისეთი ფორმით, რომ შეცნობადი იყოს მისი წარმოშობა ორიგინალი ნაწარმოებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაწარმოები წარმოადგენს კრებულს, რაც აღნიშნული ლიცენზიის მიზნებისათვის, ადაპტაციად მიჩნეული ვერ იქნება. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, თუკი ნაწარმოები მუსიკალური ნაწარმოები, შესრულება ან ფონოგრამაა, ნაწარმოების სინქრონიზაცია მოძრავი სურათის პარალელურად („სინქრონიზება“) წინამდებარე ლიცენზიის მიზნებისათვის ჩაითვლება ნაწარმოების ადაპტაციად.
  2. „კრებული“ - ლიტერატურულ და სახელოვნებო ნაწარმოებთა კრებული, როგორიცაა ენციკლოპედიები და ანთოლოგიები, ან შესრულებები, ფონოგრამები ან გადაცემები, ან სხვა ნაწარმოებები ან საგანი, გარდა ნაწარმოებებისა, რომლებიც მოცემულია ქვემოთ, სექცია 1(f)-ში და რომლებიც თავიანთი შინაარსის შერჩევისა და აღწერის საფუძველზე წარმოადგენენ ინტელექტუალურ საკუთრებას, რომლითაც ნაწარმოები წარმოდგენილია თავისი სრული და შეუცვლელი ფორმით ერთ ან მეტ სხვა შეტანილ [ნაწარმოებთან] ერთად, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს ცალკეულ და დამოუკიდებელ ნაწარმოებს, რომელიც ერთ მთლიანობადაა მოქცეული. ნაწარმოები, რომელიც კრებულს წარმოადგენს ადაპტაციად (როგორც ეს ქვემოთაა განსაზღვრული) არ ჩაითვლება ამ ლიცენზიის მიზნებისათვის.
  3. Creative Commons-თან თავსებადი ლიცენზია - ლიცენზია, რომელიც განთავსებულია https://creativecommons.org/compatiblelicenses-ზე და დამტკიცებულია Creative Commons-ის მიერ, როგორც ამ ლიცენზიის არსებითად ეკვივალენტური ლიცენზია და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: (i) შეიცავს პირობებს, რომლებსაც აქვთ იგივე მიზანი, მნიშვნელობა და ეფექტი, რაც ამ ლიცენზიას გააჩნია. (ii) აშკარადაა დადასტურებული ლიცენზიის გავრცელება იმავე ლიცენზიის ქვეშ შექმნილი ნაწარმოებების ადაპტაციების ლიცენზირებას ან საავტორო უფლებების კორპორაციის იურისდიქციაში შემავალი სხვა იმგვარი ლიცენზიის საშუალებით, რომლის ელემენტებიც ამ ლიცენზიის ელემენტებს ემთხვევა.
  4. „გავრცელება“ - გაყიდვის ან საკუთრების უფლების სხვაგვარი გადაცემის ფორმით ნაწარმოების ან ადაპტაციის, ორიგინალის ან ასლის საჯაროდ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
  5. „ლიცენზიის ელემენტები“ - ლიცენზიარის მიერ არჩეული და ამ ლიცენზიის სათაურში მითითებული მაღალი დონის სალიცენზიო ატრიბუტები: წყაროს მითითება და გავრცელების პირობების უცვლელობა.
  6. „ლიცენზიარი“ - ფიზიკური პირი, ფიზიკური პირები, იურიდიული პირი ან იურიდიული პირები, რომლებიც სთავაზობენ ნაწარმოებს, ამ ლიცენზიის პირობების შესაბამისად.
  7. „პირვანდელი ავტორი“ - ლიტერატურული ან სახელოვნებო ნაწარმოების შემთხვევაში, ფიზიკური პირი, ფიზიკური პირები, იურდიული პირი ან იურიდიული პირები, ვის მიერაცაა ეს ნაწარმოები შექმნილი. ან თუ შემქმნელი ფიზიკური ან იურიდიული პირის დადგენა შეუძლებელია, გამომცემელი. დამატებით, (i) შესრულების შემთხვევაში, მსახიობები, მომღერლები, მუსიკოსები, მოცეკვავეები და სხვა პირები, ვინც თამაშობენ, მღერიან, წარადგენენ, კითხულობენ, მონაწილეობენ, ინტერპრეტირებენ ან რაიმე სხვა სახით ასრულებენ ლიტერატურულ ან სახელოვნებო ნაწარმოებს, ან ფოლკლორის სახეებს. (ii) ფონოგრამის შემთხვევაში პროდიუსერი - იქნება ეს ფიზიკური ან იურდიული პირი - ვინც პირველი ჩაწერს შესრულების ხმას, ან სხვა სახის ხმებს. (iii) გადაცემის შემთხვევაში ორგანიზაცია, რომელიც გადასცემს მაუწყებლობას.
  8. „ნაწარმოები“ - ლიტერატურული და/ან სახელოვნებო ნაწარმოები გავრცელებული წინამდებარე ლიცენზიის პირობების შესაბამისად, შეზღუდვის გარეშე ნებისმიერ ნაწარმოებზე ლიტერატურულ, სამეცნიერო თუ სახელოვნებო დარგში, განურჩევლად გამოხატვის საშუალებისა და ფორმისა, მათ შორის ციფრული ფორმითაც, ისეთი როგორიცაა წიგნი, პამფლეტი ან სხვა სახის ჩანაწერი. ლექცია, მიმართვა, ქადაგება ან ამ სახის სხვა ნაწარმოები. დრამატული ან დრამატულ მუსიკალური ნაწარმოები. ქორეოგრაფიული ან პანტომიმური ნაწარმოები; მუსიკალური კომპოზიცია ტექსტით ან ტექსტის გარეშე; კინემატოგრაფიული ნაწარმოები, რომელშიც სხვადასხვა სახის ნაწარმოებები, კინემატოგრაფიული ნაწარმოების, ანალოგიურადაა გაერთიანებული. მხატვრული, ფერწერული, არქიტექტურული, სკულპტურული, გრავიურული, ან ლითოგრაფიული ნაწარმოები; ფოტოგრაფიული ნაწარმოები, რომელშიც სხვადასხვა სახის ნაწარმოებები, ფოტოგრაფიული ნაწარმოების, ანალოგიურადაა გაერთიანებული. გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოები. გეოგრაფიასთან, ტოპოგრაფიასთან, არქიტექტურასთან ან მეცნიერებასთან დაკავშირებული ილუსტრაცია, რუკა, გეგმა, სკეტჩი ან სამგანზომილებიანი ნაწარმოები; შესრულება; გადაცემა; ფონოგრამა; მონაცემთა კრებული, თუ ის დაცულია, როგორც საავტორო უფლებების მქონე ნაწარმოები; ან ნაწარმოები, რომელსაც ასრულებს საესტრადო ან საცირკო გამომსვლელი, თუკი ეს ნაწარმოები არ განეკუთვნება ლიტერატურულ ან სახელოვნებო ნაწარმოებს.
  9. „პირი“ - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს ამ ლიცენზიით მინიჭებული უფლებებით და ნაწარმოებთან მიმართებაში მას აქამდე ამ ლიცენზიით გათვალისწინებული პირობები არ დაურღვევია. ან ლიცენზიარისგან მიღებული აქვს სპეციალური ნებართვა ისარგებლოს ამ ლიცენზიით გათვალისწინებული უფლებებით, მიუხედავად წინმსწრები დარღვევისა.
  10. „საჯაროდ შესრულება“ - ნაწარმოების საჯაროდ, მაყურებლის წინაშე შესრულება და ნაწარმოების საშუალებით მაყურებელთან კომუნიკაცია ნებისმიერი ფორმით ან საშუალებით, მათ შორის სადენიანი და უსადენო მოწყობილობებით ან ციფრული საჯარო შესრულებით; ნაწარმოების გასაჯაროვება იმგვარად, რომ მაყურებელს მის მიერ დამოუკიდებლად არჩეული ადგილიდან ჰქონდეს წვდომა ამ ნაწარმოებზე; ნაწარმოების შესრულება მაყურებლის წინაშე ნებისმიერი ფორმით ან საშუალებით და კომუნიკაცია შესრულების მაყურებელთან, მათ შორის ციფრული შესრულებისა; ნაწარმოების გადაცემა და განმეორებით გადაცემა ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ნიშნებით, ხმებითა და სურათებით.
  11. „რეპროდუცირება“ - ნაწარმოების ასლების დამზადება ნებისმიერი ფორმით, განურჩევლად ხმოვანი და ვიზუალური ჩანაწერებისა. ასევე ნაწარმოების გამრავლება, შესრულების ან ფონოგრამის ციფრული სახით ან ნებისმიერი სხვა ელექტრონული სახით შენახვის გზით.

2. სამართლიანი გარიგების უფლებები

წინამდებარე ლიცენზიის პირობები არ არის გამიზნული იმისათვის, რომ შეამციროს, შეზღუდოს ან აკრძალოს ნებისმიერი გამოყენება, რომელიც თავისუფალია საავტორო უფლებების ან იმ უფლებებისგან, რომლებიც წარმოიშობა შეზღუდვების ან გამონაკლისებისგან, რომელიც დაკავშირებულია საავტორო უფლების დაცვის მიზნით საავტორო სამართლის ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ლიცენზია უფლებას რთავს

წინამდებარე ლიცენზიაში წარმოდგენილი წესებსა და პირობების გათვალისწინებით, ლიცენზიარი პირს ანიჭებს საერთაშორისო, როიალტისგან გათავისუფლებულ, არა-ექსკლუზიურ, მუდმივმოქმედ (შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით) ლიცენზიას, რათა ისარგებლოს ქვემოთ მოცემული უფლებებით ნაწარმოების გამოყენებისას:

  1. მოახდინოს ნაწარმოების რეპროდუცირება, შეიტანოს ის ერთ ან მეტ კრებულში და მოახდინოს ნაწარმოების რეპროდუცირება კრებულში შეტანილი სახით;
  2. შექმნას და მოახდინოს ადაპტაციების რეპროდუცირება, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ადაპტაციებში, მათ შორის თარგმანის სახით წარმოდგენილ ადაპტაციებში, ნათლად იქნება წარმოჩენილი, რომ პირვანდელ ნაწარმოებში შეტანილ იქნა ცვლილებები. მაგალითად, თარგმანში აღნიშნული უნდა იყოს, რომ „პირვანდელი ნაწარმოები ითარგმნა ინგლისურიდან ესპანურად“, ან სახეცვლილების შემთხვევაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ „პირვანდელი ნაწარმოები შეცვლილი სახითაა წარმოდგენილი“;
  3. გაავრცელოს და საჯაროდ შეასრულოს ნაწარმოები, მათ შორის კრებულში შეტანილი სახით,
  4. და გაავრცელოს და საჯაროდ შეასრულოს ადაპტაციები..
  5. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვისთვის:
    1. არა-უარყოფადი სავალდებულო სალიცენზიო სქემები. იმ იურისდიქციებში, რომლებშიც არ არის შესაძლებელი როიალტის მიღებაზე უარის თქმა რაიმე საკანონმდებლო და სავალდებულო სალიცენზიო სქემით, ლიცენზიარი იტოვებს ექსკლუზიურ უფლებას მიიღოს აღნიშნული როიალტი პირის მიერ წინამდებარე ლიცენზიის საფუძველზე მინიჭებულ უფლებათა ნებისმიერი სარგებლობის საფუძვლით; და;
    2. უარყოფადი სავალდებულო სალიცენზიო სქემები.იმ საკანონმდებლო იურისდიქციებში, სადაც შესაძლებელია როიალტის მიღებაზე უარის თქმა რაიმე საკანონმდებლო და სავალდებულო სალიცენზიო სქემით, ლიცენზიარი უარს ამბობს ლიცენზიით გათვალისწინებული როიალტის მიღების ექსკლუზიურ უფლებაზე პირის მიერ წინამდებარე ლიცენზიის საფუძველზე მინიჭებულ უფლებათა ნებისმიერი სარგებლობის შემთხვევაში და,
    3. ნებაყოფლობითი სალიცენზიო სქემები. . ლიცენზიარი უარს ამბობს ლიცენზიით გათვალისწინებით როიალტის მიღების უფლებაზე, იქნება ეს ინდივიდუალურად, თუ იმ სალიცენზიო საზოგადოების წევრობის გზით, რომელიც ნებაყოფლობითი სალიცენზიო სქემების ადმინისტრირებას ახდენს პირის მიერ წინამდებარე ლიცენზიის საფუძველზე მინიჭებულ უფლებათა ნებისმიერი სარგებლობის საფუძვლით.

ზემოთ დასახელებული უფლებების სარგებლობა შესაძლებელია ყველა სახის მედიუმითა და ფორმატით სარგებლობისას, ისევე როგორც აქამდე ცნობილისა და მოქმედით, ასევე შემდგომში გამოგონილისა და დამკვიდრებულითაც. ზემოთ დასახელებული უფლებები ასევე მოიცავს უფლებას მათში იმგვარი ცვლილებების შეტანისა, რომელიც ტექნიკური მიზნებისთვის იქნება საჭირო, რათა ზემოთ მოყვანილი უფლებები გარანტირებული იყოს სამომავლო მედიუმებისა და ფორმატებით სარგებლობისთვისაც. 8(f) სექციის შესაბამისად, ყველა უფლება, რომელიც პირდაპირ არაა მინიჭებული რჩება ლიცენზიარს.

4. აკრძალვები

მესამე სექციაში გათვალისწინებული ლიცენზია ექვემდებარება და შეზღუდულია შემდეგი აკრძალვებით:

  1. პირი უფლებამოსილია გაავრცელოს ან და საჯაროდ შეასრულოს ნაწარმოები მხოლოდ ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დაცვით. პირი ვალდებულია დაურთოს გავრცელებული ნაწარმოების თითოეულ ასლს წინამდებარე ლიცენზიის ასლი ან მასზე წვდომის გზა(URI). პირი არ არის უფლებამოსილი ნაწარმოების მიმღებისთვის იმგვარი პირობების შეთავაზებისა ან დაწესებისა, რომელიც ზღუდავს ამ ლიცენზიის პირობებს ან მიმღებს ამ ლიცენზის რომელიმე პირობით სარგებლობის საშუალებას არ აძლევს. პირი არ არის უფლებამოსილი გასცეს ნაწარმოები ქველიცენზიით. პირი ვალდებულია წინამდებარე ლიცენზიაში აღნიშნული ყველა შენიშვნა და გარანტიების უარყოფა უცვლელი დატოვოს ნაწარმოების შემდგომ გავრცელებული ან საჯაროდ ნაჩვენები თითოეული ასლისათვის. ნაწარმოების გავრცელებისას ან საჯაროდ ჩვენებისას პირი არ არის უფლებამოსილი შეიტანოს იმგვარი ტექნოლოგიური ცვლილებები ნაწარმოებში, რომელიც მიმღებს წინამდებარე ლიცენზიის რომელიმე პირობით სარგებლობის საშუალებას უზღუდავს. 4(a) სექცია ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც წარმოადგენს კრებულის ნაწილს, მაგრამ წინამდებარე ლიცენზია ვრცელდება მხოლოდ კონკრეტულ ნაწარმოებზე და არა მთლიანად კრებულზე. პირის მიერ კრებულის შექმნის შემთხვევაში, ლიცენზიარის შეტყობინების შემდგომ, პირი ვალდებულია, მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, 4(c) სექციის დაცვით, კრებულიდან ამოიღოს ნებისმიერი შესაბამისი ნაწილი. პირის მიერ ადაპტაციის შექმნის შემთხვევაში, ნებისმიერი ლიცენზიარის შეტყობინების შემდგომ, პირი ვალდებულია, მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, 4(c) სექციის დაცვით, ადაპტაციიდან ამოიღოს ნებისმიერი შესაბამისი ნაწილი.
  2. პირი უფლებამოსილია გაავრცელოს ან საჯაროდ შეასრულოს ნაწარმოების მხოლოდ შემდგომი პირობებით, რომელსაც ითვალისწინებს: (i) წინამდებარე ლიცენზია, (ii) წინამდებარე ლიცენზიის გვიანდელი ვერსია, რომელსაც ამ ლიცენზიის იდენტური ელემენტები გააჩნია (iii) Creative Commons იურისდიქციით მოქმედი ლიცენზია(წინამდებარე ლიცენზია, ან მისი გვიანდელი ვერსია), რომელიც შეიცავს წინამდებარე ლიცენზიის იდენტურ ელემენეტებს (მაგ. Attribution-ShareAlike 3.0 US), (iv) Creative Commons-სთან თავსებადი ლიცენზია. თუ პირი ადაპტაციას (iv)-ში მოხსენიებული რომელიმე ლიცენზიით გაავრცელებს, ძალაშია გამოყენებული ლიცენზიით განსაზღვრული წესები და პირობები. თუ პირი ადაპტაციას (i), (ii), ან (iii)-ში გათვალისწინებული ლიცენზიათა პირობების შესაბამისად გავრცელებს, ლიცენზია ზოგადად და შემდეგი დებულებები: (I) პირი ვალდებულია გავრცელებული ან საჯაროდ შესრულებელი ადაპტაციის თითოეულ ასლს თან დაურთოს გამოყენებული ლიცენზიის ასლი ან მასზე წვდომის გზა(URI), (II) პირი არ არის უფლებამოსილი გავრცელებული ადაპტაციის მიმღებისთვის იმგვარი პირობების შეთავაზება ან დაწესება, რომელიც ზღუდავს გამოყენებული ლიცენზიის პირობებს ან მიმღებს წინამდებარე ლიცენზის რომელიმე პირობით სარგებლობის საშუალებას არ აძლევს. (III) პირი ვალდებულია გამოყენებულ ლიცენზიაში აღნიშნული ყველა შენიშვნა და გარანტიების უარყოფა უცვლელი დატოვოს ნაწარმოების შემდგომ გავრცელებული ან საჯაროდ შესრულებული თითოეული ასლისათვის (IV) როდესაც პირი გაავრცელებს ან საჯაროდ შეასრულებს ადაპტაციას, მას არ აქვს უფლებამოსილება შეიტანოს იმგვარი ტექნოლოგიური ცვლილებები ადაპტაციაში, რომელიც მიმღებს წინამდებარე ლიცენზიის რომელიმე პირობით სარგებლობის საშუალებას არ მისცემს. 4(b) სექცია ვრცელდება ადაპტაციის კრებულში შესული სახით გავრცელებაზეც, მაგრამ შესაბამისი ლიცენზია ვრცელდება მხოლოდ კონკრეტულ ადაპტაციაზე და არა მთლიანად კრებულზე.
  3. თუ პირი ნაწარმოებს, ადაპტაციას ან კრებულს გაავრცელებს ან საჯაროდ შეასრულებს, 4(a) სექციით განსაზღვრული მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში, იგი ვალდებულია უცვლელი დატოვოს ყველა ცნობა ნაწარმოების ავტორის შესახებ და გავრცელებულ ნაწარმოებს თან უნდა ახლდეს: (i) პირვანდელი ავტორის სახელი (ან ფსევდონიმი, სადაც საჭიროა) ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან/და დამატებითი პირის ან პირების სახელი(მაგ. დამფინანსებელი ინსტიტუტი, გამომცემელი, ჟურნალი) თუკი პირვანდელი ავტორი ან/და ლიცენზიარი ატრიბუციისთვის ასეთ პირებს უთითებენ; (ii) ნაწარმოების სათაური ასეთის არსებობის შემთხვევაში; (iii) თუკი შესაძლებელია, ნაწარმოებთან დაკავშირებული ელექტორნულად წვდომის გზა (URI), გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გზა საავტორო უფლებათა პირობებს ან ლიცენზიას ეხება; და (iv) 3(b) სექციის პუნქტის შესაბამისად, ადაპტაციის გავრცელების შემთხვევაში, ინფორმაცია ადაპტაციისთვის გამოყენებული ნაწარმოების შესახებ (მაგ, „ფრანგული თარგმანი, პირვანდელი ავტორის ნაწარმოებისა“, ან „სცენარი დაფუძნებული პირვანდელი ავტორის, თავდაპირველ ნაწარმოებზე“). 4(c) სექციის მოთხოვნით პირვანდელი ავტორის მითითება ნებისმიერი გონივრული გზით შეიძლება მოხდეს, თუმცა ადაპტაციის და კრებულის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს შემდეგი მინიმალური სტანდარტი: პირვანდელი ავტორის შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს სხვა ავტორთა შესახებ ინფორმაციასთან ერთად, ისევე თვალსაჩინოდ როგორც ამ ავტოთა შესახებ. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვისთვის, ავტორის შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს მხოლოდ ატრიბუციის მიზნით და იმ ფორმით, რომელიც ზემოთაა განსაზღვრული. დაუშვებელია ლიცენზიით მონიჭებული უფლებებით მოსარგებლე პირმა, ღიად ან ფარულად მიუთითოს ინფორმაცია პირვანდელი ავტორის, ლიცენზიარის ან სხვა ატრიბუტორის მხრიდან ახალ ნაწარმოებთან კავშირის, სპონსორობის ან მხარდაჭერის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა თანხმობა ამის შესახებ წინასწარ წერილობითაა გაცემული პირვანდელი ავტორის, ლიცენზიარის ან/და ატრიბუტორის მხრიდან.
  4. თუკი ლიცენზიართან დადებული წერილობითი შეთანხმება ან შესაბამისი კანონი საპირისპიროს არ ითვალისწინებს, პირის მიერ ნაწარმოების რეპროდუცირების, გავრცელების ან/და საჯაროდ შესრულების შემთხვევაში დაუშვებელია ნაწარმოების, ისევე როგორც უშუალოდ ნაწარმოების სახით ასევე მისი ადაპტაციის ან კრებულის სახით შესრულებისას, გადაკეთება, დამახინჯება ან მისი სხვა რაიმე გზით იმ სახით წარმოჩენა, რომელიც შეურაცხმყოფელი იქნება მისი პირვანდელი ავტორის ღირსებისთვის ან რეპუტაციისთვის. ლიცენზიარი თანხმობას აცხადებს, იმ იურისდიქციებში(მაგ. იაპონია), სადაც 3(b) სექციით მინიჭებული უფლების გამოყენება(უფლება შექმნას ადაპტაცია), მიჩნეული იქნება როგორც დამახინჯება ან მისი სხვა რაიმე გზით იმ სახით წარმოჩენა, რომელიც შეურაცხმყოფელი იქნება მისი პირვანდელი ავტორის ღირსებისთვის ან რეპუტაციისთვის, ლიცენზიარი უარს იტყვის ამ სექციით მონიჭებულ უფლებაზე, რათა პირს საშუალება ჰქონდეს ისარგებლოს 3(b) სექციით მინიჭებული უფლებებით (უფლება შექმნას ადაპტაცია) კანონის შესაბამისად.

5. წარმომადგენლობა, გარანტიები და უარი პასუხისმგებლობაზე

გარდა მხარეთა მხრიდან წინასწარ სხვაგვარად წერილობით შეთანხმების შემთხვევისა, ლიცენზიარი ნაწარმოებს წარადგენს მოცემული სახით, უარს აცხადებს ნაწარმოების წარმომადგენლობაზე, ნაწარმოებთან დაკავშირებულ გარანტიებზე და პასუხისმგებლობას იხსნის, ნაწარმოების სათაურზე, მის გაყიდვადობაზე, მის წინასწარგანსაზღვრულ ფუნქციასთან შესაბამისობაზე, ნაწარმოების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე, მასში შემთხვევითი ან სხვა სახის დეფექტების არარსებობაზე, მის სისწორეზე და მასში შემჩნევადი თუ შეუმჩნეველი ხარვეზების არარსებობაზე. იმ იურისდიქციებში, რომელიც არ უშვებს ნაგულისხმევ გარანტიებზე უარის თქმას, დასახელებულმა პასუხისმგებლობის გამომრიცხველმა გარემოებებმა პირის მიმართ შესაძლოა არ იმოქმედოს.

6. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხევებისა, სხვა არც ერთ შემთხვევაში ლიცენზიარი ვალდებული არაა აანაზღაუროს რაიმე სახის განსაკუთრებული, შემთხვევითი ან გამომდინარე ზიანი, რომელიც პირს ლიცენზიით ან ნაწარმოებით სარგებლობისას მიადგა, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც ლიცენზიარი ასეთი ზიანის შესაძლებლობის შესახებ წინასწარ იყო გაფრთხილებული.

7. ხელშეკრულების შეწყვეტა

  1. ლიცენზიით მოსარგებლე პირის მხრიდან ლიცენზიის პირობების დარღვევა გამოიწვევს წინამდებარე ლიცენზიისა და მისით მონიჭებული უფლებების შეწყვეტას. თუმცა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებისთვის, ვინც ადაპტაციები და კრებულები ლიცენზიის დამრღვევი პირისგან მიიღეს, არ მოხდება ლიცენზიის შეწყვეტა, იმ შემთხვევაში თუ დასახელებული ფიზიკური ან იურიდიული პრები ლიცენზიის ყველა პირობას სრულად დაიცავენ. ლიცენზიის ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში წინამდებარე ლიცენზიის 1-ლი, მე-2, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 სექციები ძალაში დარჩება.
  2. ზემოთ მოყვანილი წესებისა და პირობების დაცვის შემთხვევაში, ლიცენზია უვადოა (შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით). მიუხედავად ამისა, ლიცენზიარი იტოვებს ნაწარმოების განსხვავებული პირობებით გავრცელების, ან ნაწარმოების გავრცელების ნებისმიერ დროს შეჩერების უფლებას; იმ პირობით, რომ ამასთან, არცერთ შემთხვევაში წინამდებარე ლიცენზია (ან სხვა ნებისმიერი ლიცენზია, რომელიც გაიცა ან წინამდებარე ლიცენზიის საფუძველზე ექვემდებარება გაცემას) გაუქმებულად არ ჩაითვლება და წინამდებარე ლიცენზია ძალაში დარჩება იქამდე, სანამ იგი ზემოთ განსაზღვრული პირობების შესაბამისად არ შეწყდება.

8. სხვა პირობები

  1. პირის მიერ ნაწარმოების ან კრებულის ყოველი გავრცელების ან საჯაროდ შესრულების შემთხვევაში, ლიცენზიარი ზუსტად იმავე პირობებით სთავაზობს ნაწარმოებით მოსარგებლეს ლიცენზიას, რა წესები და პირობებიც განსაზღვრულია წინამდებარე ლიცენზიით აღნიშნული პირის მიმართ.
  2. პირის მიერ ადაპტაციის ყოველი გავრცელების ან საჯაროდ შესრულების შემთხვევაში, ლიცენზიარი ზუსტად იმავე პირობებით სთავაზობს ორიგინალი ნაწარმოებით მოსარგებლეს ლიცენზიას, რა წესები და პირობებიც მოყვანილია წინამდებარე ლიცენზიაში.
  3. თუ წინამდებარე ლიცენზიის რომელიმე პირობა შეუსაბამობაშია კანონმდებლობასთან ან არაა აღსრულებადი, ეს გავლენას არ ახდენს წინამდებარე ლიცენზიის დანარჩენ ნაწილზე. ამასთან, მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების გარეშე, ეს პირობა იმგვარი სახით, მინიმალური ცვლილებით, უნდა ჩამოყალიბდეს, რომ იგი კანონთან შესაბამისი და აღსრულებადი გახდეს.
  4. ლიცენზიის არცერთი პირობა არ ჩაითვლება გაუქმებულად და არცერთი დარღვევა საპატიოდ, თუკი არ არსებობს დამრღვევი მხარის საპირისპირო მხარის წერილობითი და ხელმოწერილი თანხმობა ამის შესახებ.
  5. წინამდებარე ლიცენზია წარმოადგენს მხარეებს შორის დადებული შეთანხმების სრულ ვერსიას. არ არსებობს ნაწარმოებთან დაკავშირებული სხვა რაიმე გარიგება ან შეთანხმება, რომელიც ამ ლიცენზიაში არაა ნახსენები. ლიცენზიარი არაა შებოჭილი შეასრულოს სხვა რაიმე, დამატებითი პირობა, რომელიც გამოთქმული შესაძლოა წამოჭრილი იყოს პირთან კომუნიკაციის დროს. დაუშვებელია წინამდებარე ლიცენზიის რაიმე სახით მოდიფიცირება, ლიცენზიარისა და პირის ერთობლივი წერილობით შეთანხმების გარეშე.
  6. ლიცენზიაში გამოყენებული ტერმინოლოგია შესაბამისობაშია ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციასთან (1979 წლის 28 სექტემბრის ცვლილებით), რომის 1961 წლის კონვენციასთან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) ხელშეკრულება შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ და საავტორო უფლებათა უნივერსალურ კონვენციასთან (1971 წლის 24 ივლისის ცვლილებებით). ლიცენზიით გარანტირებული უფლებები ძალაშია შესაბამის იურისდიქციებში, რომლებშიც ლიცენზიის პირობები ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოქმედებს. თუ შესაბამისის კანონმდებლობით გათვალისწინებულია დამატებითი უფლებები, რომლებიც ლიცენზიაში არაა ნახსენები, მაშინ ლიცენზია ამ უფლებებსაც მოიცავს. წინამდებარე ლიცენზია მიზნად არ ისახავს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სალიცენზიო უფლებების შეზღუდვას.

შესაბამისობა

WMGE:ვიკიმედია:ჩვენ შესახებ
WMGE:ვიკიმედია:ჩვენ შესახებ
გვერდის თარგმანი შესრულებულია ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ინიციატივითა და მხარდაჭერით.