ჟან შარდენი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: ყველაფერი საინტერესოა
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
მომხმარებლის 176.74.109.70 ცვლილებების გაუქმება (№4179959)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 24: ხაზი 24:


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
*ამ სტატიაში გამოყენებულია მასალა [[ენციკლოპედია ბრიტანიკა|ბრიტანეთის ენციკლოპედიის]] XI გამოცემიდან, რომელიც ამჟამად საზოგადოებრივ ( fake text)
*ამ სტატიაში გამოყენებულია მასალა [[ენციკლოპედია ბრიტანიკა|ბრიტანეთის ენციკლოპედიის]] XI გამოცემიდან, რომელიც ამჟამად საზოგადოებრივ დომენშია.


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==

16:06, 11 აპრილი 2021-ის ვერსია

სერ ჟან შარდენი

ჟან შარდენი (ფრანგ. Jean Chardin, დაბადებით ჟან-ბატისტ შარდენი, სერ ჯონ შარდენი) (დ. 16 ნოემბერი, 1643, პარიზი ― გ. 5 იანვარი, 1713, ლონდონთან) — ფრანგი იუველირი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და მოგზაური. მისი ათ-ტომიანი კრებული „სერ ჯონ შარდენის მოგზაურობა“ სპარსეთსა და ახლო აღმოსავლეთზე ადრეული დასავლური კვლევების საუცხოო ნიმუშად ითვლება.

ცხოვრება და მოღვაწეობა

შარდენი 1643 წელს პარიზში პროტესტანულ ოჯახში დაიბადა. მამამისმა, შეძლებულმა იუველირმა, მას კარგი განათლება მიაღებინა და იუველირის საქმე ასწავლა. თუმცა ახალგაზრდა შარდენი, ოჯახური პროფესიისთვის მიყოლის ნაცვლად, ლიონელ ვაჭართან სახელად რესენი 1665 წელს სპარსეთსა და ინდოეთში მიემგზავრება, ნაწილობრივ ბიზნესისა და ნაწილობრივ საკუთარი თავგადასავლის ჟინის მოსაკლავად. წარმატებული მოგზაურობის შემდეგ, რომლის დროსაც მან საფავიდი მონარქის შაჰ აბას II-ის პატრონაჟი მიიღო, ის 1670 წელს საფრანგეთში ბრუნდება. მომდევნო წელს შარდენი თავისი მოგზაურობის აღწერას აქვეყნებს სახელწოდებით „Le couronnement de Soleïmaan troisième, roy de Perse“ (ქართ.: სულეიმან მესამის, სპარსეთის მეფის, კორონაცია).

„სერ ჯონ შარდენის მოგზაურობა“, 1988 წლის გამოცემა.

მოგვიანებით შარდენი აცნობიერებს, რომ საკუთარი პროტესტანტული წარმომავლობის გამო მას მშობლიურ საფრანგეთში კარიერაში წინსვლის იმედი არ უნდა ჰქონოდა და ამიტომ 1671 წელს ისევე სპარსეთს მიემგზავრება. მეორე მოგზაურობა გაცილებით თავგადასავლიანი გამოდგა, ვიდრე პირველი. სპარსეთში ჩასვლამდე ის გადის სმირნას, კონსტანტინოპოლს, ყირიმს, კავკასიას, სამეგრელოსა და ქართლ-კახეთს და ისპაჰანში მხოლოდ 1673 წელს აღწევს. სპარსეთში ოთხი წლის მოგზაურობის შემდეგ ის ისევ ინდოეთში ჩადის. ევროპაში კეთილი იმედის კონცხის გავლით 1680 წელს ბრუნდება.

ამ დროისთვის ლუი XIV-ის მიერ პროტესტანტთა დევნა პიკს აღწევს. 1681 წელს შარდენი ისევ ტოვებს სამშობლოს და ამჯერად ლონდონში სახლდება. აქ ის სამეფო კარის იუველირად დაინიშნა. ჩარლზ II-მ მას რაინდობა უბოძა და იმავე დღეს შარდენმა ესთერ დე ლარდინიერ პეინიეზე (ჰუგენოტი ლტოლვილი რუანიდან) იქორწინა. მათ შვიდი შვილი ეყოლათ. 1682 წელს სამეფო საზოგადოებამ (Royal Society) ის წევრად აირჩია.

შარდენი შემდეგ რამდენიმე წელს ნიდერლანდებში ატარებს ინგლისის ისტ ინდოეთის კომპანიის წარმომადგენლად. 1686 წელს შარდენი მისი განთქმული „მოგზაურობის“ პირველ ნაწილს აქვეყნებს. მისი ნამუშევარი დასრულებული სახით მხოლოდ 1711 წელს იბეჭდება ამსტერდამიდან, თვალისმომჭრელი სათაურით „Voyages de monsieur le chevalier Chardin en Perse et autres lieux de l'orient“ (ქართ.: „ბატონი რაინდი შარდენის მოგზაურობები სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა მიწებზე“).

თხზულების „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ გარკვეული ნაწილი საქართველოს ეხება, სადაც მან 1672-1673 იმოგზაურა. მან მოიარა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო, ვრცლად აღწერა საკუთარი თვალით ნანახი უამრავი ფაქტი და მოვლენა, პირადი შთაბეჭდილებები შეავსო საქართველოს წარსულის შესახებ ცნობით, რომლებიც ამოკრიბა ბერძენ, რომაელ და სპარსელ ისტორიკოსთა თხზულებებიდან და წინამორბედ ევროპელ მოგზაურთა და მისიონერთა ჩანაწერებიდან. აქვე ვხვდებით ძველი თბილისის პირველ გრაფიკულ ჩანახატს, რომელიც შარდენის თანამგზავრის მხატვარ გრელოს მიერ უნდა იყოს შესრულებული. „მოგზაურობის“ ეს ნაწილი იმითაც არის საინტერესო, რომ მასში ჩართულია ამ პერიოდში საქართველოში მოღვაწე იტალიელი მისიონერის ჯ. ძამპის თხზულება, რომელიც შარდენისთვის თვით ძამპის გადაუცია. ამ თხზულების შარდენისეულ პუბლიკაციას ფასს მატებს ისიც, რომ ძამპისეული დედანი დაკარგულია.

თბილისი ჟან შარდენის მიხედვით, 1671

სერ ჯონ შარდენი გარდაიცვალა ჩისუიკში, ლონდონში, 1713 წელს. დაკრძალულია უესტმინსტერის სააბატოში. მის მონუმენტზე წარწერაა nomen sibi fecit eundo (ლათ.: სახელი გაითქვა მოგზაურობით).

მნიშვნელობა

თანამედროვე მეცნიერ-მკვლევარები „მოგზაურობის“ 1811 წლის გამოცემას (რედაქტირებული ორიენტალისტი ლუი-მეთიუ ლანგლეს მიერ) სტანდარტულ ვერსიად მიიჩნევენ.

შარდენის ნამუშევრის ადრეული მკითხველები გააოცა მისმა ყოვლისმომცველმა მხატვრულმა აღწერამ, და მას მრავალ დიდ მოაზროვნეთა ქება დაუმსახურებია, მათ შორის იყვნენ: მონტესკიე, ჟან-ჟაკ რუსო, ვოლტერი და გიბონი. სპარსეთის გვიანდელი მკვლევარები ასევე ხაზს უსვამენ ამ ნამუშევრის ისტორიულ მნიშვნელობას. ჯონ ემერსონის თანახმად: „მისი ინფორმაცია საფავიდი სპარსეთის შესახებ წინ უსწრებს ყველა სხვა დასავლეთის მწერალს სიღრმით, აკურატულობით, მიუკერძოებლობითა და ყოვლისმომცველობით.“ შარდენი შორს სწვდებოდა, მას თითქმის ყველა კუთხე-კუნჭული ჰქონდა მოვლილი, კარგად ფლობდა სპარსულს, და დატოვა დეტალური აღწერა ყველა იმ ადგილისა და ხალხისა, რომელიც კი გზად მოინახულა. მას ასევე პირდაპირი კავშირი ჰქონდა საფავიდთა სამეფო კართან და მისი აღწერა საფავიდთა თანამედროვე პოლიტიკისა და ადმინისტრაციისა საკმაოდ სრულ ინფორმაციას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში შიგადაშიგ მცირეოდენი ხარვეზები გვხვდება, ის საერთო ჯამში სარწმუნო დასაყრდენია და მისი ნაშრომი საფავიდთა ისტორიის, მთავრობის, ეკონომიკის, ანთროპოლოგიის, რელიგიის, ხელოვნებისა და კულტურის მრავალმხრივი შესწავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: