გოგიტა თოდრაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დაემატა კატეგორია:თოდრაძეები გაჯეტ HotCat-ით
ხაზი 21: ხაზი 21:
[[კატეგორია:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები]]
[[კატეგორია:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები]]
[[კატეგორია:ოზურგეთში დაბადებულები]]
[[კატეგორია:ოზურგეთში დაბადებულები]]
[[კატეგორია:თოდრაძეები|გოგიტა]]

16:43, 23 მარტი 2021-ის ვერსია

გოგიტა თოდრაძე

გოგიტა თოდრაძე (დ. 13 ივლისი, 1980, ოზურგეთი)[1] — ქართველი ეკონომისტი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა (სტატისტიკის მიმართულებით) და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტები.

2002 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში. 2010-2016 წლებში იყო ბიზნეს სტატისტიკის სამმართველოს უფროსი, ხოლო 2016-2018 წლებში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. 2018 წლის მაისში დაინიშნა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორად.[2] 2017 წლის ნოემბრიდან არის გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ბიზნეს სტატისტიკის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ხოლო 2019 წლის მაისიდან — გაეროს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრი.[3] 2020 წლის აგვისტოში აირჩიეს გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ.[4]

2010 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. გოგიტა თოდრაძე: თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. declaration.gov.ge (28 თებერვალი, 2020). ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2021
  2. აღმასრულებელი დირექტორი. საქსტატი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მარტი, 2021. ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2021
  3. „საქართველო გაერო-ს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრად აირჩიეს“. www.geostat.ge. ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. „საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი UNESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ აირჩიეს“. www.geostat.ge. ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)