კარლო საკანდელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
| გამორჩეული როლები =
}}
'''კარლო საკანდელიძე''' (დ. [[1 აპრილი]], [[1928]], [[ზედა ბზვანი]], [[ქუთაისის მაზრა]] — გ. [[29 ოქტომბერი]], [[2010]], თბილისი) — [[ქართული კინო]]სა და [[თეატრი]]ს მსახიობი. მოღვაწეობდა [[რუსთაველის თეატრი| შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრში]]. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1974).
 
==ბიოგრაფია==
კარლო საკანდელიძე 1928 წლის 1 აპრილს დაიბადა [[ქუთაისის მაზრა|ქუთაისის მაზრის]] სოფელ [[ზედა ბზვანი|ზედა ბზვანში]] (ამჟამინდელი [[ვანის მუნიციპალიტეტი]]). 1944 წელს დაამთავრა [[თბილისის კლასიკური გიმნაზია|თბილისის ვაჟთა 1 საშუალო სკოლა]], იმავე წელს სწავლა განაგრძო [[თეატრალურიშოთა ინსტიტუტირუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი|შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის]] სამსახიობო ფაკულტეტზე.
 
1949 წლიდან [[ შოთა რუსთაველის თეატრი]]-სსახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. რუსთაველის თეატრის სცენაზე მსახიობმა 61 წელი გაატარა, მას 50-მდე კინოროლი და 80-მდე როლი თეატრში აქვს შესრულებული. მისი მნიშვნელოვანი როლებია: გოგია („ლოსვეს ამბავი“), გიო („[[ტარიელ გოლუა]]“), ოსიკო ხარებაძე („[[შემოდგომის აზნაურები]]“), კუჩარა („[[ყვარყვარე თუთაბერი]]“), ტოშეკი („რა სიყვარული“), ჭინჭრაქა („ჭინჭრაქა“), ბუთხუზა („ძველი ყომარბაზები“), არისტო ქვაშავაძე („[[სამანიშვილის დედინაცვალი]]“) გლეხი და ქმარი („[[კავკასიური ცარცის წრე]]“), კეტსბი („რიჩარდ III“), სკრუჯი („შობის ღამის სიზმარი“).
 
კარლო საკანდელიძის პირველი კინოროლი [[მაგდანას ლურჯა]]ში“ში იყო 1955 წელს, [[თენგიზ აბულაძე|თენგიზ აბულაძისა]] და [[რეზო ჩხეიძე|რეზო ჩხეიძის]] ფილმში მან ვანოს როლი შეასრულა. ამ ფილმმა [[კანის ფესტივალი|კანის ფესტივალზე]] [[ოქროს პალმის რტო]] დაიმსახურა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის. მეორე მნიშვნელოვანი ფილმი იყო [[დათა თუთაშხია]], სადაც მან ნიკანდრო ქირია განასახიერა.
 
კარლო საკანდელიძე იყო მკვეთრად სახასიათო და კომიკური ინდივიდუალობის მქონე მსახიობი. მის მიერ შექმნილი სახეები გამოირჩევა დასრულებულობით, მთლიანობით, ეროვნული, სოციალური თუ ასაკობრივი ხასიათების კონკრეტულობით და სიცხადით. სხვადასხვა ტიპის ხასიათების პერსონიფიცირებას მსახიობი დეტალების, ნიუანსების, მხატვრული ხერხების სახოვანძიებებით და გონებამახვილური მიგნებებით აღწევდა. ახასიათებდა შემოქმედებითი აქტიურობა, შინაგანი ექსპრესია, ტემპერამენტი, სასცენო გარდასახვის დიდი უნარი.
 
1961 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტის, ხოლო 1974 წელს საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის წოდებები. 1998 წელს გახდა საქართველოს [[ღირსების ორდენი (საქართველო)|საქართველოს ღირსების ორდენის]] კავალერი. [[2008]] წლის [[23 აპრილი|23 აპრილს]] რუსთაველის თეატრთან კარლო საკანდელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
 
კარლო საკანდელიძე, [[2010]] წლის [[29 ოქტომბერი|ოქტომბერს]], 82 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში]].

სანავიგაციო მენიუ