ვახტანგ ნინუა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(→‎რესურსები ინტერნეტში: კატეგორიის შეცვლა)
 
| ტონის ჯილდოები =
}}
'''ვახტანგ ნინუა''' (დ. [[19 სექტემბერი]], [[1916]], [[ბაქო]] — გ. [[30 დეკემბერი]], [[1982]]) — [[ქართველები|ქართველი]] კინოსა და თეატრის მსახიობი. [[საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი]] (1958). [[საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი]] (1967).
 
დაიბადა ბაქოში 1916 წლის 19 სექტემბერს. მამამისი, დავით ნინუა, შეძლებული პიროვნება იყო. მას ბაქოში ორი ნავთობსარეწი და კონიაკის ქარხანა ჰქონდა, სადაც თავისი სახელობის კონიაკს უშვებდა. სწავლობდა ბათუმის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში. [[1941]] წელს დაამთავრა [[თბილისის კინოსტუდია|თბილისის კინოსტუდიის]] სამსახიობო სკოლა. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს 31–ე[[31-ე ქარხანაშისაავიაციო ქარხანა]]ში ცვლის უფროსად მუშაობდა. 1946 წლიდან მუშაობდა [[ქართული ფილმი|კინოსტუდიაში „ქართული ფილმი“]], ხოლო 1948 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო [[მარჯანიშვილის თეატრი|კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი]]ს მსახიობი. აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქართულ ესტრადაზეც.
 
პირველი მეუღლე ნატალია ინაშვილი ფილმ „[[ბედნიერი შეხვედრა|ბედნიერი შეხვედრის]]“ გადაღებების დროს [[ქობულეთი|ქობულეთში]] გაიცნო, ნატალია კავშირგაბმულობის სამინისტროს თანამშრომელი იყო, შეძლებული, მაგრამ რეპრესირებული ოჯახის შვილი. წყვილი 30 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა, ვახტანგმა მეორე მეუღლე მეგი კვერენჩხილაძე შეირთო, რომელიც ასევე ქობულეთში გაიცნო და პირველ ცოლთან განქორწინებამდეც ჰქონდა ურთიერთობა. პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ეყოლა — მარიკა და მანანა, მეორედან — ვაჟი, ოთარი.
 
==ჯილდოები, პრემიები და პრიზები==
*[[1958]]: [[საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი]]
*[[1967]]: [[საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი]]
 
==რესურსები ინტერნეტში==

სანავიგაციო მენიუ