დიხაზურგის წმინდა ბარბარეს ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
 
 
==დიხაზურგის ეკლესიის წარწერა==
[[ფაილი:Dikhazurga church inscription.jpg|მინი|დიხაზურგის ფილა. ფოტო გადაღებულია 1907 წელს მოსე ჯანაშვილის თხოვნით.]]
დიხაზურგის ეკლესიის ნანგრევებში ნაპოვნი ქვებიდან ერთ-ერთზე გამოსახულია ჯვარი, რომლის მარცხენა მხარეს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მკლავებს შორის მთელი ტანით წარმოდგენილია მამაკაცის გამოსახულება. მამაკაცს ხელები ვედრების ნიშნად ჯვრისაკენ აქვს მიმართული. ჯვრის ვერტიკალური მკლავების ზემოთ, მარჯვენა უბეში ამოკვეთილია მხედრული ანბანით შესრულებული წარწერა, რომელშიც დიხაზურგის ტაძრის ხუროთმოძღვარი გრიგოლ გალატოზთუხუცესია დასახელებული. თავიდან წარწერა არასწორად იყო წაკითხული, მაგრამ მოსე ჯანაშვილმა გაასწორა ტექსტის შინაარსი, გამოსცა და დაათარიღა იგი [[X საუკუნე|X]]-[[XI საუკუნე]]ებით. მოსე ჯანაშვილის შემდეგ, გრიგოლ გალატოზთუხუცესის წარწერა დაიკარგა და ხელმეორედ აღმოჩნდა ამჯერად დიხაზურგის სასაფლაოზე. წარწერიანი ფილა [[1992]]-[[1993]] წლების ომამდე ინახებოდა გალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. 1980 წელს წარწერის ტექსტი გამოსცა და XI საუკუნით დაათარიღა [[ვალერი სილოგავა]]მ. პალეოგრაფიულად გრიგოლ გალატოზთუხუცესის წარწერა დასავლეთ საქართველოს ტერიტორაზე, მხედრული ანბანით შესრულებულ წარწერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიმუშია.
 

სანავიგაციო მენიუ