ჩხერის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 48: ხაზი 48:
[[კატეგორია:საქართველოს ბრძოლები]]
[[კატეგორია:საქართველოს ბრძოლები]]
[[კატეგორია:XVIII საუკუნის ბრძოლები]]
[[კატეგორია:XVIII საუკუნის ბრძოლები]]
[[კატეგორია:ოსმალეთის ბრძოლები]]

12:22, 19 თებერვალი 2021-ის ვერსია

ჩხერის ბრძოლა
რუსეთ-ოსმალეთის ომების ნაწილი
თარიღი 6 თებერვალი 1774
მდებარეობა მდინარე ჩხერიმელის ხეობა
შედეგი იმერეთის სამეფოს გამარჯვება
მხარეები
იმერეთის სამეფო  ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
სოლომონ I სულეიმან-ფაშა
ძალები
იმერეთის სამეფოს ჯარი და 2 000 ქართლ-კახეთიდან 4 000
დანაკარგები
50 დაღუპული, 100 დაჭრილი 2 400 დაღუპული, 600 ტყვე

ჩხერის ბრძოლაიმერეთის სამეფოს ბრძოლა ოსმალეთის ლაშქრის წინააღმდეგ რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 ომის დროს (მდ. ჩხერიმელის ხეობაში). გაიმართა 1774 წლის 6 თებერვალს.

წინაპირობა

1773 წელს, სოლომონ I-მა და ერეკლე II-მ სამხედრო ხელშეკრულება გააფორმეს ოსმალთა წინააღმდეგ. ამავე წელს, მეფეებმა 11 ათასიანი მხედრობით ერთობლივად ილაშქრეს ჯავახეთში, აიღეს ახალქალაქი, მივიდნენ ყარსსა (ქართ. კარი) და არდაგანამდე. ახალციხის ფაშამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია, ცოტაც და სამცხეს გაათავისუფლებდნენ, საფაშოსაც გააუქმებდნენ, მაგრამ სოლომონი მძიმედ დაავადებულა და ეს ლაშქრობა ამის გამო შეწყვეტილა.

მსვლელობა

ჯავახეთის ლაშქრობის საპასუხოდ ახალციხის ფაშამ 4-ათასიანი ჯარი იმერეთის ასაოხრებლად გააგზავნა. ამავე დროს ახალციხის ფაშამ დადიანსა და აფხაზთა მთავარს მოუხმო სოლომონ I-ის წინააღმდეგ. სამეგრელოს მთავართან შეთანხმების მიხედვით მათ ორი მხრიდან უნდა შეეტიათ იმერეთისათვის. ვახანის ციხის მფლობელმა აბაშიძეებმა მეფეს უღალატეს და მტერს გზა მისცეს. დადიანიც მოადგა იმერეთის საზღვარს. სოლომონმა დახმარება ერეკლე II-ს სთხოვა. მეფემ არ დააყოვნა და 2 000 კაცი მიაშველა, დადიანი კი აიძულა უკან გაბრუნებულიყო. თურქები მიხვდნენ რომ ხაფანგში გაებნენ და უკან დახევა დაიწყეს, მაგრამ სოლომონ მეფემ უკანდასახევი გზა მოუჭრა, მიიმწყვდია მდინარე ჩხერიმელის ხეობაში და 1774 წლის 6 თებერვალს სასტიკად დაამარცხა. დაატყვევს ლეკთა ცნობილი ბელადი რაჯაბი, ქართლ-კახეთის არაერთგზის დამრბევი, რომელიც სოლომონ მეფემ ერეკლეს გაუგზავნა საჩუქრად[1].

ოსმალებმა ბრძოლის ველზე 1000 მეომარი დაკარგეს, 600 კაცი ტყვედ ჩავარდა, იმერთა მდევარმა რაზმმა ჩხერიდან ვახანამდე დაახლოებით 1400 მებრძოლი მოკლა.

მნიშვნელობა

ჩხერის ომში გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მტრის 4000 ათასიანი ჯარიდან 3000 კაცი დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა, ამ გამარჯვებაში უმთავრესი როლი ითამაშა ასევე ერეკლე მეორის დამხმარე რაზმის გამოგზავნამ და მისმა სწორმა მოქმედებამ დადიანის გასანეიტრალებლად[2].

ეს იყო ახალციხის ფაშას და ოსმალეთის ხელისუფლების მორიგი მარცხი იმერეთში, სოლომონ მეფემ კიდევ უფრო განიმტკიცა პოზიციები, ქართველთა მხრიდან მხოლოდ 50 კაცი დაღუპულა და 100 დაჭრილა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • იობაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 176.
  • ბუაჩიძე ზ., ხარაგაულის ქრონიკები, ქუთ., 2018
  • საქართველოს ისტორია, ტ, II, თბ. 2008
  • რეხვიაშვილი, მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989. — გვ. 252-254.

სქოლიო

  1. საქართველოს ისტორია, ტ, II, თბ. 2008, გვ. 327-328
  2. ბუაჩიძე ზ., ხარაგაულის ქრონიკები, ქუთ., 2018, გვ., 143