ვიკიპედია:ფორუმი/ტექნიკური საკითხები: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
*::კონსტრუქციული კომენტარები ყოველთვის მისასალმებელია, მომხმარებლის აქტიურობა/არაქტიურობის მიუხედავად. ასევე შეგიძლიათ დააფიქსიროთ საკუთარი ხმა ქვემოთ მიმდინარე კენჭისყრაში. — [[მომხმარებელი:Melberg|<font color="red">M</font><font color="black">elberg</font>]] <small><sup>[[მომხმარებელი განხილვა:Melberg|<span style="color:grey">მიწერა</span>]]</sup></small> 20:04, 15 თებერვალი 2021 (UTC)
*: h&m და კოკა-კოლას ლოგოების შედარება არაა სწორი. ვიკიპედიის მთავარი სიმბოლო ეს გლობუსი და სიმბოლო '''W''' არის. აღნიშნული ორი კომპანიის მთავარი სიმბოლო კი ფაქტობრივად შრიფტის თავისებურებშია. ვიკიპედია არის მრავალენოვანი პროდუქტი და თავისი ენობრივი ხაზიც უნდა ჰქონდეს, თუნდაც ეს ლოგოში აისახოს. ქართული დამწერლობის თავისებურებების გათვალისწინებით. ამაში ცუდი არაფერია. საუკუნის წინ ქართული ანბანის გამთავრულება კი იყო რუსული კულტურის გავლენა. მე-19 საუკუნის პერიოდულ პრესაში შეხვდებით წინადადების ან სიტყვის მთავრულ ვერსიას. ამავე ტექსტებში ,,შკოლებს”, ,,ნაჩალნიკებს” და მსგავს კალკირებულ ვერსიებს. ზოგადად მხედრულის სტილს მთავრული არ ერგება, მიუხედავად იმისა რომ დღეს ისევ გამოიყენება წარწერებზე. უბრალოდ შეგიძლიათ სასურველი ვერსია აირჩიოთ და მორჩა, დიდი მეცნიერული მსჯელობა არ უნდა. აზრი ინდივიდუალურია. ჩემი და კიდევ ბევრის პროტესტია ის, რომ აქ რაღაცები განხილვის გარეშე იცვლება. მე პირადად მიხარია ის რომ ახლა ეს თემა განიხილება. --[[მომხმარებელი:გიორგი ჩუბინიძე|გიორგი ჩუბინიძე]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:გიორგი ჩუბინიძე|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/გიორგი ჩუბინიძე|წვლილი]]</sub> 20:45, 15 თებერვალი 2021 (UTC)
*::მთავარსა და მეორეხარისხოვანს არ ეხება საკითხი, ბრენდისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული ლოგო და ლოგოტიპი, ან ორივე ერთად. LogoType იგივე [[:en:Wordmark|Wordmark]] ჰქვია უშუალოდ წარწერას, კონკრეტულად ვიკიპედიის ლოგოტიპი კი ესაა — [https://en.wikipedia.org/wiki/Wikipedia#/media/File:Wikipedia_wordmark.svg Wikipedia]. მე უბრალოდ ისეთი მაგალითები მოვიყვანე, სადაც ბრენდი ლოგოტიპს იყენებდა, თორემ ნებისმიერი სხვა აიღეთ, „პეპსი“, „ადადასი“, „პუმა“ ისინი ლოგოსაც იყენებენ და ლოგოტიპსაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს წარწერის კორექტირების უფლება აქვს, თუნდაც ენის ცვლილებისას.
*::ლოგოტიპიც ბრენდის ნაწილია, მის შექმნაზე ჩადებულია შრომა, სავარაუდოდ საქმის მცოდნის მიერ, უმეტეს შემთხვევაში რაღაც შინაარსის მატარებელიცაა, ასევე გათვალისწინებულია გარეგნული დამოკიდებულება სიმბოლოსა და წარწერას შორის და ამ დროს, ვიღაც სხვა რომ ადგეს, პროფესიონალის ეს ძალისხმევა უბრალოდ წყალში ჩაყაროს და თავის ნებაზე შეცვალოს სისქე, სტილი, რეგისტრი, ზომა, ფერი იქნება დიდი არაკომპეტენტურობის გამოხატულება, უპატივცემლობასა და იმიჯის შელახვას რომ თავი დავანებოთ. კი, ვიკიპედია მრავალენოვანია, თუმცა თითოეული მოღვაწეობს საერთო ბრენდის ქვეშ, მაგით იცნობს ყველა ვიკიპედიას და განასხვავებს სხვა რესურსებისგან.
*::*რაც შეეხება მთავრულს, კიდევ გავიმეორებ რომ მთავრული გამოიყენება დღემდე, ყველგან, ოფიციალურადაც და პრაქტიკულადაც. წინა საუკუნეში არ დასრულებულა. „შკოლას“ და „ნაჩალნიკს“ აღარავინ იყენებს, მაგრამ მთავრულზე უარი არავის არ უთქვამს, ყველა სფეროში, ბეჭდურ მედიაშიც, ტელევიზიაშიც, ვებსაიტბზეც, ყველა იყენებს და მხოლოდ ქართული ვიკიპედია უნდა გამოვიდეს და თქვას უარი?! და თან ამის საბაბით ოფიციალური ლოგოტიპი დააცილოს ორიგინალს და უხეშად შეცვალოს ბრენდის ძირეული ელემენტები?!
*::*ზედა რეგისტრის გამოყენებას აქვს თავისი საფუძველი და ლოგიკა, ეს არაა უბრალოდ ლამაზი ვიზუალი. მით უმეტეს არც რუსების ან ვინმეს მოგონილი არაა. თავიდან წერა ადამიანმა დაიწყო კედლებზე და ტაძრებზე, ასე შეიქმნა დიდი ასოები ბერძნულშიც, ლათინურშიც და ქართულშიც. რუსულში და სხვებშიც. შემდეგ დაიწყეს ხელით წერა ტყავზე და ქაღალდზე და წარმოიშვა უფრო მცირე, სხვადასხვა სიმაღლის ასონიშნები. თუმცა, განვითარებულმა სამყარომ გააცნობიერა, რომ ის ძველი კი არ უნდა დაეკარგათ, გამოეყენებინათ თუნდაც დიდ ზომებზე საწერად, აბრებზე, სათაურებში, სახელებში, წერტილის მერე, რითიც ტექსტი ხდებოდა უფრო თვალსაჩინო, გამომსახველი, მრავალფეროვანი. ანუ სათაურებში და ლოგოებში იმიტომ იყენებენ მთავრულს (ყველა ენაში) რომ თავისი პრაქტიკული დანიშნულება აქვს, გამოკვეთილია და უკეთ აღსაქმელია თვალისთვის.
*::ქართულმაც გაიარა განვითარების ეგ ეტაპები, ჯერ იყო ასომთავრული, შემდეგ ნუსხური და ორივე გამოიყენებოდა, თუმცა ბოლოს ყველა მხედრულზე გადავიდა და ის ასომთავრული ყველამ დაივიწყა და ვეღარ დამკვიდრდა. მაგრამ მისი საჭიროება იმდენად იდგა, რომ ორი საუკუნის წინ ახლიდან შექმნეს და დაგვიტოვეს. ორი საუკუნის წინ მიხვდნენ რომ ჭირდებოდათ, დღემდე ყველა ხვდება რომ საჭიროა, რადგან ფაქტია იყენებენ, მაგრამ ვიკიპედიის ლოგოში არ უნდა გამოვიყენოთ, თან ამით ორიგინალი ბრენდირებაც უნდა დავარღვიოთ?! [[მომხმარებელი:Alan.H|<font color="##056700 ">Alan</font>]] [[მომხმარებელი განხილვა:Alan.H|<span style="color:#FF8000">📭</span>]]🕙 22:17, 15 თებერვალი 2021 (UTC)
 
====A1====
403

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ