ვიკიპედია:ფორუმი/ტექნიკური საკითხები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 216: ხაზი 216:
====B1====
====B1====
[[File:Wikipedia-logo-v2-ვ4.svg|200px|center]]
[[File:Wikipedia-logo-v2-ვ4.svg|200px|center]]
ჩემთვის ყველაზე მისაღები ეს არის, არც დაქანებაა, არც გამუქებული სქელი შრიფტი და თავსა და ბოლოში გადიდებული ასოები. ჩვეულებრივი და ლამაზია. [[მომხმარებელი:Vano3333|<font color="blue">'''''Vano'''''</font>]] [[მომხმარებლის განხილვა:Vano3333|<font color="red">'''''3333'''''</font>]] 21:24, 15 თებერვალი 2021 (UTC)
#{{ჰო}} ჩემთვის ყველაზე მისაღები ეს არის, არც დაქანებაა, არც გამუქებული სქელი შრიფტი და თავსა და ბოლოში გადიდებული ასოები. ჩვეულებრივი და ლამაზია. [[მომხმარებელი:Vano3333|<font color="blue">'''''Vano'''''</font>]] [[მომხმარებლის განხილვა:Vano3333|<font color="red">'''''3333'''''</font>]] 21:24, 15 თებერვალი 2021 (UTC)


====B2====
====B2====

21:25, 15 თებერვალი 2021-ის ვერსია

ტექნიკური საკითხები ქართული ვიკიპედიის ფორუმის განყოფილება.

ტექნიკური
კონტროლი
ეს გვერდი განკუთვნილია სხვადასხვა სახის ტექნიკური პრობლემის განსახილველად.
ფორუმის ტექნიკური განყოფილება გამოიყენება ტექნიკური საკითხების ან ტექნიკური პრობლემების განსახილველად. გარდა ამისა, აქ შეგიძლიათ მოითხოვოთ პროგრამული ხარვეზების გასწორება და ახალი შესაძლებლობების მოთხოვნა, რომლებიც ამ გვერდიდან „Bugzilla“-ზე გადავა. გთხოვთ, ხელი მოაწეროთ და დაათარიღოთ თქვენი ჩანაწერი (კოდით ~~~~ ან რედაქტირების ხელსაწყოებში მაღლა ხელმოწერის ხატულაზე დაწკაპუნებით). გთხოვთ, დაამატოთ ახალი თემები გვერდის თავში. გთხოვთ, არ შეგვატყობინოთ იმ შეცდომების შესახებ, რომლებიც აღმოჩენილია გარე პროგრამულ უზრუნველყოფაში და სხვა საიტებზე, რომლებიც არ არიან კავშირში ვიკიპედიასთან (თქვენი ოპერაციული სისტემის შეცდომები, ისეთი საიტების როგორიცაა „Facebook“ ან სხვა სოციალური ქსელები). ამგვარი შეცდომები პასუხგაუცემელი დარჩება.



არქივები:
№ 1, № 2, № 3, № 4, № 5, № 6, № 7, № 8, № 9, № 10, № 11, № 12.

ტექნიკური პრობლემა სტატიის თარგმნისას

ვთარგმნი სტატიას, ერთ-ერთ მონაკვეთზე +თარგმანის დამატება არ მუშაობს, დაჭერის შემდეგ წერს შემდეგს: automatic translation failed. ვერ ვავსებ ველს, შესაბამისად წინ ვერ მივდივარ.

@Kid blackey: შეიძლება დიდი რაოდენობით ტექსტი თარგმნეთ თარჯიმნით, ან შეიძლება ისეთ ინფოდაფას თარგმნით რომელიც ქართულ ვიკიში არ არის----ჯეო2007განხილვაწვლილი 13:02, 12 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

სალამი. უახლოეს მომავალში ვაპირებ {{გამარჯობა}}ს განახლებას. ჩვენი ამჟამინდელი მისალმება სრულიად მოძველებულია და ახალ მომხმარებელს უფრო მეტად აბნევს, ვიდრე ეხმარება. სანამ დიზაინის ნაწილზე გადავალ, გთავაზობთ შინაარსობრივი ნაწილის განხილვას:

ჩასწორებულია ვორდინგი, გადაადგილებულია ჯგუფები, მოშორებულია ზედმეტი/პირველ ეტაპზე დამაბნეველი ბმულები. ღია ვარ შენიშვნებისა და იდეებისთვის: ოღონდ ამ ეტაპზე გთხოვთ, შინაარსობრივ ნაწილს ეხებოდეს.--Melberg მიწერა 10:09, 17 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

გიორგი რაც მარტივი იქნება მომხმარებლისთვის მით უკეთესი. განახლების იდეა მომწონს. --Wiki - ჯაბა 11:42, 17 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
განახლება კარგია. უბრალოდ საინტერესოა, ვინმეს თუ დახმარებია ეგ? :) გიო ოქრო 12:07, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
მშვენიერი იდეაა. რაც უფრო პატარა და ლაკონიური იქნება მით უკეთესი. იმის მომხრეც ვიქნები, თუ ბევრად დაპატარავდება. დიდი ალბათობით ერთი-ორი კითხულობს. პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ ახლა დარეგისტრირებულს არც წამიკითხავს. ეგრეა ყველა, ელემენტარული ხელსაც ვერ აწერენ. ამიტომაც ინფორმაციის მცირე რაოდენობაც სრულიად საკმარისი იქნება ახალი მომხმარებლისთვის. Vano 3333 12:41, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ხო, არც მე წამიკითხავს. გიო ოქრო 12:44, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
საქმეც ამაშია, რომ საკმაოდ რთული და გადატვირთული იყო წინა ვერსია. ამას ისიც ემატებოდა, რომ გვერდების ნაწილი ცირკულარული იყო, ან არ არსებობდა. ელემენტარულად, კავშირისთვის 4 განსხვავებული გვერდი გვქონდა, რომელთა მოდერაცია რთული იყო. ახლა ყველა ეს გვერდი მიმართულია ვიკიპედია:ფორუმი/დახმარება-ზე.--Melberg მიწერა 12:53, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
სტანდარტული წინადადებები ერთი-ორი სიტყვითაც რომ შემცირდეს მთლიან მოცულობაზე მშვენივრად აისახება. თანაც ამომწურავი ვერანაირად იქნება ეგ ინფორმაცია, ამიტომაც მარტივად გასაგები და იმ დონეზე წაკითხვადი გავხადოთ, რომ არ შეეზაროს მომხმარებლებს თვალის გადავლება მაინც. Vano 3333 13:35, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ჩემი აზრით ეს ვერსია წინას ჯობია, წინაში ბმულების სიმრავლე იყო და შეიძლება ოდნავი დაბნეულობა გამოეწვია----ჯეო2007განხილვაწვლილი 14:37, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
როგორც ვხვდები, შინაარსობრივი მხარე ყველასთვის მისაღებია. ამ შემთხვევაში, დიზაინის ნაწილზე გადავალ.--Melberg მიწერა 16:15, 19 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში ადრე ეს ბმული ადვილად იძებნებოდა. არ შეიძლება დახმარების გვერდზე ჩაისვას?--ცანგალა/ 16:38, 23 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ეს კომენტარი არარელევანტურია თემასთან.--Melberg მიწერა 08:25, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

შედეგი

ვიკიციტატის „ბაგი“

იქნებ აქ შემოიხედოთ მეგობრებო, აშკარად ვერაა რაღაც ისე როგორც უნდა იყოს https://ka.wikiquote.org/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90:%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98#%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%98----ჯეო2007განხილვაწვლილი 11:56, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

რაშია პრობლემა? გიო ოქრო 11:59, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
სტატიებს რომ ვწერ რაოდენობა არ იცვლება, მინიმუმ 173 სტატიაა და მაინც 166-ს აჩვენებს @გიო ოქრო:----ჯეო2007განხილვაწვლილი 14:36, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
სწრაფად არ ახლდება, შესაძლოა ცოტა ხანში აისახოს. გიო ოქრო 14:54, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: იმედია გასწორდება, უკვე ერთი კვირაა ასეა----ჯეო2007განხილვაწვლილი 16:09, 19 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
დობილ პროექტებში ეგ ხარვეზი დიდი ხანია არსებობს. სტატისტიკა მგონი მანდ საერთოდ არ იცვლება.--დათო1010 15:55, 21 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

ლოგო

@Melberg: განხილვის გარეშე რატომ შეიცვალა ლოგო, რომელიც წლებია გამოიყენება და თავის დროზე ალბათ შეთანხმებულებიც იყავით მასზე? ახლანდელი წინას ნამდვილად არ ჯობს. გიო ოქრო 12:06, 21 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

სალამი: ფონდის გაიდლაინის მიხედვით ლოგოს ფონტი უნდა იყოს montserrat, ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში - noto. თუ უფრო მეტი გაინტერესებს ბრენდინგთან დაკავშირებით, შეგიძლია @Mehman97:-ს კითხო.--Melberg მიწერა 15:45, 21 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
„ფონდ ვიკიმედიის“ პოლიტიკის თანახმად, ვიკიმედიის სავაჭრო ნიშნებზე დატანილი ფონტები, როგორც ვიკიმედიის პროექტების კონტენტი უნდა იყოს თავისუფალი ლიცენზიით გავრცელებული (დეტალურად იხილეთ აქ). ვიკიმედიის სავაჭრო ნიშნებზე დეფაულტად გამოიყენება „მონსერატი“, თუმცა, მას ქართულის მხარდაჭერა არ გააჩნია, ამიტომ ამ მიზნით დაიშვება ფონდის მიერ „ნოტო“-ს გამოყენება (დეტალები აქაა). გაითვალისწინეთ, რომ „ფონდ ვიკიმედიის“ სავაჭრო ნიშნებზე თვითნებურად სხვა სტილების გამოყენება და ამით პროდუქციის დაზიანება იწვევს სამართლებრივ დავას. Mehman 97 16:53, 21 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ძალიან კარგი. ასე რომ, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი იცვლება, სასურველია დაიწეროს ფორუმზე, რომ ინფორმაცია გვქონდეს სხვებს. გიო ოქრო 18:01, 21 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ნოტო ასეთი ფონტი არ არსებობს. არსებობს ნოტო სანსი და ნოტო სერიფი. ამის გარდა კიდევ ზომა-წონის მიხედვით იშლება კიდევ, მაგრამ ასეთ მაღალფარდოვნებებს შევეშვათ ჯერ. ნოტო არის ფონტების ოჯახი. ამდენად ნოტო სერიფის არჩევა ნოტო სანსის მაგივრად, როცა ვიკიპედიის ოფიციალური ლოგო არის სერიფი სულ ცოტა არაკომეპეტენტურობის ან აგდებული დამოკიდებულების შეგრძნებას ტოვებს ახალი ლოგოს ერთპიროვნულად (ვიკი-საზოგადოებასთან უკითხავად!) მიმღების და დამმტკიცებლის მხრიდან. გარდა ამისა, GNU-პროექტის ფარგლებში არის შრიფტი რომელიც აქამდეც იყო ლოგოზე ესაა DejaVu Serif რომლის ქართული დიაპაზონი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრის ბესარიონ გუგუშვილის მიერ არის შექმნილი და ასევე ვრცელდება თავისუფალი ლიცენზიით ვიღიმი -- OpusDEI 14:50, 22 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
მითითებული გვერდები არის ინგლისურ ენაზე. აქედან გამომდინარე ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა მხოლოდ ბმულები კი არ უნდა მიგვითითოს (User:Mehman (WMGE) — თავმჯდომარე, ვმ საქართველო), არამედ უნდა თარგმნოს ქართულ ენაზე, როგორც ამას სხვა ვიკიმედიები აკეთებენ. ვიღიმი --ცანგალა/ 16:26, 22 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Zangala მერე თარგმნე, რა პრობლემაა? მე პირადად ვალდებული არ ვარ. Mehman 97 17:11, 22 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@OpusDEI კარგია, რომ გამოჩნდით და ვიმედოვნებ მეტაზე ჩემ წერილს უპასუხებთ. გირჩევთ სერიოზულ საკითხს სერიოზულად მიუდგეთ. Mehman 97 17:12, 22 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97: სულ მიკვირს, როგორ შეიძლება ამდენი წელი ვიკიპედიაში იყოს ადამიანი და მისი ელემენტარული, უმთავრესი პრინციპი არ ესმოდეს. — Mikheil მიწერა 17:13, 22 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@MIKHEIL რატომღაც მე სულ არ მიკვირს :) Mehman 97 17:21, 22 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
მე ვარ ვიკიპედიის მომხმარებელი და ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის წევრი არ ვარ.--ცანგალა/ 17:41, 22 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97: და თუ არ ვცდები ვიკიმედიის საქართველოს ჯგუფი ფინანსდება და თარგმნეთ. ვიღიმი -ცანგალა/ 17:45, 22 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97:, თქვენ ვინ ხართ ან რა სტატუსით ხართ წარმოდგენილი ცნობები არ მაქვს. თუ სერიოზული კითხვა/პასუხი გაქვთ დაწერეთ შესაბამის განხილვაში ბმულზე -- OpusDEI 17:56, 22 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ჩემი სტატუსის გარკვევის ნაცვლად თქვენი განხილვის გვერდი წაიკითხეთ მეტაზე. Mehman 97 20:43, 22 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97: არ იდარდოთ, წაკილხული მაქვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან თქვენი სტატუსი ქართული ვიკიპედიის ადმინისტრირების და ამ ადმინისტრატორთა შორის (რომელთა საქმიანობის გადახედვას ვითხოვთ ქართული ვიკიპედიის მომხმარებლები და რომლებსაც ეხებათ შესაბამისი საჩივარი მეტავიკიზე; შემდგომში „საკითხი“) ჩემთვის უცნობია, ვინაიდან თქვენი მინაწერი ჩემს განხილვაში არის რბილად რომ ვთქვათ წაკუთხულიდან აზრის ვერ გამოტანის ან/და პროფანობის გამოვლინება, ვინაიდან თქვენი მინაწერი შეიცავს დაშინების ნიშნებს, რასაც შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცემა მას შემდეგ რაც გამოირკვევა თქვენი შემხებლობა და პასუხისმგებლობა ქართული ვიკიპედიის მომხმარებლების მიერ მეტავიკიზე სტიუარდების მიმართ გახსნილი საჩივრის საკითხთან:
  1. თქვენს გამოხტომაზე რამეგვარ რეაგირებას ან პასუხს მივიჩნევ არარელევანტურად;
  2. ფონდი ვიკიმედიას მიერ საკითხით დაინტერესებისთანავე მიეწოდება საეჭვო გარემოებების შესახებ სათანადო ინფორმაცია;
  3. საკითხში თქვენი პასუხისმგებლობის გამორკვევის შემდგომ, მეტავიკის ჩემ გვერდზე თქვენს მინაწერს, ასევე საკითხის დასმის შემდგომ ყველა მსგავს ქმედებას მიეცემა სათანადო კვალიფიკაცია და საკითხის მომკვლევი ორგანოსთვის წარდგენილ მასალებში თან დაერთვება, ამდენად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას თქვენს წინააღმდეგ სამხილად ყველა შესაძლო ინსტანციაზე.
  4. თუ გსურთ საკითხისადმი თქვენი დამოკიდებულების, პოზიციის, არგუმენტების, პასუხის გამოხატვა, გთხოვთ მიყევით ზემოთ მოცემულ ბმულს და მიიღეთ მონაწილეობა მეტავიკიზე გახსნილ შესაბამის განხილვაში.
ვიკიპედიის ტექნიკური ფორუმის განხილვაში, რომელიც ეხება ქართული ვიკიპედიის მომხმარებლების გვერდის ავლით (აზრის დაუკითხავადა ნ სულ მცირე შეუტყობინებლად) გლობალურ ცვლილებას, მოვუწოდებ ამ განხილვის ყველა მონაწილეს შევწყვიტოთ არათემატური განხილვა (ოფტოპიკი და ფლუდი) და ვისაუბროთ კონკრეტული საკითხის ირგვლივ. -- OpusDEI 03:16, 23 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ძალიან კარგი თუ გაქვთ წაკითხული :) Mehman 97 05:59, 23 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
იხილეთ სხვადასხვა თავისუფალი ლიცენზიის მქონე ფონტის ვიზუალური შედარება და ის ბარბაროსული შეუთავსებლობა, რომელიც ახალ „ლოგოშია“. -- OpusDEI 11:55, 23 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
არჩევანი რომ მქონდეს „Noto Serif Regular“ ავირჩევდი.--ცანგალა/ 16:41, 23 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97 ესე იგი, შესაძლებელია, რომ ვიკიპედიის ლოგოზე ფონდის პოლიტიკის შესაბამისად განთავსდეს ნებისმიერი თავისუფალი ლიცენზიით გავრცელებული ფონტი? — „ვიკიმედიის სავაჭრო ნიშნებზე დატანილი ფონტები [...] უნდა იყოს თავისუფალი ლიცენზიით გავრცელებული“. თუ ასეა საინტერესოა რატომ აირჩა მაინც და მაინც ნოტო, თუ არასწორად მივხვდი, შემისწორე. გიო ოქრო 16:54, 23 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
კიდევ ერთი საგულისხმო გარემოება, რომელიც ნათელს ხდის ამ ცვლილების სრულ აბსურდულობას. პატივცემული მომხმარებელი, ამტკიცებს რომ ვიკიმედიის სავაჭრო ნიშნებზე გამოიყენება ფონტი „მონსერატი“ (Montserrat). ეს მტკიცება სიცრუეა. ვიკიპედიის თავდაპირველი ლოგოს წარწერა შედგენილი იყო en:Hoefler Text ფონტით, ხოლო თანამედროვე ლოგოს წარწერა სრულად შესრულებულია en:Linux Libertine ფონტით. დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას აქ, აქ, აქ და რაც მთავარია ფონდი ვიკიმედიას ვიზუალური იდენტიფიკაციის გაიდლაინში. თავისმხრივ მონსერატი, მართლაც გამოიყენება ვიკიმედიის ლოგოზე, და არა ვიკიმედიის სავაჭრო ნიშნებზე. სავარაუდოდ ამ არგუმენტის ავტორს ვიკიმედია და ვიკიპედია ერთი და იგივედ მიაჩნია. გამომდინარე აქედან, ასეთი ცვლილება თავისუფლად შესაძლებელია შეფასებულ იქნას უხეში ვანდალიზმის ფაქტად -- OpusDEI 17:41, 23 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ელემენტარული რაღაცას რომ ცვლით ორი სიტყვა მაინც გვესროლეთ. გეკითხებიან რატომ შეცვალეთ დაუკითხავადო და კიდევ ამ მართალ ხალხს აწვებით. ანდაც რათ უნდა აქ იმის განხილვა, მეტაზე ვის პირად გვერდზე რა მიწერ-მოწერაა და ათასი უადგილო საუბარი, ყველა თემა უპასუხოდ და არაფრისმომტანი საუბრით იხურება. რომ დაისმება კითხვა დაიდოს შესაბამისი პასუხი ან აღიარეთ მაინც, რომ უნდა გეკითხათ და შეცდით. ღმერთო ჩემო რა დონის სიამაყეა. Vano 3333 19:54, 23 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
თუკი საქმე ისეა, როგორც მელბერგი ამბობს, მაშინ მხოლოდ ინფორმაცია საკმარისი იქნებოდა. თუმცა, როგორც ვხვდები, არც მასეა საქმე, როგორც ის იძახის. ველოდები მეჰმანის პასუხს. გიო ოქრო 19:56, 23 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
სიმართლე გითხრა, ჩემთვის არა აქვს დიდი მნიშვნელობა, რომელი ფონტი იქნება ლოგოზე: იყო მითითება, რომ უნდა ყოფილიყო ნოტო, არის ნოტო (მითუმეტეს, რომ ძალიან მალე ყველა ვიკიპედია ფრანგულ დიზაინზე გადავა და ეს პრობლემა ავტომატურად გაქრება). ერთადერთი, @OpusDEI: კარგი იქნება, თუ გაეცნობა კეთილი განზრახვის პრინციპს - რომელიც ვიკიპედიის ფუნდამენტური პრინციპია და რომლის გააზრების გარეშე აქ მომხმარებელს ოპერირება გაუჭრდება: ეს ლოგოზე ფონტის საკითხზე გაცილებით მნიშვნელოვანია.--Melberg მიწერა 09:35, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Melberg იგივეს შეგეკითხები, რაც მეჰმანს დავუსვი: შესაძლებელია, რომ ვიკიპედიის ლოგოზე ფონდის პოლიტიკის შესაბამისად განთავსდეს ნებისმიერი თავისუფალი ლიცენზიით გავრცელებული ფონტი? თუ მხოლოდ მონსერატი ან ნოტო? თუ ასეა, სად წერია ეს? მითითებულ ბმულებზე ვერაფერი ვნახე. გიო ოქრო 09:39, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
სიმართლე გითხრა, არ ვიცი:
ბრენდინგის რეგულაციები მეჰმანმა იცის ჩემზე კარგად, ჩემი ცოდნა ამ მხირვ [საკმაოდ] მოძველებულია. ამიტომ ჯობია, მან გაგცეს პასუხი. ჩემი ვარაუდი თუ გაინტერესებს, ნებისმიერი თავისუფალი ფონტი არ უნდა იყოს: უფრო noto-ს ოჯახი [გამონაკლის შემთხვევაში, თუ დამწერლობისთვის ნოტო არ არსებობს, სავარაუდოდ დასაშვები იქნება სხვა ფონტი - თუმცა ეს ჩვენ არ გვეხება]. Melberg მიწერა 09:46, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
აჰა, გასაგებია. ამიტომ დაველოდები @Mehman97-ის პასუხს. თუკი ნებისმიერი თავისუფალი ფონტი შეიძლება, მაშინ გავაკეთოთ რამდენიმე მაგალითი და ავარჩიოთ, ან საერთოდ ძველი აღვადგინოთ. გიო ოქრო 09:48, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ყველა ვიკიპედია, სადაც ეს შესაძლებელია (არსებობს გამონაკლისები:არაბული ენა, ებრაული ენა და ა. შ.) ლოგოს შრიფტს იყენებს Serif-ს Small caps ერთად. ხოლო ეს ყველაფერი ეკუთვნის Corporate identity. არანაირი საფუძველი არ არსებობს ქართულშიც რომ არ გაკეთდეს. იხ. რაც მომხმარებელი:OpusDEI მოგვაწოდა ვიზუალური შედარება.--ცანგალა/ 13:27, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ფრანგულ დიზანზე გადასვლა როგორ მოხსნის ვიკიპედიის ლოგოს და სავაჭრო ნიშნის ოფიციალური გაიდლაინის დარღევის პრობლემას, როდესაც ნებისმიერ დიზაინში ლოგოზე ტექსტი „ვიკიპედია“ არის უცვლელი სტილითა და მოცემულია ნებიმიერ დიზაინზე, გაურკვეველია. ისევე როგორც გაურკვეველია იმ გაიდლაინების წარმომავლობა, რომელზეც მიუთითებენ მაგრამ არავის თვალით არ უნახავს, ყოველ შემთხვევაში როგორც ვხედავთ ქართული ვიკიპედიის მომხმარებლებისთვის თოვლივით დაეცა თავზე. კარგი იქნება თუ ჩვენც გაგვაცნობენ. ამასთან, ვთვლი, და დარწმუნებული ვარ ყველა დამეთანხმება, რომ თუნდაც ინფორმირების გარეშე, აღარ ვსაუბრობ საჯარო მსჯელობაზე რომელიც ვიკიპედიის პროექტის ქვაკუთხედია, ამგვარი სახის ცვლილება ერთპიროვნულად ან ვიწრო წრეში შეთანხმებით, არის სულ მცირე აგდებული დამოკიდებულება და უპატივცემულობა ქართული ვიკიპედიის დანარჩენი მომხმარებლების მიმართ, რომლებსაც არავისზე ნაკლები წვლილი არ შეუტანია ამ პროექტის გამდიდრებასა და განვითარებაში. რაც შეეხება, „ნოტოს“, როგორც ზემოთ მაქვს ხაზგასმული, „ნოტო“ არის შრიფტების ოჯახი, რომელშიც შედის Noto Sans, Noto Serif ქვეოჯახები, რომლებშიც თავის მხრივ არის სხვადასხვა წონის მქონე შრიფტების ფონტები. ციტატა ინგლისური ვიკიპედიიდან: „Noto is a font family comprising over 100 individual fonts“. ამდენად, არგუმენტი „უნდა ყოფილიყო ნოტო არის ნოტო“ კვლავინდებურად მცდარია, ისევე როგორც წინა მტკიცება რომ თურმე „ვიკიპედიის“ ლოგოზე წარწერა შესრულებულია „მონსერატით“. Noto არის სულ მცირე 3 სხვადასხვა ტიპის შრიფტი - ერთია გროტესკი, მეორეა ნაჭდევიანი შრიფტი, ხოლო მესამე მონოგანივი გროტესკი (monospaced). რატომ შეჩერდა Noto Sans-ზე არჩევანი, ან როგორ იქნა შერჩეული მისი წონა, რომ ამგვარად ამოვარდა ვიკიპედიის ლოგოს კორპორტიული ცნობადობის კომპოზიციიდან გაურკვეველია. ასეთი გაურკვევლობები, მიანიშნებს იმაზე, რომ პირს, რომელიც ამგვარ ცვლილებებს ახორციელებს ერთპიროვნულად, არ აქვს საკმარისი კომპეტენცია ამ კონკრეტულ საკითხში, რაკი ვერ ასხვავებს გროტესკს - ანტიკვასგან და როდესაც ადამიანი არ არის კომპეტენტური რაღაც საკითხში (და არც არის ვალდებული რომ იყოს), სულ მცირე მსგავსი გაუგებრობების ასარიდებლად საჭიროა ღია დისკუსია დანარჩენ წევრებთან ან მათი საქმის კურსში ჩაყენება დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, როგორც ამის ტრადიცია არსებობდა ქართულ ვიკიში მისი დაარსების დღიდან, და რასაც ადგილი სამწუხაროდ არ ჰქონია ამ და სხვა მრავალ შემთხვევაში. ხოლო თუ ასეთი შეცდომა მაინც გაიპარა, საჭიროა პრობლემის აღიარება და თანამშრომლობით სწორ შედეგამდე მისვლა და არა განსხვევებული პოზიციის ხიშტებით დახვედრა (რაც ასე პოპულარული გახდა ქართულ ვიკიშიც და საქართველოშიც სამწუხაროდ) და თავდაცვით რეჟიმში ამ არასწორი ნაბიჯის მართლება. ამგვარი პოლარიზებული დამოკიდებულება არ არის ჯანსაღი და კარგამდე არავის და არაფერს არ მიიყვანს -- OpusDEI 13:36, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Melberg აქედან გამომდინარე, უმჯობესია დააბრუნო ძველი ვარიანტი. გიო ოქრო 14:58, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
მე ვერ დავაბრუნებ ძველ ვერსიას მანამ, სანამ ამ საკითხში რეალური კომპეტენციის მქონე ადამიანი არ დააფიქსირებს საკუთარ აზრს.@OpusDEI:-ის მსჯელობა შეიცავს მთელ რიგ უზუსტობებს, მაგალითად noto-ს ოჯახი 100 ინდივიდუალური ფონტი კი არ შედის, არამედ 100-ზე მეტი ფონტია (სხვადასხვა ენაზე არსებული ფონტის ნაირსახეობა სხვადასხვა ფონტად არის მიჩნეული, მაგ. Noto Sans Georgian და Noto Sans Armenian მიჩნეულია სხვადასხვა ფონტად, რაც არასწორია), ასევე მსჯელობა შეიცავს სხვა მთელ რიგ უზუსტობებს, მათ შორის BPG ფონტების თავისუფალი ლიცენზიის შესახებ ინფორმაციაც არის მცდარი - ბესარიონ გუგუშვილის პირად გვერდზე არის შემდეგი ჩანაწერი: „...Linux distributors exclusive right...“, გარდა ამისა [ვიკიპედია GNU/GPL ლიცენზიას არ იყენებს უკვე დიდი ხანია და არ ვიცი, რამდენად თავსებადია GNU/GPL CC-BY-SA 4.0-თან. ძველი ლოგო იყენებდა BPG ფონტის სახეობას ამიტომ, ამ ეტაპზე, სანამ ფონდისგან სათანადო კომპეტენციის მქონდე მომხმარებელი არ დააფიქსირებს აზრს, მისი ჩანაცვლება არ მგონია სწორი.--Melberg მიწერა 15:11, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ასეთი სიტუაცია რომ არ გვქონოდა, ამისათვის შეცვლამდე რომ გვემსჯელა უკეთესი იქნებოდა. გიო ოქრო 15:18, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
სიმართლე გითხრა, ვერ ვხედავ ამ სიტუაციაში არაფერ პრობლემურს, ერთ-ერთ მოხმარებელს ზედმეტი დრამატიზება რომ არ მოეხდინა („ბარბაროსული შეუთავსებლობა“ და მისთ. ძახილით). Melberg მიწერა 15:39, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
„სიმართლე გითხრა, ვერ ვხედავ ამ სიტუაციაში არაფერ პრობლემურს, ერთ-ერთ მოხმარებელს ზედმეტი დრამატიზება რომ არ მოეხდინა („ბარბაროსული შეუთავსებლობა“ და მისთ. ძახილით)“ — ეს წინადადება პრობლემაა. „საჭიროა პრობლემის აღიარება და თანამშრომლობით სწორ შედეგამდე მისვლა და არა განსხვევებული პოზიციის ხიშტებით დახვედრა (რაც ასე პოპულარული გახდა ქართულ ვიკიშიც და საქართველოშიც სამწუხაროდ) და თავდაცვით რეჟიმში ამ არასწორი ნაბიჯის მართლება.“ — ეს კი მომხმარებელი:OpusDEI წინადადება. ერთ-ერთი მოხმარებლის აზრით არაფერი არ უნდა წყდებოდეს. თანამშრომლობა, თანამშრომლობა და კვლავ თანამშრომლობა გვჭირდება. ამიტომ ყველა წესის დაცვით ერთად გადავწყვიტოთ წამოჭრილი საკითხი. საკუთარი აზრის დაფიქსირება — ამაში პრობლემურს ვერაფერს ვხედავ.--ცანგალა/ 17:32, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა, კარგია, რომ სხვების კომენტარების კითხვა და დაკოპირება შეგიძლია, თუმცა აჯობებს, თუ ესკალაციაში მონაწილეობას არ მიიღებ (aka ნავთს არ დაასხამ). Melberg მიწერა 17:50, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
საკვირველია პირდაპირ. არასწორი ინფორმაციის მტკიცებას, ხომ არ ჯობია გადაამოწმოთ ინფორმაცია? ეს გახლავთ Noto-ს ყველა ხელმისაწვდომი დამწერლობის ფონტები: აქ შეგიძლიათ ნახოთ Noto-ს პაკეტები თითოეული დამწერლობისათვის როგორც Serif ასევე Sans ვარიანტში. აქ შეგიძლიათ იხილოთ ქართული Noto Sans Georgian ქვეოჯახი, რომელშიც ათეულობით ფონტია. აქ კი შეგიძლიათ ნახოთ Noto Serif Georgian ქვეოჯახი, იმდენივე 36 წონის/სისქის ფონტით. ამდენად, გარდა იმისა რომ არ არის გათვალისწინებული ორიგინალური ლოგოს კონცეფცია, და აღებულია ის ფონტი, რომლის შრიფტი არ შეესაბამება დედნის სტილს, ასევე არ არის გათვალისწინებული ამ შრიფტის წონაც, უბრალოდ რაც პირველი იყო იმით იქნა გაკეთებული წარწერა. ეს ნათლად ჩანს ამ სურათში, რომელშიც ვხედავთ განსხვავებას სისქეებში „ახალ“ ლოგოსა და ორიგინალურ ლოგოს შორის, ხოლო ამ სურათში ვხედავთ როგორი შეიძლება ყოფილიყო სისქის მაინც სწორი შერჩევის შემთხვევაში. მე მგონი ამით ყველაფერი ნათელია. თქვენ ამბობთ რომ Noto Sans Georgian და Noto Sans Armenian არ არის სხვადასხვა ფონტი, რაც ასევე არასწორი მსჯელობაა. ფონტი არის არა მოხაზულობა ან გარნიტურა, არამედ კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შეიცავს გარკვეულ გაციფრულებულ შრიფტს. საავტორო უფლებების დაცვის პრაქტიკას რომ გადახედოთ, იხილავთ, რომ საავტორო უფლებების დაცვის ქვეშ ხვდება სწორედ ფონტი, და არა შრიფტი. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი Helvetica გამოუშვათ ყოველგვარი საავტორო პრობლემების გარეშე და გამოიყენოთ ის თქვენი გემოვნებისადმი კომერციული და სხვა დანიშნულებით, თუმცა ამას ვერ იზამთ Linotype-ის Helvetica-ს გამოყენებით, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი და Linotype-ის Helvetica-ს ფონტების გლიფებს შორის მსგავსება შესაძლოა მილიმეტრის სიზუსტით იყოს. ის რომ ამაში არაფერ პრობლემას ვერ ხედავთ ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ასეთი ელემენტარული პრობლემების დანახვა არის სწორედ მაღალი ცივილიზაციის გამორჩეული თვისება. თორემ, ასევე რომ ვერ ხედავდნენ პრობლემას, მაგიტომაც გვაქვს ბაგრატზე მინის ლიფტი, გელათზე ჟეშტის შიფერი და ძველ თბილისში ათასი უმსგავსო და უადგილო ნაგებობა. ეს არის შედეგი იმისა, რომ არ გვაქვს წესების, თანმიმდევრულობისა და კანონზომიერების შესწავლის და ესთეტიკის პატივისცემის თვისება -- OpusDEI 17:56, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
შრიფტსა და ფონტს შორის განსხვავების განმარტებისთვის მადლობა - რომელიც არარელევანტურია საკითხთან. ერთი და იმავე ფონტის bold, condenced, italic და სხვა ვარიაცები რომ თურმე ცალკე ფონტებია, აქ უკვე მორჩება საუბარი. Linotype-ის Helvetica და მისთ. სრულიად არარელევანტურია საკითხთან. ფონდის მხრიდან იყო მითითება, შეგვეცვალა გაურკვეველი სალიცენზიო სტატუსის მქონე ფონტი - რომელიც შეიცვალა. დანარჩენზე, მეჰმანი დაწერს საკუთარ აზრს. Melberg მიწერა 18:01, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
თუკი შეცვლა იყო საჭირო, უნდა შეცვლილიყო კონსენსუსის შედეგად და არა პირადი გადაწყვეტილებით, თანაც შეუტყობინებლად. საქმე და მთავარი აქ ესაა. ახლა უმჯობესია ახალი ვარიანტები მოვისმინოთ და ავარჩიოთ. ახლანდელი სრულად შეუსაბამოა. გიო ოქრო 18:07, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
რომ შეიცვალა მაგას კარგად ვხედავთ მადლობა შეხსენებისათვის. რატომ შეიცვალა შრიფტის სტილი რომელმაც დაარღვია ვიკიპედიის ლოგოს კომპოზიცია? როგორ და რატომ შეირჩა ეს კონკრეტული შრიფტი? როგორ შეირჩა ამ შრიფტის სისქე? რატომ Noto Sans და არა Noto Serif როცა Linux Libertine-ც Serif არის? რატომ არ მოხდა საჯარო დისკუსია ან არ ეცნობა მაინც ეს ვიკიპედიელებს? ამ კითხვებზე, რომლებიც ძირითადია ამ კამათში, არც ერთი პასუხი არ მოგვისმენია. მგონი ვთანხმდებით იმაზე, რომ ვიკიპედია არ არის კერძო შპს ან დუქანი, არა? თამამად შეგვიძლია „ვიამაყოთ“ რომ ქართული ვიკიპედია ერთადერთი ვიკიპედიაა 300+ ვიკის შორის რომელსაც ლოგოში გრტესკული შრიფტი აქვს გამოყენებული, სხვადასხვა ბურმელებს და ტაილანდურებს თუ არ ჩავთვლით რომელთა დამწერლობაც აპრიორი არ ითვალისწინებს ვერაფერს გროტესკის გარდა :) -- OpusDEI 18:23, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
შეგიძლიათ იამაყოთ, თქვენი ნებაა. ყოველ შემთხვევაში, ის ვიკიპედია არ ვართ, რომელიც ლოგოში გაურკვეველი სალიცენზიო სტატუსის მქონე ფონტს იყენებდა, რაზეც მივიღეთ მითითება და რაც შეიცვალა. Linux Libertine ქართულ ვერსია იქნება დალინკოთ. Melberg მიწერა 18:35, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
რატომ შეიცვალა შრიფტის სტილი რომელმაც დაარღვია ვიკიპედიის ლოგოს კომპოზიცია? როგორ და რატომ შეირჩა ეს კონკრეტული შრიფტი? როგორ შეირჩა ამ შრიფტის სისქე? რატომ Noto Sans და არა Noto Serif როცა Linux Libertine-ც Serif არის? რატომ არ მოხდა საჯარო დისკუსია ან არ ეცნობა მაინც ეს ვიკიპედიელებს? ამ კითხვებზე, რომლებიც ძირითადია ამ კამათში, კვლავაც არც ერთი პასუხი არ მოგვისმენია. ლიბერტინეს რომ ქართული არ აქვს ეს ძალიან კარგად მოგეხსენებათ (იმედს ვიტოვებ) -- OpusDEI 18:48, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
აბა თუ არ აქვს ქართული ვერსია როგორ იქნებოდა Linux Libertine ? :) Melberg მიწერა 19:05, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ეგ აზრი გამოიტანეთ ზედა კითხვებიდან? წაკითხულიდან აზრის გამოტანის პრობლემას ჰგავს. აბა ერთხელაც გადაიკითხეთ კითხვები: რატომ შეიცვალა შრიფტის სტილი რომელმაც დაარღვია ვიკიპედიის ლოგოს კომპოზიცია? როგორ და რატომ შეირჩა ეს კონკრეტული შრიფტი? როგორ შეირჩა ამ შრიფტის სისქე? რატომ Noto Sans და არა Noto Serif როცა Linux Libertine-ც Serif არის? რატომ არ მოხდა საჯარო დისკუსია ან არ ეცნობა მაინც ეს ვიკიპედიელებს? -- OpusDEI 19:09, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
არ ყოფილა კარგი, ხომ? :)
მეც შემიძლია თქვენი მთელი რიგი კომენტარები შევაფასო როგორც დემაგოგია და თემიდან გადახვევა („ ბარბაროსული შეუთავსებლობა“ და „ორღობის შრიფტით“ დავიწყებ - თუმცა, უკვე პროგრესია, რომ შრიფტის არსებობის შესახებ გაიგეთ). @MIKHEIL: @David1010: კარგი იქნება, თუ ჩაერევით. Melberg მიწერა 19:26, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
რეალურად, აქ ლოგო არავის ადარდებს. ვისაც არ მოსწონს ან თვლის, რომ უკეთესი შეიძლება გაკეთდეს ფონდის მოთხოვნებისამებრ, წარმოადგინა საკუთარი? თუ არა, რას ელოდება? გვაჩვენოს! @Melberg:, გმადლობთ, ახლა ვეცნობოდი განხილვას ზუსტად. — Mikheil მიწერა 19:28, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ზემოთ დევს მაგალითები, შედარებები, არგუმენტები და სხვა მრავალი. ვინც ეძებს ის პოულობს -- OpusDEI 19:39, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
მადლობა, მიხეილ. პრინციპში, ჩემთვის სიტუაცია სრულიად გასაგებია და მისაღები (ერთ-ერთი მომხმარებლის ემოციურობაც, გასაგებია). მე ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ განვიხილოთ სხვა ვარიანტები და მივესალმები არსობრივ განხილვასა და კენჭისყრას. რადგანაც ფონდის მითითება პრობლემურ ფონტთან დაკავშირებით აღმოფხვრილია, თუმცა არსებობს ალტერნატიული ვარიანტები, დაველოდოთ ამ ვარიანტების ვექტორული ვერსიების ატვირთვას ლოკალურად და, თუ ისინი მისაღები იქნება გაიდლაინის მიხედვით, ჩავატაროთ კენჭისყრა, რომელი ვარიანტი ჯობია.
რაც შეეხება ჩვენი ემოციური კოლეგის მიერ გაკეთებულ ვერსიებს: სამწუხაროდ, არც-ერთი მათგანი არ არის გამოსადეგი ორი მიზეზით - პირველი - ტექნიკური - დაბალი ხარისხის png ვერსიებია და მეორე - არღვევს ფონდის გაიდლაინს (ზედა და ქვედა წარწერა ერთი სიგანის უნდა იყოს). თუ პატივცემული კოლეგა მოიცლის და ატვირთავს გაიდლაინის მიხედვით გაკეთებულ ვექტორულ ვარიანტებს, განვიხილოთ, სიამოვნებით. --Melberg მიწერა 19:42, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Melberg: დიახ, სწორედ ამას ველოდები პირადად მე და არა სხვადასხვა სერვერებზე ატვირთულ გაურკვეველ მონახაზებსა და ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს. — Mikheil მიწერა 19:46, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ხო, ქარიშხლები გვიყვარს, ზოგადად. ემოციური ხალხი ვართ, არაუშავს ;) Melberg მიწერა 19:47, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
მიკვირს, რომ განხილვა აქამდე არ დაიხურა. Melberg, ეს მსჯელობაა და არა ესკალაცია, ხოლო მე „aka ნავთს არ დაასხამ“ (როგორც შენ აღნიშნე), არამედ aka სიმართლის მთქმელი. წარმატებები ქართულ ვიკიპედიას.😊 --ცანგალა/ 21:34, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

გალერეა

  • ამ სექციაში ჩაამატეთ მხოლოდ ლოგოს ვარიანტები, განხილვა მიმდინარეობს ქვედა სექციაში.

ვარიანტების განხილვა

იხილეთ ჩემი სამუშაო შეთავაზება იმავე Noto Serif-ის გამოყენებით. შეთავაზება ღიაა შენიშვნებისათვის. წარმოდგენილია როგორც svg ასევე png. აქვე აღვნიშნავ რომ პროპორციების მაჩვენებლ გამოსახულებაში ქვედა წარწერა „თავისუფლი ენციკლოპედია“ არ ავსებს სრულად ზედა წარწერის სიგანინეს (რაც პრინციპში თანხვედრაშია ორიგინალური ინგლისური ლოგოს პროპორციასთან, თუმცა იქ ოპტიკურ სიცარიელეს ლათინური ასოების თავისებურება ფარავს, რაც არ გვაქვს ქართულის შემთხვევაში, ). ეს პრობლემა svg და png-ში გასწორებულია:

-- OpusDEI 22:38, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

კარგია.
  • ეს კიდევ ორი ვარიანტი, ერთი - კურსივით. Melberg მიწერა 05:36, 25 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

    --Melberg მიწერა 05:49, 25 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

    Ka.Wikipedia-logo.svg და Wikipedia-logo-v2-ვ4.svg მისაღებია. გიო ოქრო 06:18, 25 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    დაიცადე, კიდე ბლომად იქნება ვარიანტები, წესით :D Melberg მიწერა 06:21, 25 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

    ლოგო იგივე შრიფტით, გასწორებულია პროპორცია, ტექსტი დაყრდნობილია საკონტროლო ხაზს და ზედმეტი საკონტროლო ხაზია მოშლილი. გიო ოქრო 12:36, 25 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

    აქვე მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა მთავრულის გამოყენება, რომელიც მგონი მხოლოდ calibri-ზე მუშაობს. გიო ოქრო 12:58, 25 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    შენი და A1 ერთი და იგივეა (გასწორებული პროპორციით, თუ კიდევ რამე სხვა ჩასწორებაა)? Melberg მიწერა 13:44, 25 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    ძნელი აღსაქმელია შორიდან. ცალ-ცალკე გახსენი ბმულები და სწრაფად გადი-გადმოდი [1] და [2]. ზოგადად ეს ლოგო ინგლ. ვიკის სტანდარტებში მთლად ბოლომდე არ ჯდება (პროპორციებში), მაგრამ ქართული დამწერლობისთვის მგონი ასე უფრო უკეთესია. გიო ოქრო 13:53, 25 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    გაკეთდა, ჩავსვი დამატებით ვარიანტად A3.--Melberg მიწერა 13:59, 25 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    A2 კურსივიანი ქვედა წარწერა კარგი გამოვიდა ნამდვილად -- OpusDEI 17:12, 25 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    სულ ოდნავ რომ გასქელდეს შუაში მოქცეული ასოები შესაძლებელია? პირველი და ბოლო სიმბოლო გადიდების გამო სისქეშიც იმატებს და ძალიან გამოირჩევა დანარჩენებისგან. უცხოენოვანებში მგონი მასეთი სხვაობა არაა. Alan📭🕙 14:22, 30 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

    როგორც ჩანს მეტი ვარიანტი აღარ ემტაება, დაინიშნოს კენჭისყრა და ავირჩიოთ --M. განხილვაწვლილი 07:32, 31 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

    ვარიანტი A3 შევცვალე. ქვესათაური კურსივით შევცვალე და Alan-ის მიერ შემოთავაზებული გამსხვილებაც ავსახე (0,1 პქ-ით). გიო ოქრო 08:50, 31 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

    კი, კარგია ახლა, უფრო ერთგვაროვანი ჩანს. მეც ვცადე 0,25პქ ჩარჩოს დამატება მაგრამ ჩემი illustrator ვერ ინახავს სწორად svg-ს და აღარ ავტვირთე. მოკლედ ვიზუალურად მგონი მეტი აღარაფერი აკლია. Alan📭🕙 10:02, 31 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

    თუ დღეს თბილისის დროით 23:59-მდე არ გამოჩნდა ახალი ვარიანტი, მაშინ გადავიდეთ ლოგოების არსებული ვარიანტების განხილვაზე. --— Melberg მიწერა 10:37, 31 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    ალანის შენიშვნა სწორია. პირველი და უკანასკნელი ასოების შტრიხები ვიზუალურად უფრო სქელი ჩანს. დღეს სამწუხაროდ ვერანაირად ვერ შევძლებ გასწორებას გრაფიკის გამო. თუ შესაძლებელია ჯერ ღია იყოს ვარიანტები. ან თუ ვარიანტების მიღების დახურვის შემდეგ შესაძლებელი იქნება გასწორებული ვერსიის მიღება მაშინ ოკ. -- OpusDEI 10:58, 31 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    არ არის პრობლემა: გადავდოთ რამდენიმე დღით. — Melberg მიწერა 12:13, 31 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

    აქ შეიძლება უადგილოა, მაგრამ მეგრულ ვიკიპედიას არ ეხება ეგ ლიცენზიები და ლოგოს ცვლილება? იგივე ლოგო არ უნდა იყოს იქაც? ახლა რაც არის, ტექნიკურად გაუმართავია, თუმცა ვიზუალურად ორიგინალური გადაწყვეტაა, მხედრულ-მთავრულის ნარევია ოდნავ დაწეული საწყისი სიმბოლოთი. Alan📭🕙 13:45, 1 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

    სიმართლე გითხრა, არ ვიცი, რომელ ფონტს იყენებენ მეგრულში - ჩვენ მხოლოდ ქართულზე გვქონდა შენიშვნა. თუ გვთხოვენ მეგრულის შეცვლასაც, ჩავერთვები მეგრულშიც. — Melberg მიწერა 14:38, 1 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
    შესაცვლელი იქნება ვიკიდატას ლოგოც — File:Wikidata-logo-ka.svg. გიო ოქრო 19:17, 2 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
    ჯერ ეს ლოგო მოვრჩეთ :) ვიკიდატა სხვა ფონტს იყენებს. — Melberg მიწერა 20:11, 2 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
    კი სხვა ფონტია და ჩვენც სხვა შევარჩიოთ :) გიო ოქრო 16:17, 3 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
    @OpusDEI: რა ვქნათ, კიდე დაველოდოთ?--— Melberg მიწერა 08:55, 7 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

    კენჭისყრა

    კენჭისყრა დაიწყება 2021 წლის 15 თებერვლის 21:00 საათზე და გაგრძელდება 2021 წლის 18 თებერვლის 21:00 საათამდე. ერთ მომხმარებელს აქვს ერთი ხმის უფლება ქვემოთ მითითებული ვარიანტებიდან. მომხმარებელს აქვს უფლება დააფიქსირის ზოგადი კომენტარი შესაბამის სექციაში. სასურველია, რომ მომხმარებელმა პოზიციის დაფიქსირებისას დაასაბუთოს, თუ რატომ უჭერს მხარს მის მიერ არჩეულ ვერსიას. კენჭისყრისას დასაშვებია მხოლოდ {{ჰო}}-ს გამოყენება.

    ზოგადი კომენტარი

    • დავაფიქსირებ ერთ მოსაზრებას: A ოჯახის ვარიანტები, შესაძლოა, ლამაზია, მაგრამ მგონია არასწორი. ქართულ დამწერლობაში ასოები გვაქვს ხაზს ზემოთაც და ხაზს ქვემოთაც - A ვერსია უშვებს ორ ხარვეზს, პირველი ხაზების სრული უგუნებელყოფა, და მეორე - ე.წ. დიდი ასოების შემოტანა. არც-ერთი და არც მეორე არ ახასიათებს ქართულ დამწერლობას და უაღრესად ხელოვნური, უცხოური ენების მიმბაძველია. ქართული დამწერლობის თავისებურება კი, ჩემი აზრით, ლოგოში არ უნდა დაიკარგოს.--— Melberg მიწერა 14:50, 15 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
      ჩემი აზრით, ეს „ხარვეზები“ ხარვეზები არ არის. არამარტო ქართულ ენაში არის მრავალხაზოვანი წერის ტრადიცია. თუნდაც, იგივე ინგლისური ლოგო — ინგლისურშიც არ არის ერთხაზოვნად წერა მიღებული, თუმცა ლოგოზე ეს არაფერს არ ნიშნავს, ჩემი აზრით; ასევეა დიდი ასოების საკითხიც, ინგლისურში და საერთოდაც ყველა ლოგოზე ასოები არის კაპიტალური, მათ შორის გადიდებულებიც. აქ დიდი და პატარა ასო არ არის, ყველა დიდი ასოა, რომელთაგან თავ-ბოლოები არის მხოლოდ ზომაში დიდი. გიო ოქრო 16:05, 15 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
      ინგლისურ ენაში capital ასოებში ორხაზოვნება არ გვხვდება - ქართულში კაპიტალური ასოები არ გვაქვს (იყო მცდელობა, რომ მრგვლოვანი ყოფილიყო, თუმცა ეს ინიციატივა ჩავარდა), არც სიტყვების თავსა და ბოლოში ასოების გადიდება გვხვდება, ამიტომ იქნება ეს ვარიანტი ხელოვნური და არატრადიციული.— Melberg მიწერა 16:26, 15 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
      ინგლისურშიც არატრადიციულია და მიმბაძველობა არაფერ შუაშია. კაპიტალური ასოების კიდევ უფრო გადიდება რომელიმე ენის წერის კულტურის ნაწილი და მისი წარმოსახვის მცდელობა არ არის. გიო ოქრო 16:29, 15 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
      ინგლისურისთვის რომ კაპიტალიზაცია არ არის ტრადიციული - ამას მართლა მიმტკიცებ? :D — Melberg მიწერა 16:46, 15 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
      კაპიტალური ასოების კიდევ უფრო გადიდებაზეა ლაპარაკი :) იგივეა რაც ქართული მთავრული. გიო ოქრო 16:57, 15 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
      ქართულში გვაქვს მთავრული — რომელიც 2018 წელს უკვე უნიკოდმაც ასახა ოფიციალურად კოდირებების სისტემაში. მთავრული შეიქმნა ორი საუკუნის წინათ და გამოიყენება დღემდე, წიგნების სათაურებში, ჟურნალ-გაზეთებში, აბრებზე, ბანერებზე და თითქმის ყველგან, სადაც ინგლისური, რუსული და ყველა სხვა დანარჩენი იყენებს Capital სიმბოლოებს.
      კიდევ გავიმეორებ რომ დღემდე გამოიყენება და არავითარი მცდელობა ან ექსპერიმენტი არაა, დამკვიდრებულია დიდი ხანია. ერთადერთი მცდელობა იყო, რომ გამოყენებული ყოფილიყო წერტილის შემდეგ და საკუთარ სახელებში, რაც ნამდვილად ვერ დამკვიდრდა. მაგრამ სათაურებში და ბანერებზე უკვე ას წელზე მეტი იქნება რაც აქტიურ გამოყენებაშია. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ პრაქტიკაში გამოყენების მაგალითები:
      როგორ შეიძლება ამას „მცდელობა“ და „ექპერიმენტი“ ეწოდოს?! ყველა სფეროში და ყველგან გამოიყენება მუდმივ რეჟიმში ასეული წელია და აბა მართლაც ექსპერიმენტი რაცაა იმას რაღა უნდა დაერქვას?
      მეორე საკითხი — მიმბაძველობა და არაბუნებრიობა საერთოდ გაუგებარია ლოგოსთან მიმართებაში რატომ განიხილება. ლოგო არის სიმბოლო, რომლითაც ასოცირება უნდა ხდებოდეს კონკრეტულ ორგანიზაციაზე და დაუშვებელია მისი რამე სახით ცვლილება, თუ ამის აუცილებელი საჭიროება არ არსებობს. თუ წარწერას ვცვლით, მაშინ ბარემ ასაწყობი გლობუსიც შევცვალოთ, ქართველებისთვის გლობუსზე მეტად ბორჯღალა უფრო ბუნებრივია ან ყანწი, რატო არ ვანაცვლებთ ვიკიპედიის ლოგოს ყანწით?
      ესაა კომპანიის ორიგინალი ქმნილება და მისი ხელის ხლება არის არაკომპეტენტურობა და უპასუხისმგებლობა თავად ამ ორგანიზაციის მიმართ, რადგან ზიანს აყენებს ბრენდს და იმიჯს. თუ კომპანია იყენებს კონკრეტული ფორმის, კონკრეტული სისქის, კონკრეტული დეკორატიული ელემენტების მქონე წარწერას, სხვა ენაზე გადატანისას აუცილებელია ყველა ამ კომპონენტის მაქსიმალური შენარჩუნება (შესაძლებლობების ფარგლებში), რომ შენარჩუნდეს ის აღქმა და კავშირი ლოგოსა და ორგანიზაციას შორის, რაც ორიგინალშია ჩაფიქრებული.
      • რადგან ორიგინალში გამოყენებულია მთავრული, ქართულშიც უნდა იყოს მთავრულით და არა ნუსხურით (ქართულში გვაქვს მთავრული!)
      • რადგან ორიგინალში გამოყენებულია ანტიკვა, ქართულშიც უნდა იყოს ანტიკვა და არა გროტესკი
      • რადგან ორიგინალში არაა გამუქებული, ქართულშიც მიუღებელია სტილის ცვლილება, ზომების და ა. შ.
      როგორ შეიძლება საკუთარ ნებაზე ლოგოში ცვლილებების შეტანა არაბუნებრიობის მოტივით? ვინმემ „სამსუნგის“, „ეფლის“, „ამაზონის“ წარწერებში კორექტირება რომ შეიტანოს და ისე გამოიყენოს საკუთარ ქვეყანაში, სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება. პირიქით, ყველა ითხოვს მაქსიმალურად შენარჩუნდეს ის გარეგანი იერსახე, ემოცია და შინაარსი, რაც მოცემულია ორიგინალში, რაზეც იმუშავა და იშრომა კომპანიამ.
      ვიკიპედია რამდენად მკაცრია ამ თემაზე ეგ ცალკე თემაა, მაგრამ ელემენტარული პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და პატივისცემის საკითხია, რომ საკუთარი გემოვნებით არ უნდა ხდებოდეს იმ სიმბოლოს გადაკეთება, რომლითაც ეგ ორგანიზაცია მთელ მსოფლიოშია ცნობილი. Alan 📭🕙 18:58, 15 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
      უპირველეს ყოვლისა სასიამოვნოა თქვენი გამოჩენა, იმედი მაქვს ვიკიპედიის სტატიებით გამდიდრებაშიც აქტიურად ჩაერთვებით :) გთხოვთ, კომენტირებისას შეინარჩუნოთ თემასთან კაშირი - ყანწი, ბორჯღალი და მისთ. არაფერ შუაშია განსახილველ საკითხთან. ვაფასებ თქვენს სურვილს, დაიცვათ ვიკიპედიის ბრენდბუქი, რისთვისაც ეს განხილვა წამოწყებულია. ყველა დამწერლობას გააჩნია საკუთარი თავისებურება - ქართული დამწერლობის თავისებურების გათვალისწინება ლოგოს ლოკალიზაციისას სრულიად დასაშვებია. — Melberg მიწერა 19:14, 15 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
      კაპიტალური ასოებიც საკმაოდ გავრცელებული თავისებურებაა ქართული ენის ბეჭვდით და ონლაინ სამყაროში. გიო ოქრო 19:29, 15 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
      და ჩემ მიერ შემოტანილი წვლილი ან მისი დროში განფენა იმდენად პირდაპირ კავშირშია ვიკიპედიის ლოგოს ბრენდბუქთან თავსებადობის განხილვასთან რომ ბმულის სახით ჩასმის საჭიროებაც წარმოშვა?! ბორჯღალა უბრალოდ ერთ-ერთი მაგალითი იყო ლოგოს ხელაღებით ცვლილების დაუშვებლობის, თუმცა ბევრი სხვა მაგალითიც მქონდა ზემოთ მოყვანილი და გაუგებარია რატომ ვერ მიიპყრო ასეთივე ყურადღება.
      რაც შეეხება ენის თავისებურებებს, რომც იყოს დაშვებული ბრენდბუქით, ქართული ენის თავისებურება ნამდვილად არაა მუქი შრიფტის, გროტესკის ან ნუსხური ასოების გამოყენება არც ზოგადად და არც უშუალოდ ლოგოში. როგორც ვიცი, არც სხვა ენის ან დამწერლობისთვისაც არ უნდა იყოს მსგავსი რამ დამახასიათებელი — ყველა ლოგოში მუქი წარწერის ქონა ან ნუსხურის, როცა მთავრულიც აქვთ (თუმცა არ გამოვრიცხავ გამონაკლისებსაც).
      სხვა მეტი არგუმენტი კი არ დაწერილა, რატომ უნდა გამუქდეს, შეეცვალოს სტილი და რეგისტრი იმ ლოგოს, რომელიც კომპანიის სახეს წარმოადგენს. კიდევ ერთი გაუგებრობა მთავრულის ქართულში არარსებობა იყო, რაც მგონი ამოვწურე ზემოთ მოცემული მაგალითებით. მთავრული ქართულში დიდი ხანია გვაქვს და დღემდე აქტიურად გამოიყენება, თანაც განსაკუთრებით ლოგოებსა და სათაურებში, თუმცა ეგ მარტო ჩვენი თავისებურება არცაა, ყველა ენაში იგივე ფუნქცია აქვს მთავრულს, განკუთვნილია ლოგოტიპების, სათაურებისა და მნიშვნელოვანი ტექსტის გამოსაყოფად. Alan 📭🕙 19:59, 15 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
      კონსტრუქციული კომენტარები ყოველთვის მისასალმებელია, მომხმარებლის აქტიურობა/არაქტიურობის მიუხედავად. ასევე შეგიძლიათ დააფიქსიროთ საკუთარი ხმა ქვემოთ მიმდინარე კენჭისყრაში. — Melberg მიწერა 20:04, 15 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
      h&m და კოკა-კოლას ლოგოების შედარება არაა სწორი. ვიკიპედიის მთავარი სიმბოლო ეს გლობუსი და სიმბოლო W არის. აღნიშნული ორი კომპანიის მთავარი სიმბოლო კი ფაქტობრივად შრიფტის თავისებურებშია. ვიკიპედია არის მრავალენოვანი პროდუქტი და თავისი ენობრივი ხაზიც უნდა ჰქონდეს, თუნდაც ეს ლოგოში აისახოს. ქართული დამწერლობის თავისებურებების გათვალისწინებით. ამაში ცუდი არაფერია. საუკუნის წინ ქართული ანბანის გამთავრულება კი იყო რუსული კულტურის გავლენა. მე-19 საუკუნის პერიოდულ პრესაში შეხვდებით წინადადების ან სიტყვის მთავრულ ვერსიას. ამავე ტექსტებში ,,შკოლებს”, ,,ნაჩალნიკებს” და მსგავს კალკირებულ ვერსიებს. ზოგადად მხედრულის სტილს მთავრული არ ერგება, მიუხედავად იმისა რომ დღეს ისევ გამოიყენება წარწერებზე. უბრალოდ შეგიძლიათ სასურველი ვერსია აირჩიოთ და მორჩა, დიდი მეცნიერული მსჯელობა არ უნდა. აზრი ინდივიდუალურია. ჩემი და კიდევ ბევრის პროტესტია ის, რომ აქ რაღაცები განხილვის გარეშე იცვლება. მე პირადად მიხარია ის რომ ახლა ეს თემა განიხილება. --გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 20:45, 15 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

    A1

    1. (მომხრე) გამოყენებულია კაპიტალური ასოები + ქვედა წარწერა „თავისუფლი ენციკლოპედია“ — კურსივი არ არის.--ცანგალა/ 17:29, 15 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

    A2

    A3

    1. (მომხრე) — ეს ლოგო წარმოადგენს ზედა ორი ვერსიის ნაზავს, ასევე გათვალისწინებულია ვიკიპედიის ლოგოს სტრუქტურა. თავ- და ბოლოკიდური ასოები გადიდებულია, დაცულია ასოების სისქე. ტექსტი გასწორებულია საკონტროლო ხაზებზე (ზედა ვერსიები, და მგონი ქვედებიც, ასე არ არის). გიო ოქრო 15:59, 15 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

    B1

    1. (მომხრე) ჩემთვის ყველაზე მისაღები ეს არის, არც დაქანებაა, არც გამუქებული სქელი შრიფტი და თავსა და ბოლოში გადიდებული ასოები. ჩვეულებრივი და ლამაზია. Vano 3333 21:24, 15 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

    B2

    C1

    1. (მომხრე) - მოგესალმებით. არსებული ვერსიებიდან ჩემთვის შედარებით მისაღები ეს ვერსიაა. უფრო მეტადაა დაცული ქართული წერის (მხედრული ანბანის) ოთხხაზოვანი კულტურა, ვიდრე სხვა ვერსიებში. პირველი და ბოლო ასოს გადიდება პირდაპირი კოპირება მგონია. ამ საკითხში ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარს ვეთანხმები. ასევე ,,თავისუფალი ენციკლოპედიაც” მისაღებია რომ არ იყოს დახრილი. არც დახრილი წერაა ქართული ანბანისთვის დამახასიათებელი. ამიტომაც ეს ვერსია ჩემთვუს მეტადაა მისაღები. ამასთანავე გაბოლდებული ვერსია თითქოს უკეთესად აღქმადია. თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:08, 15 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

    C2

    {{გამარჯობა}} - მეორე ეტაპი

    სალამი, {{გამარჯობა}}-ს განახლების პირველი ეტაპი დასრულდა, შესაბამისად ახლა გადავდივართ მეორე - ვიზუალურ - ეტაპზე. ეს არის ჩემს მიერ მომზადებული ვარიანტი, რომელიც ეფუძნება ინგლისური ვიკიპედიის სტილსა და commons-ზე არსებულ თარგს.

    ველი რელევანტურ და კონსტრუქციულ შენიშვნებსა და იდეებს.--Melberg მიწერა 08:27, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

    მე ვფიქრობ საკმაოდ კარგია. ყველაფერი რაც ახალ მომხმარებელს საწყის ეტაპზე დასჭირდება გასაგებადაა ახსნილი. ამაზე მეტ ინფორმაციას უბრალოდ არავინ არ წაიკითხავს.--დათო1010 09:00, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    ყოველთვის მივესალმები სიახლეებს. მე მომწონს. --Wiki - ჯაბა 09:37, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    ვიკიპედია:დახმარება — ეს გვერდი {{გამარჯობა}}-ის ბმულია. (იხ. ვიკიპედია განხილვა:დახმარება შენი პასუხი). „ეს კომენტარი არარელევანტურია თემასთან“ — შენი პასუხი ზემოთ {{გამარჯობა}}-ში (პირველი ეტაპი). დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში რატომ არ შეიძლება კვლავ ადვილად იძებნებოდეს და ვიკიპედია:დახმარებაში ჩაისვას, რომელიც {{გამარჯობა}}-ს ბმულია? --ცანგალა/ 09:52, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    ვიკიპედია:დახმარების განხილვა უნდა ხდებოდეს ვიკიპედია:დახმარება-ის გახილვის გვერდზე და არა {{გამარჯობა}}-ისთვის გახსნილ სექციაში, სადაც განიხილება ამ თარგის გრაფიკული გაფორმება. ამიტომ არ არის (ისევ) რელევანტური.--Melberg მიწერა 13:27, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    რადგანაც პრინციპული წინააღმდეგობა არ ყოფილა ამ დღეების განმავლობაში, სატესტო რეჟიმში თარგი გაიშვა.--Melberg მიწერა 06:50, 26 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    ძალიან მომწონს. — Mikheil მიწერა 10:21, 26 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    მშვენიერი გამოვიდა.--დათო1010 11:40, 26 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
     კომენტარი: Legacy Vector სკინზე (ე.წ. „ფრანგულზე“) ვიზუალურად იგივე არ არის და ხარვეზები აქვს. გიო ოქრო 12:34, 29 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

    დამოწმება

    მეგობრებო როგორც ცნობილია სანდო მომხმარებლის სტატუსი მაქვს 2019 წლიდან და ჩემი ცვლილებები აღარ საჭიროებს დამოწმებას, მაგრამ დღეს მსგავსი პრობლემა შემექმნა სტატიის რედაქტირებისას----ჯეო2007განხილვაწვლილი 06:56, 29 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

    არადა სანდო მომხარებლებში ნამვილად ვარ https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90?username=%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%9D&group=&wpsubmit=&wpFormIdentifier=mw-listusers-form&limit=50 ----ჯეო2007განხილვაწვლილი 06:58, 29 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    გადავამოწმე და ადმინის ხელსაწყოებიდან საერთოდ გამქრალია სანდო მომხმარებელი, როგორც სტატუსი. სისტემური ხარვეზი ჩანს. — Mikheil მიწერა 21:13, 29 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]