მირქმა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: შეცვლილია გაუქმებულია ვიზუალური რედაქტირება
212.58.102.42-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Sretenie.jpg|thumb|right|250px|მირქმა, XV საუკუნის რუსული ხატი]]
ესეა
'''მირქმა''' — [[ქრისტიანობა|ქრისტიანული ეკლესიის]] ერთ-ერთი უძველესი დღესასწაული. მირქმას დღესასწაულობენ 2 (15) თებერვალს.

იუდეველთა სჯულის მიხედვით ებრაელებს ევალებოდათ ყოველი პირველშობილი ღმერთისთვის შეეწირათ და დაბადებიდან მე-40 დღეს ტაძარში მიეყვანათ. ამის აღსასრულებლად ყრმა [[იესო ქრისტე]] მარიამმა და იოსებმა [[იერუსალიმი]]ს ტაძარში მიიყვანეს. ამ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა მოხუცი სვიმეონი, რომელსაც არ სწამდა ქალწულისგან მხსნელის შობის შესახებ. ამის გამო მას ეცნობა, რომ არ მოკვდებოდა, ვიდრე ქრისტეს არ იხილავდა. სვიმეონმა იხილა ქრისტე და ჩაიკრა გულში

იგი [[VI საუკუნე]]მდე განსაკუთრებული ზეიმით არ აღინიშნებოდა. [[528]] წელს, იმპერატორ [[იუსტინიან I (ბიზანტია)|იუსტინიანეს]] ([[527]]-[[565]]) დროს, ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ უბედურებას მეორე დაერთო – შავი ჭირის ეპიდემია: ყოველდღე რამდენიმე ათასი კაცი იხოცებოდა. ამ განსაცდელის ჟამს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ, და, როდესაც ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს, [[ბიზანტია]]ში უბედურებათა წყება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, [[544]] წელს, ეკლესიამ განაჩინა, მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.

== ლიტერატურა ==
{{ქსე|7|14}}
*„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

[[კატეგორია:ქრისტიანული დღესასწაულები]]

11:24, 15 თებერვალი 2021-ის ვერსია

მირქმა, XV საუკუნის რუსული ხატი

მირქმაქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაული. მირქმას დღესასწაულობენ 2 (15) თებერვალს.

იუდეველთა სჯულის მიხედვით ებრაელებს ევალებოდათ ყოველი პირველშობილი ღმერთისთვის შეეწირათ და დაბადებიდან მე-40 დღეს ტაძარში მიეყვანათ. ამის აღსასრულებლად ყრმა იესო ქრისტე მარიამმა და იოსებმა იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. ამ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა მოხუცი სვიმეონი, რომელსაც არ სწამდა ქალწულისგან მხსნელის შობის შესახებ. ამის გამო მას ეცნობა, რომ არ მოკვდებოდა, ვიდრე ქრისტეს არ იხილავდა. სვიმეონმა იხილა ქრისტე და ჩაიკრა გულში

იგი VI საუკუნემდე განსაკუთრებული ზეიმით არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ უბედურებას მეორე დაერთო – შავი ჭირის ეპიდემია: ყოველდღე რამდენიმე ათასი კაცი იხოცებოდა. ამ განსაცდელის ჟამს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ, და, როდესაც ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს, ბიზანტიაში უბედურებათა წყება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 14.
  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.