ვეტლუგა (მდინარე): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8: ხაზი 8:
[[კატეგორია:კიროვის ოლქის მდინარეები]]
[[კატეგორია:კიროვის ოლქის მდინარეები]]
[[კატეგორია:კოსტრომის ოლქის მდინარეები]]
[[კატეგორია:კოსტრომის ოლქის მდინარეები]]
[[კატეგორია:ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის მდინარეები]]

12:42, 9 თებერვალი 2021-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვეტლუგა (მრავალმნიშვნელოვანი).
მდინარე ვოლგის აუზი

ვეტლუგამდინარე რუსეთის ფედერაციის კიროვის, კოსტრომის, გორკის ოლქებში და მარეთის რესპუბლიკაში. მდინარე ვოლგის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 889 კმ, აუზის ფართობი 39,4 ათ. კმ². ვეტლუგის ხეობა ასიმეტრიულია: მარცხენა ფერდობი დაბალია, მარჯვენა ზოგან 100 მ-მდე მაღლდება, ქვემოთში დაბალი ნაპირები აქვს, რომლებიც წყალდიდობის დროს იტბორება. მდინარის ჭალაში ტბები და ნარიონალებია. ვეტლუგა საზრდოობს ძირითადად თოვლის წყლით. იყინება ნოემბრის დასაწყისში, ყინულძვრა აპრილშია. აცურებენ ხე-ტყეს. სანაოსნოა შესართავიდან 700 კმ. მდინარე ვეტლუგას ნაპირზეა ქალაქი ვეტლუგა.

ლიტერატურა